პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
ცხელი ხაზი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:30 - 18:30
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

ავტოდაზღვევა - მშვიდი და კომფორტული მგზავრობისთვის

ავტოდაზღვევით სარგებლობა შეგიძლია  საქართველოში, სომხეთი, აზერბაიჯანსა და თურქეთში.

ავტოდაზღვევის ღირებულების ყოველთვიური გადახდისას აგროვებ თანხას ეკომონეტების სახით, რომელიც შეგიძლია დაზღვევაში გადაცვალო - განაახლო პოლისი ან ახალი შეიძინო.

ავტოდაზღვევის ფარგლებში სარგებლობ  დამატებითი სერვისებით- ავტომომსახურების 24-საათიანი ჯგუფი და ავტოასისტანსი.

რა მომსახურებები მიფინანსდება?

  • ავტო აქტივი

    პოლისი ავტო აქტივი მოიცავს სამ პაკეტს: M, L, da XL-ს.. 


    ავტო აქტივის L და XL პაკეტები
     

    ორივე პაკეტი ფარავს ისეთ სადაზღვევო შემთხვევებს, როგორებიცაა:
     

    • ავტოსაგზაო შემთხვევა, მიუხედავად შენი ბრალეულობისა
    • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, გატაცება
    • ხანძარი, აფეთქება
    • ვანდალიზმი
    • საგნების ვარდნა, მინების, სარკეების, ავტომობილის დეტალებისა და აქსესუარების ცალკეული დაზიანება
    • სტიქიური მოვლენები - წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, სეტყვა, ქარიშხალი

    ავტო აქტივის L პაკეტი ავტო აქტივის XL პაკეტისგან განსხვავებით გულისხმობს ფრანშიზას. . ფრანშიზა ის მინიმალური თანხაა, რომელიც არ ანაზღაურდება- აკლდება ასანაზღაურებელ თანხას. ფრანშიზიან პოლისში უფრო ნაკლებს იხდი, ვიდრე უფრანშიზოში. ამიტომ L პაკეტის შეძენით  შეგიძლია მნიშვნელოვნად შეიმცირო ფასი.

    დაზღვევის ღირებულება ,ასევე, დამოკიდებულია მძღოლის ასაკზე, ავტომობილის ღირებულებასა და მის გამოშვების თარიღზე.
    სადაზღვევო ლიმიტი ანუ ის მაქსიმალური თანხა, რომელიც ანაზღაურდება ზარალის დადგომისას,  განისაზღვრება ავტომობილის საბაზრო ღირებულებით.
     

    ავტო აქტივი M პაკეტი
     

    ეს პაკეტი აზღვევს მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევას, ავარიას,  მიუხედავად იმისა, შენი ბრალით არის გამოწვეული ავარია, თუ არა.

    M პაკეტი შეგიძლია, შეიძინო ფრანშიზით ან უფრანშიზოდ. ფრანშიზა ის მინიმალური თანხაა, რომელიც არ ანაზღაურდება- აკლდება ასანაზღაურებელ თანხას. მას გავლენა აქვს პოლისის ღირებულებაზე. ფრანშიზიან პოლისში უფრო ნაკლებს იხდი, ვიდრე უფრანშიზოში. ამიტომ დაზღვევის შეძენისას შეგიძლია მნიშვნელოვნად შეიმცირო ფასი.

    დაზღვევის ღირებულება ,ასევე, დამოკიდებულია მძღოლის ასაკზე, ავტომობილის ღირებულებასა და მის გამოშვების თარიღზე.
    სადაზღვევო ლიმიტი ანუ ის მაქსიმალური თანხა, რომელიც ანაზღაურდება ზარალის დადგომისას,  განისაზღვრება ავტომობილის საბაზრო ღირებულებით.
    პაკეტის გაუმჯობესება.

    ავტო აქტივის პაკეტები შეგიძლია შეძენის დროს გააუმჯობესო და დაამატო მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხევისგან დაზღევის დაფარვები.
    პაკეტის გაუმჯობესების შემთხვევაში დაზღვევის ღირებულება მცირედით გაიზრდება, თუმცა  ავარიის დროს შენ დაზღვეული იქნები როგორც საკუთარი , ისე დაზარალებული მხარის ქონებისა და ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯებისგან.
     

     ავტო აქტივით სარგებლობა  ,საქართველოს გარდა, შეგიძლია თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

     

  • პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ეს პაკეტი ფარავს შენი ბრალით გამოწვეული ავარიის ხარჯებს,  რომელიც სხვა პირის ქონებასა ან ჯანმრთელობას  მიადგა.
    პოლისის ღირებულება სადაზღვევო ლიმიტზეა დამოკიდებული-შეგიძლია, აირჩიო 5 000, 7 000 ან 10 000- ლარიანი ლიმიტები და ყოველთვიურად გადაიხადი  6, 9 ან 12 ლარს. ამ შემთხვევაში ავტომობილის გამოშვების წელი და მძღოლის ასაკი ღირებულებაზე არ მოქმედებს.

    ავარიის დროს, სხვა პირის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მოქმედებს  ფრანშიზა (აუნაზღაურებელი მინიმუმი) 100 ლარი, რაც  ნიშნავს, რომ თუ ავტომობილის ზარალი 500 ლარად შეფასდა, ანაზღაურდება 400 ლარი.

    მესამე მხარის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე კი ფრანშიზა არ ვრცელდება  და ზარალი სრულად ანაზღაურდება სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.

    მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის პოლისის  შესაძენად არ არის აუცილებელი, დაზღვეული გყავდეს შენი ავტომობილიც. შეგიძლია, ის დამოუკიდებლადაც შეიძინო.

  • დამატებითი მომსახურება

    ავტოდაზღვევა დამატებით მოიცავს ავტომომსახურების ჯგუფის 24-საათიან სერვისს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სერვის ჯგუფი დაგეხმარება სადაზღვევო პროცედურების მოგვარებაში- პატრულთან ან დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობაში.
    პოლისი ავტოკლასიკით შენს განკარგულებაშია ავტოასისტანსიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მოგიტანს საწვავს, დაგიქოქავს მანქანას, დაბერავს საბურავებს და აუცილებელი გახდება, ევაკუატორსაც გამოგიგზავნის. ავტოასისტანსი გემსახურება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში :თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი და მათგან 25კილომეტრის რადიუსში.

  • ეკოისტი

    ეკოისტი ჩვენი ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც დაზღვევის მომენტიდან ერთვები და აგროვებ ეკომონეტებს. ავტოდაზღვევის ღირებულების ყოველთვიური გადახდიდან 5%-ს  უკან იბრუნებ, რომელთა გადაცვლაც პოლისის განახლებისას ან ახალი პოლისის შეძენისას შეგიძლია.  1 ეკომონეტა=1₾ . ეკომონეტებს აგროვებ მაშინაც, თუ სხვას უზღვევ ავტომობილს.

    დაგროვილი ეკოქულების გადამოწმება შეგიძლია აპლიკაციაში MyGPI.

  • ავტო ფიქსი

    ავტო ფიქსის ორივე პაკეტი ერთნაირად ფარავს შემდეგ რისკებს: ავარია ბრალდებულობის მიუხედავად, ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა, საგნების ვარდნა, აფეთქება-ხანძარი, მინების დაზიანება. პოლისი ავტო ფიქსის ღირებულება ფიქსირებულია - 40 ან 50 ლარი თვეში. პაკეტის ღირებულება განისაზღვრება სადაზღვევო ლიმიტით: 5000-ლარიანი ღირს 40 ლარი, ხოლო 10 000-ლარიანი ლიმიტით 50 ლარი. სადაზღვევო ლიმიტი არის თანხა, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურდება ზარალი. მაგ. თუ 5000-ლარიანი ლიმიტის პაკეტი გაქვს , ზარალის შემთხვევაში, ზიანი სწორედ ამ თანხის ფარგლებში აგინაზღაურდება. 40 და 50-ლარიან პაკეტებს შორის განსხვავება მხოლოდ სადაზღვევო თანხის ლიმიტშია. ორივე პაკეტი რისკებს ერთნაირად ფარავს- 90%-ით.

ხშირად აინტერესებთ

აირჩიე კატეგორია
დატოვეთ შეტყობინება
კლინიკა *
მიუთითეთ სახელი
ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ სახელი
რა პროდუქტი გაინტერესებთ
მიუთითეთ სახელი
შეტყობინება *
ჩაწერეთ ტექსტი
captcha