პირადი ექიმი/პედიატრი
ეს მომსახურება 100%-ით ფინანსდება. დაზღვევის მომენტიდან ირჩევ პირად ექიმს ან/და ჩვენს მომსახურე კლინიკებში. ექიმი გეხმარება სამედიცინო სერვისებით სარგებლობაში- გაძლევს მიმართვებს ანალიზებისა და გამოკვლევების ჩასატარებლად, სპეციალისტთან ვიზიტისთვის, მედიკამენტების შესაძენად. გიწევთ კონსულტაციებსა და აკონტროლებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
პირადი ექიმის ასარჩევად ,პირველ რიგში, უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111. პირველადი ვიზიტის დაგეგმვაში ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან. კონსულტაციისას პირადი ექიმი გახსნის შენს სამედიცინო ისტორიას, რის შემდეგაც შენ უკვე ონლაინ, ვებგვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით, თავად შეძლებ პირად ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის ან ვიზიტის დაჯავშნას.
პროფილაქტიკური კვლევები
პოლისი მედით მომსახურე კლინიკებში ყოველწლიურად შეგიძლია, ჩაიტარო ასაკისა და სქესის შესაბამისი პროფილაქტიკური და სასკრინინგო კვლევები, რომელიც სრულად ფინანსდება. კვლევების დაგეგმვაში პირადი ექიმი გეხმარება.
ამბულატორია
პოლისი მედით ფინანსდება როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური ამბულატორიული სერვისები:
გეგმიური ამბულატორია მოიცავს ისეთ სამედიცინო მომსახურებებს, როგორიცაა: ვიწრო პროფილის სპეციალისტთან კონსულტაცია, ანალიზები, გამოკვლევები, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტები. გადაუდებელი ამბულატორია- მომსახურება ისეთ სერვისებს გულისხმობს, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას , თუმცა არ საჭიროებს კლინიკაში ღამით დაყოვნებას (ჰოსპიტალიზაციას), მაგ: ინტოქსიკაცია, მოტეხილობა და ა.შ. ამბულატორიული მომსახურების დაფარვებსა და ლიმიტებს , პაკეტების მიხედვით, აქ გადაამოწმებ.
ამბულატორიული მომსახურების პირობები პაკეტების მიხედვით განსხვავებულია.
მედი კლასიკი და პრემიუმი
გეგმიური ამბულატორია - ამ პაკეტებით გეგმიური ამბულატორიული მომსახურება შეგიძლია, პირად ექიმთან შეთანხმებით მიიღო როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში . პროვაიდერ კლინიკაში მომსახურების მისაღებად უნდა მიმართო პირადი ექიმს, რომელიც მოგცემს მიმართვას, კლინიკაში კი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. თუ სერვისით სარგებლობა არაპროვაიდერ კლინიკაში გსურს, საჭიროა, რომ დაუკავშირდე პირად ექიმს დაშეათანხმო, მომსახურების ღირებულებას კლინიკაში სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.
გადაუდებელი ამბულატორია - ამ მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში. ორივე შემთხვევაში აუცილებელია ქოლ ცენტრში დარეკვა (0322505111) და შეტყობინება შემთხვევის შესახებ. თუ პროვაიდერ კლინიკაში მიიღებ გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას, ჩვენსა და კლინიკას შორის, შენი ჩარევის გარეშე, დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი კლინიკაში. არაპროვაიდერში კი თანხას სრულად გადაიხდი და შემდეგ აიანზღაურებ ონლაინ.
ბაზისური, ოპტიმალი, სტანდარტ პაკეტები
გეგმიური ამბულატორია -პოლისი მედის ეს პაკეტები გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში პირადი ექიმის მიმართვის საფუძველზე ფარავს. კლინიკაში წარადგენ მიმართვას, რომელიც შენს სადაზღვევო ბარათზე იქნება ასახული და მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.
გადაუდებელი ამბულატორიული - ეს მომსახურებაც მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში ფინანსდება. აუცილებელია, დაგვიკავშირდე ქოლ ცენტრში (0322505111) და შეგვატყობინო შემთხვევის შესახებ. ჩვენსა და კლინიკას შორის, შენი ჩარევის გარეშე, დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.
მედიკამენტები
სამკურნალო და ქრონიკულ მედიკამენტებს პოლისი მედის ყველა პაკეტი პირადი ექიმის მიმართვის საფუძველზე ფარავს. ვიწრო სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტის დაფინანსებით შესაძენად საჭიროა, მიმართვა მოითხოვო პირადი ექიმისგან, რომელიც მას სადაზღვევო ბარათზე ასახავს, დანიშნულ მედიკამენტს კი თანადაფინანსებით ჩვენს პარტნიორ სააფთიაქო ქსელებში (პსპ, ავერსი, ჯიპისი, ფარმადეპო, სახალხო აფთიაქი) შეიძენ. მედიკამენტების დაფარვები და ლიმიტები პაკეტების მიხედვით შეგიძლია აქ გადაამოწმო.
სტომატოლოგია
პოლისი მედით გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში ფინანსდება. გეგმიური სტომატოლოგია მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა სტომატოლოგთან კონსულტაცია, ბჟენი, ანესთეზია, წმენდა, ქვებისა და ნადების მოცილება, ანთების მკურნალობა. გადაუდებელი სტომატოლოგია კი ,ძლიერი ტკივილის ფონზე, კბილის ამოღებასა ან ანესთეზიას მოიცავს. პოლისზე ასევე ვრცელდება ფასდაკლებები კოსმეტიკურ პროცედურებზე - ბრეკეტები, იმპლანტაცია და სხვა. სტომატოლოგიური მომსახურების დაფარვები და ლიმიტები პაკეტების მიხედვით აქ შეგიძლია გადაამოწმო. მომსახურების მისაღებად ჩვენთან წინასწარი შეთანხმება საჭირო არ არის. ვიზიტს ჯავშნი სასურველ კლინიკაში, წარადგენ სადაზღვევო ბარათს და გადაიხდი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს.
ჰოსპიტალიზაცია
პოლისი მედით ფინანსდება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი ოპერაცია. გეგმიური ჰოსპიტალიზაცია წინასწარ დაგეგმილი ოპერაციაა, რომელიც არ საჭიროებს დაუყონებლივ ქირურგიულ ჩარევას. გადაუდებელი ოპერაცია მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს 24 საათის განმავლობაში აუცილებელ ჰოსპიტალიზაციას.
ჰოსტპიტალური მომსახურების პირობები პაკეტების მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაცია დაფარვებისა და ლიმიტების შესახებ აქ გადაამოწმე.
კლასიკი და პრემიუმ პაკეტები
გეგმიური ჰოსპიტალიზაცია - ამ პაკეტებით გეგმიური ოპერაცია ფინანსდება როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში წინასწარი შეთანხმებით. გაითვალისწინე, რომ მოქმედებს 12-თვიანი მოცდის პერიოდი, რაც ნიშნავს, რომ დაფინანსება პოლისის შეძენიდან 12 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ნებისმიერ კლინიკაში ოპერაციის დასაფინანსებლად საჭიროა საგარანტიო წერილის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ გავცემთ. ეს არის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ შენი ოპერაცია დაფინანსდება. თუ ოპერაციას პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში ჩაიტარებ, საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით კლინიკაში და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. არაპროვაიდერ კლინიკაში კი მისი წარდგენა საჭირო არაა - მომსახურების ღირებულებას სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებგვერდიდან mygpi.ge, რისთვისაც დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა). მოთხოვნაზე პასუხს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიიღებ. საგარანტიო წერილს 1 თვე აქვს ვადა - ამ ხნის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო ოპერაცია.
გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია- ეს სერვისი ნებისმიერ კლინიკაში ფინანსდება დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე. აუცილებელია, შემთხვევის შესახებ წინასწარ შეგვატყობინო ქოლ ცენტრის მეშვეობით. თუ ოპერაცია პროვაიდერ კლინიკაში ჩატარდება, ჩვენსა და კლინიკას შორის, შენი ჩარევის გარეშე , დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. არაპროვაიდერ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში კი თანხას სრულად გადაიხდი, შემდგე კი აინაზღაურებ ონლაინ.
ბაზისური, ოპტიმალი, სტანდარტ პაკეტები
გეგმიური ჰოსპიტალიზაცია - ამ პაკეტებით (გარდა ბაზისურისა) გეგმიური ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ პროვაიდერ კლინიკაში წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. თუმცა გაითვალისწინე, რომ მოქმედებს 12-თვიანი მოცდის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება პოლისის შეძენიდან 12 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
გეგმიური ოპერაციისთვის დაფინასების მისაღებად საჭიროა საგარანტიო წერილის მოთხოვნა. საგარანტიო წერილს ჩვენ გავცემთ. ეს არის დასტური იმისა, რომ შენი ოპერაცია ფინანსდება და გადაეცემა კლინიკას, რომელშიც გეგმავ ოპერაციის გაკეთებას. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge, რისთვისაც დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა). მოთხოვნაზე პასუხს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიიღებ. საგარანტიო წერილს 1 თვე აქვს ვადა - ამ ხნის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო ოპერაცია. პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.
გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია - პოლისი მედის ამ სამივე პაკეტით გადაუდებელი ოპერაცია პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება. აუცილებელია, შემთხვევის შესახებ წინასწარ შეგვატყობინო ქოლ ცენტრის მეშვეობით. ჩვენსა და კლინიკას შორის კი, შენი ჩარევის გარეშე , დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.
ორსულობა
ორსულობასთან დაკავშირებული ამბულატორიული მომსახურების ხარჯები მხოლოდ პოლისი მედის პრემიუმ პაკეტით ფინანსდება პროვაიდერ კლინიკებში.დაგჭირდება ოჯახის ექიმის მიმართვა. გაითვალისწინე, რომ ამ მომსახურებაზე პოლისი ითვალისწინებს 24-თვიან მოცდის პერიოდს.