კორპორაციული პაკეტით ფინანსდება როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური ამბულატორიული სერვისები.
გეგმიური ამბულატორია მოიცავს ისეთ სამედიცინო მომსახურებებს, როგორიცაა: ვიწრო პროფილის სპეციალისტთან კონსულტაცია, ანალიზები, გამოკვლევები, მაღალტექნოლოგიური კვლევებ მედიკამენტები.
გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებაში ისეთი სამედიცინო სერვისები შედის, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას , თუმცა არაა საჭირო კლინიკაში ღამით დაყოვნება (ჰოსპიტალიზაცია). მაგ: ინტოქსიკაცია, მოტეხილობა და ა.შ. ამბულატორიული მომსახურების დაფარვის ლიმიტებსა და პროცენტებს შენს პირად კაბინეტში გადაამოწმებ
სტანდარტულად, კორპორაციული პაკეტით გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში, თუმცა გაითვალისიწინე, რომ ზოგიერთ პაკეტს, შესაძლოა, ამ მხრივ შეზღუდვა ჰქონდეს, ამიტომ დასაზუსტებლად გადაამოწმე შენი პოლისის პაკეტი პირად კაბინეტში .
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება პროვაიდერ კლინიკებში - მომსახურების მიღება შესაძლებელია პროვაიდერ კლინიკებში ოჯახის ექიმის მიმართვით. შეგიძლია, დაჯავშნო სატელეფონო კონსულტაცია ან ვიზიტი პირად ექიმთან, რომელიც გამოგიწერს მიმართვას. მიმართვა აისახება სადაზღვევო ბარათზე (AppCard), რომელსაც წარადგენთ პროვაიდერ კლინიკაში.
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება პრივილეგირებულ პროვაიდერ (პპ) კლინიკებში - შენ გემსახურება ქვეყნის წამყვანი კლინიკები, სადაც ამბულატორიული მომსახურება პირად ექიმთან შეთანხების გარეშე შეგიძლია მიიღო- მიმართვა შეგიძლია ინსტრუქციის მიხედვით დისტანციურად, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებგვერდიდან mygpi.ge მოითხოვო და 20 წუთში შენს სადაზღვევო ბარათზე აისახება, რომლის კლინიკაში წარდგენის შემდეგ, თანხის მხოლოდ შენს წილს გადაიხდი. მიმართვის მიღება პპ კლინიკების რეცეფციაშიც შეგიძლია-კლინიკა თვითონ გამოითხოვს ჩვენგან მიმართვას.
ამბულატორიული მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკაში - კორპორაციული პოლისი შესაძლებელობას გაძლევს, ამბუალტორიული მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკაშიც მიიღო ექიმთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. ამ შემთხვევაში თანხას სრულად იხდი კლინიკაში და შემდეგ ინაზღაურებ დისტანციურად.
გადაუდებელი ამბულატორია პროვაიდერ კლინიკებში- გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მისაღებად წინასწარ შეთანხმება ან მიმართვა საჭირო არაა. ასეთ შემთხვევაში პროვაიდერი კლინიკა თავად გვატყობინებს შემთხვევის შესახებ, შენ კი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.
გადაუდებელი ამბულატორია არაპროვაიდერ კლინიკაში - კორპორაციული პოლისის ყველა პაკეტი გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას არაპროვაიდერ კლინიკებშიც ფარავს. ამ შემთხვევაში კლინიკაში თანხას სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.