პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დაზღვევა მოგზაურობისას

მოგზაურობის პერიოდში გადაუდებელი ამბულატორიული სერვისების ხარჯები დაფარული/ანაზღაურებული იქნება.
მოგზაურობის პერიოდში თუ ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო, ხარჯებს სამოგზაურო დაზღვევა დაფარავს/აანაზღაურებს.
საზღვარგარეთ ყოფნისას თუ კბილის ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხა, გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.
სამოგზაურო დაზღვევა, აეროპორტში ბარგის დაკარგვის შემთხვევაში, კომპენსაციასაც ითვალისწინებს.
ჯიპიაი მომხმარებელს სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევის კომბინირებულ პროდუქტს სთავაზობს. სტანდარტული სამედიცინო მომსახურების გარდა, კოვიდ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში Covid 19-ით გამოწვეული ხარჯებიც ანაზღაურდება.

ერთჯერადი

1.5₾
-დან დღეში

მომსახურების სქემა

რა მომსახურებები მიფინანსდება?

ამბულატორია

მოგზაურობის დროს თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცარად გაგიუარესდა და ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობა გახდა საჭირო, გამოკვლევების, ანალიზების, ექიმის კონსულტაციის ხარჯებს ჩვენ დავფარავთ. დეტალურად

გადაუდებელი სტომატოლოგია

საზღვარგარეთ ყოფნისას თუ კბილის ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხა, გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ. დეტალურად

გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია /რეანიმაცია

უსიამოვნებებისგან არსად ხარ დაზღვეული და თუ სასწრაფო ოპერაცია ან რეანიმაციული დახმარება გახდა საჭირო, ამ ხარჯებს ჩვენ დავფარავთ. დეტალურად

ბარგის დაზღვევა

მოგზაურობის დროს ბარგი აუცილებლად დაარეგისტრირე, რადგან თუ დაგეკარგა ან ტრანსპორტირების დროს დაზიანდა, შესაბამისი ღირებულების კომპენსაციას მიიღებ. დეტალურად

კოვიდ დაზღვევა

ახალი სადაზღვევო პაკეტი მოგზაურობისას ,სტანდარტული სამედიცინო შემთხვევების გარდა, კოვიდის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს ფარავს .მომხმარებელს საშუალება ექნება საზღვარგარეთ ყოფნისას საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ჯიპიაის პროვაიდერ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრებში ჩაიტაროს კოვიდის დიაგნოსტირება და გართულების შემთხვევაში იმავე კლინიკაში იმკურნალოს. დაზღვევის შეძენას საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებშივე და მომსახურე ტურისტულ სააგენტოებში შეძლებენ. ქართველმა მომხმარებლებმა დაზღვევისთვის უნდა დაგვირეკონ ცხელ ხაზზე- 0322 505 111

ჩვენ გირჩევთ

როგორ დაგეგმო იდეალური მოგზაურობა
წაიკითხე ბლოგი

რატომ უნდა დააზღვიო მოგზაურობა ჯიპიაიში?

ხელმისაწვდომობა
მოგზაურობის დაზღვევა დღეში მხოლოდ 1,5 ლარიდანაა შესაძლებელი.
მოქნილობა
ქვეყნის დატოვებამდე, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია მარტივად ონლაინ შეძენა
მრავალფეროვანი სერვისები
მოგზაურობის დროს შენთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება.

ნამდვილი ამბები

გაფრენამდე 2 წუთით ადრე შეძენილი სამოგზაურო დაზღვევა

ბელგიაში მუსიკალურ ფესტივალზე მივდიოდი. ყველაფერი შეძენილი მქონდა, ფესტივალის ბილეთები, სასტუმრო, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც და მშვიდად მივედი აეროპრტში. ფრენა ქუთაისიდან იყო და მოგეხსენებათ, იქ ყველაფერს დეტალურად ამოწმებენ. შემოწმება დიდხანს გრძელდებოდა და აქეთ-იქით ყველაფერი რომ მოვათვალიერე უკვე ჩემი რიგიც მოახლოვდა, უნებურად შემოწმების პროცესს მივუგდე ყური, ჩემს წინ მხრებში მოხრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამდენი კითხვებისგან კიდევ უფრო მოიხარა. ის იყო გავიფიქრე ცოტა თვალს მოვხუჭავ-მეთქი, რომ ბუნდოვნად მომესმა - და სამოგზაურო დაზღვევა გაქვთ? აი, აქ უცებ დამარტყა თავში, რომ ეგ მე არ მქონდა. ერთიანად გამოვფხიზლდი, წამში გავხსენი ჯიპიაის აპლიკაცია და სანამ ჩემს წინ მდგომმა, მხრებში მოხრილმა კაცმა, თავის დაზღვევის ფურცელი მოძებნა და მესაზღვრეს წარუდგინა, მე ჰოპ-ჰოპ, შევიყვანე რამდენიმე საჭირო მონაცემი და ზუსტად 2 წუთში გავიფორმე სამოგზაურო დაზღვევა. ჩემი ჯერიც მოვიდა, ჯიპიაის მეილმაც არ დააყოვნა, მობილურშივე ვაჩვენე სამოგზაურო დაზღვევა და დაზღვეულმა მშვიდად გავიარე სასაზღვრო კონტროლი.
გიორგი გოცაძე, 31 წლის

უცხო ქვეყანაშიც ვიგრძენი, რომ რთულ სიტუაციაში მარტო არ ვიყავი

შვებულების გასატარებლად ჩემს 10 წლის შვილთან ერთად ევროპაში გავემგზავრე. 2 დღეში ბავშვს სიცხეები დაეწყო. პანიკაში ჩავვარდი - არ ვიცოდი რა მექნა, ვისთვის მიმემართა. უცხო ქვეყანაში ვიყავი მარტო ავადმყოფ ბავშვთან ერთად. ფეისბუქზე მივწერე ჯიპიაის, მომცეს საერთაშორისო ცხელი ხაზის ნომერი, სადაც ავუხსენი ჩემი მდგომაროება და მომცეს მითითებები- მირჩიეს ჩემს საცხოვრებელთან უახლოესი კლინიკა, სადაც შემეძლო ბავშვის მიყვანა და დაზღვევით სარგებლობა. მას შემდეგ, რაც ოპერატორს ვესაუბრე, დავშვიდდი - ვიგრძენი, რომ უცხო ქვეყანაშიც კი მარტო არ ვიყავი და შემეძლო, ნებისმიერ დროს დასახმარებლად მიმემართა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
თეონა მუმლაძე, 38 წლის

საბედნიეროდ ბარგი დაზღვეული მქონდა და ფულის წყალში გადაყრა არ მომიწია

მთელი წლის განმავლობაში ფულს ვაგროვებდი საოცნებო ევროპული მოგზაურობისთვის. მოგზაურობა ფასდაკლებების პერიოდს დავამთხვიე და ნამდვილი შოპინგ ტური მოვიწყე, თუმცა ჩემი ბედნიერება საქართველოში დაბრუნებისთანავე ხელიდან გამიფრინდა. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბარგი დაიკარგა. ვის აღარ მივმართე ავიაკომპანიას, აეროპორტს... მაგრამ უშედეგოდ. საბედნიეროდ, ბარგი მაინც მქონდა დაზღვეული და ჯიპიაის ოპერატორმა მირჩია, განაცხადი შემომეტანა კომპენსაციის მისაღებად. სხვა რა გზა მქონდა, ჩემი ახალი ნივთები ვეღარ დავიბრუნე, მაგრამ ფულის წყალში გადაყრა მაინც არ მომიწია.
ნატალი მირიანაშვილი, 44 წლის

ხშირად აინტერესებთ

აირჩიე კატეგორია