მკურნალობა საზღვარგარეთ
საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზა
ინოვაციური სერვისი მათთვის, ვინც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე სანდო პასუხებს ეძებს. გაიგეთ მეტი მკურნალობის შესაძლო გზებზე, გადაამოწმეთ დიაგნოზი და მიიღეთ მხარდაჭერა, რომელსაც იმსახურებთ.აირჩიეთ სპეციალისტი
მიიღეთ დიაგნოზი წამყვანი ევროპელი სპეციალისტებისგან — სწრაფად, დისტანციურად და სასურველ ენაზე. აირჩიეთ სპეციალისტი ან მოგვენდეთ ჩვენ და შეგირჩევთ სპეციალისტს, რომელიც თქვენს საჭიროებებს უპასუხებს.
ხშირად დასმული კითხვები
რა აროს Diagnose.me?
Diagnose.me ციფრული პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან ალტერნატიული სამედიცინო დიაგნოზის მიღების შესაძლებლობას. მისი მეშვეობით შესაძლებელია დიაგნოზის გადამოწმება, მკურნალობის გეგმაზე კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მეორე სამედიცინო მოსაზრების მიღება.
ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ სერვისით?
სერვისი ხელმისაწვდომია იმ პირებისთვის, ვინც ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევით 2025 წლის 15 ივლისიდან სარგებლობს. ის გათვალისწინებულია როგორც ონკოლოგიური, ისე სხვა ტიპის საეჭვო ან დადასტურებული დიაგნოზების შემთხვევაში.
წელიწადში რამდენჯერ შემიძლია ვისარგებლო ამ მომსახურებით?
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია წელიწადში სამჯერ
როგორ მუშაობს ეს პროცესი?
მომხმარებელი აგზავნის თავის დიაგნოზს, ანალიზების პასუხებს და სიმპტომების ჩამონათვალს. მომხმარებელი თავად ირჩევს სპეციალისტს, ან პლატფორმა სთავაზობს შესაძლო ვარიანტებს, საიდანაც შეუძლია არჩევანის გაკეთება. ექიმი დოკუმენტაციის გაგზავნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გზავნის დასკვნას წერილობით. დასკვნის მიღების შემდეგ, კითხვების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სპეციალისტთან ვიდეოზარიც.
რა ენებზე არის ხელმისაწვდომი სერვისი?
Diagnose.me-ს სერვისის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, რომელსაც მომხმარებელი აირჩევს. პლატფორმა თავად უზრუნველყოფს ყველა საჭირო მასალის თარგმნას ქართულად და სხვა უცხო ენებზეც – თარგმნა უფასოა.
ექიმი უშუალოდ დანიშნულებას მომცემს?
არა. ექიმები გასცემენ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას, მაგრამ არ დანიშნავს კონკრეტულ სამკურნალო მედიკამენტებს.
ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში
ექსკლუზიურად მხოლოდ ჯიპიაიში დაზღვეულებისთვის – ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
საერთაშორისო კონსილიუმი- სერვისი, რომელიც დაზღვეულს შესაძლებლობას აძლევს სამედიცინო დიაგნოზის, ან დანიშნული მკურნალობის მეთოდის გადასამოწმებლად მიიღოს ალტერნატიული აზრი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან.
პარტნიორი ორგანიზაცია MEDIGUIDE INTERNATIONAL – მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში ეხმარება ადამიანებს საერთაშორისო კონსილიუმის ორგანიზებასა და ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიებაში. MEDIGUIDE-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კლინიკა „კურაციო“.
შეთავაზება მოიცავს საერთაშორისო კონსილიუმის სერვისს, რომელიც ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ითვალისწინებს:
- მსოფლიოსწამყვანი კლინიკის სპეციალისტებისმიერ დიაგნოზის დაზუსტებას ან დადასტურებას
- მკურნალობის ახალი და ყველაზე ოპტიმალური სქემის შერჩევას
- სხვასახის სამედიცინო რეკომენდაციების მომზადებას

