პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

რა რისკებს ფარავს ავტო აქტივის M პაკეტი?

M პაკეტი საშუალებას გაძლევს ავტოდაზღვევა ბიუჯეტურად მოირგო და დააზღვიო ავტომობილი ავტოავარიის რისკისგან.

რა რისკებს ფარავს ავტო აქტივის L პაკეტი?

ავტო აქტივის L პაკეტი შენს ავტომობილის აზღვევს: ავტოავარიის, ვანდალიზმის, საგნების ვარდნის, ქურდობის, აფეთქება-ხანძრის, მინების დაზიანების და სტიქიური მოვლენების რისკებისგან.

რა რისკებს ფარავს ავტო აქტივის XL პაკეტი?

XL პაკეტი შენს ავტომობილს აზღვევს: ავტოავარიის, ვანდალიზმის, საგნების ვარდნის, მინების დაზიანების, ქურდობის, აფეთქება-ხანძრის და სტიქიური მოვლენების რისკებისგან.

რა განსხვავებაა L და XL პაკეტებს შორის?

L და XL პაკეტები რისკებს ერთნაირად ფარავს. L პაკეტის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია, დაზღვევის ღირებულების საშუალოდ 20%-მდე შემცირება. განსხვავება ამ ორ პაკეტს შორის ის არის, რომ L პაკეტის ფლობის შემთხვევაში მოქმედებს ფრანშიზა სადაზღვევო თანხიდან.

რა არის ფრანშიზა?

ფრანშიზა არის თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არ აგინაზღაურებს. მაგალითად, თუ ფრანშიზა 50 დოლარია და 500 დოლარის ზიანი შეემთხვა ავტომობილს, ჩვენ აგინაზღაურებთ 450 დოლარს.

ფრანშიზა მოქმედებს დაზღვევის ღირებულებაზე?

დიახ, ფრანშიზას გავლენა აქვს პოლისის ღირებულებაზე. იგი ამცირებს ყოველთვიურ გადასახდელ თანხას. სწორედ ამიტომ, L პაკეტის შეძენის შემთხვევაში უფრო ნაკლებს იხდი, ვიდრე XL-ის ყიდვისას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პაკეტი რისკებს სრულად ერთნაირად ფარავს.

მოქმედებს თუ არა მძღოლის ასაკი პოლისის ღირებულებაზე?

დიახ, ავტოდაზღვევის ღირებულების გამოსათვლელად მნიშვნელობა აქვს მძღოლის ასაკს და პირდაპირ აისახება ტარიფზე. დაზღვევის შეძენა 21 წლიდან მძღოლებს შეუძლიათ.

რა ღირს ავტოდაზღვევა?

ავტოდაზღვევის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ავტომობილის გამოშვების წელი, მძღოლის ასაკი, ავტომობილის ღირებულება.

რას ნიშნავს უფლებამოსილი მძღოლი?

დაზღვევის შეძენისას შეგიძლია, პოლისში მიუთითო ერთი ან რამდენიმე მძღოლის მონაცემები, რომელთაც აქვთ უფლება მართონ შენი ავტომობილი, სადაზღვევო შემთხვევის დროს კი მათზე გავრცელდება დაზღვევა. უფლებამოსილი მძღოლის რაოდენობა აისახება პოლისის ღირებულებაზეც.

რა ფასდაკლებებით ვისარგებლებ დაზღვევის პერიოდში?

სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამატებით ფასდაკლებებით სარგებლობ ჩვენი პარტნიორ კომპანიების სერვისებზე (აქ უნდა გაილინკოს ბენეფიტები). თუ ავტოაქციის ფარგლებში შეიძენ პოლისს, შესაძლოა ექსკლუზიური შეთავაზებებიც შედიოდეს შენს პოლისში, ამ ინფორმაციას ცხელ ხაზზე გადამოწმებ 0322505111

რა მომსახურებას გამიწევს ავტომომსახურების ჯგუფი?

ავტოავარიის დროს, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მომსახურე ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება და დაეგხმარება პატრულთან და მესამე მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში, გაგარკვევს ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცესებში და მოგცემს საჭირო რჩევებს

რა მომსახურებას გამიწევს ავტოასისტანსი?

ავტოასისტანსი შენი მაშველია გზაზე - თუ მოულოდნელად საწვავი გაგითავდა, საბურავი დაეშვა, ავტომობილი ჩაქრა ან სულაც გაფუჭდა, ავტოასისტანსს ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით (0322505111) გამოიძახებ და  ადგილზე მოგიტანს საწვავს, დაგიქოქავს მანქანას ან დაბერავს საბურავებს, საჭიროების შემთხვევაში კი ევაკუატორსაც გამოგიგზავნის.

როგორ გადავცავლო ეკომონეტები?

სადაზღვევო პოლისის განახლების ან ახალი პოლისის შეძენისას, გადახდის ველში უთითებ ეკომონეტებით გადახდის ღილაკს, თანხა ავტომატურად დაკონვერტირდება და გამოაკლდება გადასახდელ ღირებულებას

რამდენი ხანია აქტიური დაგროვებული ეკომონეტები?

ეკომონეტები დაზღვევიდან 1 წლის განმავლობაშია მოქმედი.

შემიძლია ეკომონეტებით სხვისთვის შევიძინო სადაზღვევო პოლისი?

დიახ, დაგროვილი ეკომონეტებით შეგიძლია, სხვა პირსაც უყიდო დაზღვევა, ამ შემთხვევაში პოლისის მფლობელი შენ იქნები, ის კი- მოსარგებლე.

რას გულისხმობს ლოიალობის პროგრამა ეკოისტი?

ეკოისტები ჩვენი ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც ჩვენთან ურთიერთობისთანავე ერთვები და აგროვებ ქულებს, ეკომონეტებს. ავტოდაზღვევის ყოველთვიური ღირებულების  5% უკან გიბრუნდება. ეკომონეტების  გადაცვლა პოლისის განახლებისას ან ახალი პოლისის  შეძენისას შეგიძლია. ეკოქულებს  ჯანსაღი ქცევითაც აგროვებ. 1 ეკომონტა =1₾.

დაგროვებული ეკომონეტების გადამოწმებას შეძლებ აპლიკაციაში MyGPI.

როგორ შევამოწმო დაგროვილი ეკომონეტები?

დაგროვილი ეკომონეტების შემოწმება აპლიაკციაში MyGPI შეგიძლია.

რას არ ანაზღაურებს დაზღვევა?

პოლისით არ ანაზღაურდება ავტოსაგზაო შემთხვევები, თუ:
 

  • ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა უფლებამოსილი მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროს, მიუხედავად მისი ბრალეულობისა
  • ავტომობილი მონაწილეობდა ექსტრემალურ შეჯიბრებებში, რბოლაში
  • ავტომობილი იძებნება
  • ავტომობილი დაზიანდა საომარი მოქმედებების, სამოქალაქო მღელვარებისა ან ფეთქებადი ნივთიერებების ტრანსპორტირების დროს.
უკან დაბრუნება