რა არის ბრუნო?
ბრუნო GPI Holding-ის ახალი ლოიალობის პროგრამაა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება პოლისი ავტო აქტივის შეძენის შემდეგ. მისი მიზანია ავტოდაზღვევის გამოცდილება კიდევ უფრო ღირებული და მოქნილი გახადოს მომხმარებლისთვის.
რა სარგებელს ვიბრუნებ ლოიალობით?
ბრუნო ხუთ დონიანი პროგრამაა და თითოეული დონე სხვადასხვა სარგებელს გულისხმობს - სტარტერ ბრუნო, კომპაქტ ბრუნო, ბიგ ბრუნო, სუპერ ბრუნო, მაქს ბრუნო. რაც უფრო მაღალ საფეხურზე აღმოჩნდებით უფრო მეტი ქულა დაგიგროვდებათ და უფრო მეტ ბენეფიტს მიიღებთ.
ბრუნოს რომელ დონეზე აღმოჩნდებით დამოკიდებულია თქვენს პრემიაზე და თუ რომელი დამატებითი დაზღვევა გაქვთ შეძენილი და გაქვთ თუ არა ავტომატური გადახდა ჩართული. პროგრამის მთავარი მიზანია — წაახალისოს ავტომფლობელები და მძღოლები უფრო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებისკენ. რაც უფრო მეტად ზრუნავთ საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე, მით უფრო მეტ ქულას იღებთ და მით უკეთესი პირობებით სარგებლობთ.
• სტარტერ ბრუნო ავტომატურად გახდებიან მომხმარებლები, რომლებიც ყიდულობენ მხოლოდ ავტო აქტივის პოლისს.
• კომპაქტ ბრუნო - ამ საფეხურზე გადასასვლელად უნდა გაააქტიუროთ ავტომატური გადახდა ან დაამატოთ ერთ-ერთი დამატებითი დაზღვევა:
• მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
• მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა
• ბიგ ბრუნო- გახდებით მაშინ, როდესაც ორივე დამატებითი დაზღვევა გაქვთ შეძენილი („ავტო აქტივთან“ ერთად).
• სუპერ ბრუნო- თუ გაქვთ დამატებითი დაზღვევა (ერთ-ერთი ორს შორის) და ჩართული გაქვთ ავტომატური გადახდა — გადადიხართ მეოთხე საფეხურზე.
• მაქს ბრუნო - გახდებით მაშინ, როცა გაქვთ ორივე დამატებითი დაზღვევა და ამავდროულად ჩართულია ავტომატური გადახდაც.
როგორ გადავიდე ბრუნოს უფრო მაღალსაფეხურზე?
ბრუნოს უფრო მაღალ საფეხურზე მოსახვედრად საჭიროა, რომ განახლებისას დაამატოთ დამატებითი დაფარვები(მგზავრთა უბედური შემთხვევისგან და/ან მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობისგან), ან ჩართოთ ავტომატური გადახდა.
როგორ გროვდება ქულები?
როცა თქვენ იხდით პოლისზე თანხას, მომდევნო სამუშაო დღეს ავტომატურად გერიცხებათ შესაბამისი რაოდენობის ბრუნოს ქულა იმის შესაბამისად, ბრუნოს რომელ საფეხურზე ხართ.
რისთვის შემიძლია ქულების გამოყენება?
დაგროვებული ქულებით შეგიძლიათ:
• განაახლოთ არსებული დაზღვევა
• შეიძინოთ სხვა სადაზღვევო პროდუქტები — მაგალითად, სამოგზაურო ან ქონების დაზღვევადა ა.შ.
როგორ გამოვიყენო ბენეფიტები?
ბენეფიტის გამოსაყენებლად უნდა მიხვიდეთ წინასწარ განსაზღვრულ პარტნიორ სერვისის მიმწოდებელთან დაზღვეული ავტომანქანით. ადგილზე გადაიხდით ფასის მხოლოდ იმ ნაწილს, რაც შეესაბამება თქვენს არჩეულ ბენეფიტს — 50%, 30% ან შესაძლოა საერთოდაც 0%.
როგორ გამოვიყენო ბენეფიტები?
ბენეფიტის გამოსაყენებლად უნდა მიხვიდეთ წინასწარ განსაზღვრულ პარტნიორ სერვისის მიმწოდებელთან დაზღვეული ავტომანქანით. ადგილზე გადაიხდით ფასის მხოლოდ იმ ნაწილს, რაც შეესაბამება თქვენს არჩეულ ბენეფიტს — 50%, 30% ან შესაძლოა საერთოდაც 0%.
სად ვნახო ჩემი ქულები და ბენეფიტები?
ქულები და ბენეფიტები ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ Mygpi.ge-ზე, თქვენი პირადი კაბინეტიდან.
აქვს თუ არა ქულებს ვადა?
თუ გექნებათ მოქმედი პოლისი, ქულებს ვადა არ გასდის. მაგრამ თუ ყველა პოლისს ვადა გაუვა და 45 დღის განმავლობაში არ განაახლებთ, დაგროვებული ქულები გაუქმდება.