პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ყველაზე სწრაფი და კომფორტული სადაზღვევო მომსახურება

სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ონლაინ შეგიძლია აპლიკაციიდან MyGPI ან ვებგვერდიდან mygpi.ge.

ანაზღაურებისთვის დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი.

ანაზღაურების განაცხადზე პასუხს 20 წუთში მიიღებ, თანხა კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება ანგარიშზე.

აირჩიე პაკეტი

  • პოლისი მედი

     

    ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება
    ამ  მომსახურების ღირებულების ანაზღაურება საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ სერვისით არაპროვაიდერ კლინიკაში ისარგებლე. არაპროვაიდერ კლინიკაში მიღებული ამბულატორიული მომსახურება, როგორებიცაა: სპეციალისტთან ვიზიტი, ანალიზები, გამოკვლევები ანაზღაურდება პოლისი მედი კლასიკისა და პრემიუმის მფლობელებისთვის, პირადი ექიმის მიმართვით. გადახდილ თანხას აინაზღაურებ ონლაინ , პირადი კაბინეტიდან -აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge. ანაზღაურებისთვის დაგჭირდება  ფორმა 100გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი.

    მედი ბაზისური, სტანდარტი და ოპტიმალის მფლობელები მომსახურებას მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში თანადაფინანსებით იღებენ. შესაბამისად, ანაზღაურების მოთხოვნა საჭირო აღარ არის. 

     

     

     

    ჰოსპიტალიზაციის ანაზღაურება
     

    გეგმიურ ოპერაციაზე ანაზღაურების მოთხოვნა საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება  არაპროვაიდერ კლინიკაში 12-თვიანი მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ მიიღე. ეს სერვისი ანაზღაურდება მხოლოდ პოლისი მედი კლასიკისა და პრემიუმის მფლობელებისთვის.
    შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების მისაღებად საჭიროა ოპერაციამდე საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ოპერაციის შემდეგ  კლინიკაში თანხას სრულად იხდი, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge. დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებ.
    გადაუდებელ ოპერაციაზე მოცდის პერიოდი არ მოქმედებს და მომსახურების მიღებას ნებისმიერ ჰოსპიტალურ კლინიკაში შეძლებ -როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერში. აუცილებელია, შემთხვვის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდო ცხელ ხაზზე (0322505111). თუ გადაუდებელ მომსახურებას პროვაიდერ კლინიკაში მიიღებ, სადაზღვევო პროცედურებს შენი ჩარევის გარეშე დავარეგულირებთ და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. ხოლო, თუ არაპროვაიდერში გაგიწიეს მომსახურება - თანხას სრულად გადაიხდი და მოგვიანებით აინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge
    დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი. თანხას 1 სამუშაო დღეში აინაზღაურებ.

     

     

     

     


    სწრაფი და სტანდარტული ანაზღაურების მეთოდები

     

     

    სწრაფი ანაზღაურების მეთოდი უფრო მარტივი და დაჩქარებული სერვისია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ესა თუ ის ველი ავტომატურად შეავსო და პასუხიც უფრო მალე - მაქსიმუმ 3 სამუშაო საათში მიიღო. გარდა ამისა, სწრაფი ანაზღაურების მეთოდით, შეგიძლია ხშირად მოხმარებადი მომსახურებები შეინახო შაბლონებად შემდეგ კი, ერთი ღილაკით გაამეორო განაცხადი ისე, რომ აღარ დაგჭირდება ველების ხელახლა შევსება.
    სტანდარტული ანაზღაურების  შემთხვევაში განაცხადი 1 სამუშაო დღეში განიხილება. ამასთან, აუცილებელ ველებს ხელით ავსებ. ეს იმ შემთხვევისთვისაა მოსახერხებელი, თუ დაზუსტებით არ იცი მიღებული მომსახურების დასახელება.
    ანაზღაურებისთვის დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, რის შესახებაც ინფორმაციას მენეჯერი პირადად მოგაწვდის.
     


    სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება
     

    პოლისი მედის მფლობელებისთვის გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებშია შესაძლებელი. თანხას ადგილზე თანადაფინანსებით იხდი. ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო აღარაა.


    გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება კი ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი. თუ ამ სერვისით არაპროვაიდერ კლინიკაში ისარგებლე,  გადახდილ თანხას ონლაინ აინაზღაურებ. დაგჭირდება: ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი და ვიზიო (მანიპულაციამდე და შემდეგ ფოტო).
    სტომატოლოგიური მომსახურების ონლაინ ანაზღაურებისთვის ეწვიე პირად კაბინეტს აპლიკაციაში ან ვებგვერდზე

  • ჯიპიაი ექსკლუზივი

    ამბულატორიული  მომსახურების ანაზღაურება

    ჯიპიაი ექსკლუზივით ეს სერვისი ნებისმიერ კლინიკაში ფინანსდება. მომსახურების ანაზღაურება მაშინაა საჭირო, როდესაც ამბულატორიულ მომსახურებას, როგორებიცაა: სპეციალისტთან ვიზიტი, მედიკამენტები, ანალიზები, გამოკვლევები,  არაპროვაიდერ კლინიკაში იღებ, ან პროვიადერ კლინიკაში- მიმართვის გარეშე. ანაზღაურების მიღება ონლაინ შეგიძლია აპლიკაციიდან MyGPI ან ვებგვერდიდან mygpi.ge

    დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი. პასუხს 20 წუთში მიიღებ სმს-ის სახით. ანაზღაურებული თანხა კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება ანგარიშზე.


    სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება
     

    ჯიპიაი ექსკლუზივის მფლობელებისთვის გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებშია შესაძლებელი. თანხას ადგილზე თანადაფინანსებით იხდი. ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო აღარაა. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება კი ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი. თუ ამ სერვისით არაპროვაიდერ კლინიკაში ისარგებლე,  გადახდილ თანხას ონლაინ აინაზღაურებ. დაგჭირდება: ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი და ვიზიო (მანიპულაციამდე და შემდეგ ფოტო).

    სტომატოლოგიური მომსახურების ონლაინ ანაზღაურებისთვის ეწვიე პირად კაბინეტს აპლიკაციაში ან ვებგვერდზე


    ჰოსპიტალიზაციის ანაზღაურება

    გეგმიურ ოპერაციაზე ანაზღაურების მოთხოვნა საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება  არაპროვაიდერ კლინიკაში 12-თვიანი მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ მიიღე. 

    შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების მისაღებად საჭიროა ოპერაციამდე საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ოპერაციის შემდეგ  კლინიკაში თანხას სრულად იხდი, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge. დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებ.
    გადაუდებელ ოპერაციაზე მოცდის პერიოდი არ მოქმედებს და მომსახურების მიღებას ნებისმიერ ჰოსპიტალურ კლინიკაში შეძლებ -როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერში. აუცილებელია, შემთხვვის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდო ცხელ ხაზზე (0322505111). თუ გადაუდებელ მომსახურებას პროვაიდერ კლინიკაში მიიღებ, სადაზღვევო პროცედურებს შენი ჩარევის გარეშე დავარეგულირებთ და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. ხოლო, თუ არაპროვაიდერში გაგიწიეს მომსახურება - თანხას სრულად გადაიხდი და მოგვიანებით აინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge
    დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი. თანხას 1 სამუშაო დღეში აინაზღაურებ.

     

    ორსულობა
     

    ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება საჭირო ხდება იმ შემთხვევაში თუ მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკაში ან პროვაიდერში მიმართვის გარეშე მიიღე. ამ შემთხვევაში თანხას სრულად იხდი და შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge.  დაგჭირდება: ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი. პასუხს 20 წუთში მიიღებ სმს-ის სახით. ანაზღაურებული თანხა კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება ანგარიშზე.

ხშირად აინტერესებთ

აირჩიე კატეგორია
დატოვეთ შეტყობინება
კლინიკა *
მიუთითეთ სახელი
ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ სახელი
რა პროდუქტი გაინტერესებთ
მიუთითეთ სახელი
შეტყობინება *
ჩაწერეთ ტექსტი
captcha