პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
ცხელი ხაზი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ყველაზე სწრაფი და კომფორტული სადაზღვევო მომსახურება

დაზღვევის მომენტიდან შენ გემსახურება პირადი ექიმი ან პედიატრი, რომელიც გაძლევს სამედიცინო რჩევებს, მიმართვებს და გეხმარება სერვისებით სარგებლობაში.

დაზღვევა ფარავს სამკურნალო მედიკამენტებს, რომელთა  ლიმიტებსა და დაფარვებს  პირად კაბინეტში გადაამოწმებ -აპლიკაციაში MyGPI ან ვებგვერდზე mygpi.ge .

ინდივიდუალური პაკეტებით ფინანსდება  ექიმთან კონსულტაცია, გამოკვლევები, ანალიზები. ამბულატორიული მომსახურების ლიმიტებსა და დაფარვებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ -აპლიკაციაში MyGPI ან ვებგვერდზე mygpi.ge.

დაზღვევით ფინანსდება გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური სერვისები, რომელთა ლიმიტებსა და დაფარვებსაც პირად კაბინეტში გადაამოწმებ-აპლიკაციაში MyGPI ან ვებგვერდზე mygpi.ge.

გაეცანი მომსახურების პირობებს

  • პოლისი მედი

    პირადი ექიმი/პედიატრი

     

    ენ მიერ არჩეული ზოგადი პროფილის ექიმი აწარმოებს სამედიცინო ისტორიებს, მეთვალყურეობს შენს ჯანმრთელობას, გეგმავს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, აკონტროლებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. პირადი ექიმი გაძლევს რეკომენდაციებს, საჭირო ცნობებსა და მიმართვებს, რომლითაც იღებ ამბულატორიულ მომსახურებას.

    დაზღვევისთანავე ჩვენს  მომსახურე კლინიკებში შეგიძლია, აირჩიო პირადი ექიმი ან პედიატრი.

    პირადი ექიმის ასარჩევად, უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე (+995 032) 2 505 111 ან შეგიძლია, თავად დაჯავშნო პირველადი ვიზიტი ონლაინ. 

    თუ უკვე გყავს პირადი ექიმი, შეგიძლია ვიზიტზე ონლაინ როგორც ვებით, ასევე აპლიკაციით - MyGpi ჩაეწერო,  ან  დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე  - (+995 032) 2 505 111; კურაციო (+995 032) 2 43 01 01).




    ამბულატორია

     

    გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება  ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლია მიიღო. აუცილებელია, დაგვიკავშირდე ქოლ ცენტრში (+995 032) 2 505 111 და შეგვატყობინო შემთხვევის შესახებ. ჩვენსა და კლინიკას შორის, შენი ჩარევის გარეშე დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

     

    გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება ბაზისური, ოპტიმალი და სტანდარტ პაკეტების ფლობის შემთხვევაში პირად ექიმთან შეთანხმებით ხდება და მხოლოდ პროვაიდერ კლინიკაში არის შესაძლებელი.

    პოლისი  მედის კლასიკისა და პრემიუმ პაკეტებით დაზღვეულებს გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში შეუძლიათ. ორივე შემთხვევაში, აუცილებელია პირადი ექიმის მიმართვა, რომელსაც სმს-ის სახით მიიღებ და წარადგენ კლინიკაში. პროვაიდერ დაწესებულებაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი, ხოლო არაპროვაიდერში თანხას ჯერ სრულად გადაიხდი და შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ. თუ პრივილეგურებულ პროვაიდერ  კლინიკას მიმართავ, ოჯახის ექიმის მიმართვა აუცილებელი არ არის, რეცეფციის თანამშრომელი თავად დაგვიკავშირდება და ამ კლინიკაში შენ გადასახდელ წილს გადაიხდი.



    სტომატოლოგია

     

    მომსახურება ითვალისწინებს:

    • გეგმიური სტომატოლოგია მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა სტომატოლოგთან კონსულტაცია, ბჟენი, ანესთეზია, წმენდა, ქვებისა და ნადების მექანიკური მოცილება, გეგმიური სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია.
    • გადაუდებელი სტომატოლოგია კი ,ძლიერი ტკივილის ფონზე, კბილის ამოღებასა ან გაყუჩებას მოიცავს და ფინანსდება ნებისმიერ სტომატოლოგიურ კლინიკაში.
    • პოლისზე ასევე ვრცელდება ფასდაკლებები პროვაიდერ კლინიკებში შემდეგ პროცედურებზე - ბრეკეტები, იმპლანტაცია, სტომატოლოგიური პროთეზები, ორთოდონტული, ორთოპედიული მომსახურება.

    გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ  (ლინკი მედის სტომატოლოგიური კლინიკები) კლინიკაშია შესაძლებელია. მომსახურების მისაღებად ჩვენთან წინასწარი შეთანხმება საჭირო არ არის:  ვიზიტს ჯავშნი და გადაიხდი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს.

    გადაუდებელი სერვისის მიღება არაპროვაიდერ კლინიკაშიც შეგიძლია, აქ თანხას იხდი სრულად და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ. გაითვალისწინე, რომ დაფინანსებისთვის საჭიროა მომსახურებამდე გადაიღო რენტგენი (დენტოგრამა).

     



    ჰოსპიტალიზაცია

     

    ღნიშნული სერვისი ითვალისწინებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის მისაღებად კლინიკაში ღამისთევა გიწევს.

     

    გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია - როგორც პროვაიდერ ისე არაპროვაიდერ კლინიკებში დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება. აუცილებელია, შემთხვევის შესახებ წინასწარ შეგვატყობინო ქოლ ცენტრის მეშვეობით. ჩვენსა და კლინიკას შორის კი, შენი ჩარევის გარეშე , დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

     

    გეგმიური ჰოსპიტალიზაცია -  !!! გაითვალისწინე, რომ მოქმედებს 12-თვიანი მოცდის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება პოლისის შეძენიდან უწყვეტი მე-13 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

    მომსახურების მიღება ჩვენთან წინასწარი შეთანხმებით ხდება:

    აუცილებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ეს არის დასტური იმისა, რომ შენი მომსახურება ფინანსდება და გადაეცემა კლინიკას, რომელშიც გეგმავ ოპერაციის გაკეთებას. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია ბმულზე. დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა). მოთხოვნაზე პასუხს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიიღებ. საგარანტიო წერილს 1 თვე აქვს ვადა - ამ ხნის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო ოპერაცია.

    პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. არაპროვაიდერ კლინიკაში კი დაზღვევის პირობების გათვალისწინებით და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე (საგარანტიო წერილის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია) თანხას სრულად იხდი და შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ.

     

    მედიკამენტები



    სამკურნალო და ქრონიკულ მედიკამენტების შესაძენად უნდა მიმართო პირად ექიმს, რომელიც გამოწერს ელექტრონულ მიმართვას და მედიკამენტს  პროვაიდერ აფთიაქში (პსპ, ავერსი, ჯიპისი, ფარმადეპო) შეიძენ. 

     

  • ჯიპიაი ექსკლუზივი

    პირადი ექიმი/პედიატრი

     

    შენ მიერ არჩეული ზოგადი პროფილის ექიმი აწარმოებს სამედიცინო ისტორიებს, მეთვალყურეობს შენს ჯანმრთელობას, გეგმავს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, აკონტროლებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. პირადი ექიმი გაძლევს რეკომენდაციებს, საჭირო ცნობებსა და მიმართვებს, რომლითაც იღებ ამბულატორიულ მომსახურებას.

    დაზღვევისთანავე ჩვენს  მომსახურე კლინიკებში შეგიძლია, აირჩიო პირადი ექიმი ან პედიატრი.

    პირადი ექიმის ასარჩევად, უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111 ან შეგიძლია, თავად დაჯავშნო პირველადი ვიზიტი ონლაინ. 

    თუ უკვე გყავს პირადი ექიმი, შეგიძლია ვიზიტზე ონლაინ როგორც ვებით, ასევე აპლიკაციით - MyGpi ჩაეწერო,  ან  დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე  - 0322505111 (კურაციო - 0322430101).



     

     ამბულატორია

     

    ამბულატორიული მომსახურება გულისხმობს როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ ამბულატორიულ შემთხვევებს.

     

    იმის მიხედვით, თუ რას აფინანსებს შენი პაკეტი, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მიღება ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლია.

    პროვაიდერ კლინიკაში ამისათვის შეთანხმება ან მიმართვა საჭირო არაა, მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი. 

    არაპროვაიდერ კლინიკაში თანხას სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.

     

    თუ პოლისი გეგმიური ამბულატორიულ მომსახურების სხვადასხვა სქემას ითვალისწინებს, მომსახურების მიღება შემდეგი პირობების გათვალისწინებით შეგიძლია:

    ა) მომსახურე და პროვაიდერ კლინიკებში -  გჭირდება პირადი ექიმის მიმართვა*, იხდი მხოლოდ შენს წილს.

    ბ) პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებშიარ გჭირდება ექიმის მიმართვა*, საკმარისია პირადობა ან სადაზღვევო ბარათი და იხდი მხოლოდ შენს წილს. 

    გ) არაპროვაიდერ კლინიკაში - იხდი მომსახურების ღირებულებას სრულად. შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ. ასანაზღაურებლად დაგჭირდება ფორმა 100/ექიმის დანიშნულება, გადახდის ორდერი და ქვითარი. 

     

    მიმართვის მოთხოვნა შეგიძლია წინასწარ ონლაინ. მას სმს-ის სახით მიიღებ და წარადგენ კლინიკაში. პრივილეგირებულ კლინიკებში მიმართვის მოთხოვნა ადგილზევე შეგიძლია.

     

     

    მედიკამენტები

     

    ჯიპიაი ექსკლუზივი შესაძლებლობას გაძლევს, ვიწრო პროფილის სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები პირადი ექიმის მიმართვის გარეშე შეიძინო პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში (პსპ, ავერსი, ჯიპისი, ფარმადეპო, სახალხო აფთიაქი) , თანხას ადგილზე სრულად გადაიხდი, შედმეგ კი აინაზღაურებ ონლაინ.

    თუ მედიკამენტები პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებში გაქვს დანიშნული, შეგიძლია, მიმართვა ონლაინ მოითხოვო და დანიშნული მედიკამენტი აფთიაქში  თანადაფინანსებით შეიძინო.

    შეგიძლია აინაზღაურო ნებისმიერი ექიმის დანიშნულებით შეძენილი მედიკამენტები პირადი ექიმის მიმართვის გარეშეც. ამ შემთხვევაში აფთიაქში თანხას სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ. 

     


    სტომატოლოგია

     

    • გეგმიური სტომატოლოგია მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა სტომატოლოგთან კონსულტაცია, ბჟენი, ანესთეზია, წმენდა, ქვებისა და ნადების მექანიკური მოცილება, გეგმიური სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია.
    • გადაუდებელი სტომატოლოგია კი ,ძლიერი ტკივილის ფონზე, კბილის ამოღებასა ან გაყუჩებას მოიცავს და ფინანსდება ნებისმიერ სტომატოლოგიურ კლინიკაში.
    • პოლისზე ასევე ვრცელდება ფასდაკლებები პროვაიდერ კლინიკებში შემდეგ პროცედურებზე - ბრეკეტები, იმპლანტაცია, სტომატოლოგიური პროთეზები, ორთოდონტული, ორთოპედიული მომსახურება.

    გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ  (ლინკი ექსკლუზივის სტომატოლოგიური კლინიკები) კლინიკაშია შესაძლებელია.  მომსახურების მისაღებად ჩვენთან წინასწარი შეთანხმება საჭირო არ არის: ვიზიტს ჯავშნი და გადაიხდი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს.

    გადაუდებელი სერვისის მიღება არაპროვაიდერ კლინიკაშიც შეგიძლია, აქ თანხას იხდი სრულად და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ. გაითვალისწინე, რომ დაფინანსებისთვის საჭიროა მომსახურებამდე გადაიღო რენტგენი (დენტოგრამა).


     

    ჰოსპიტალიზაცია

     

    აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის მისაღებად კლინიკაში ღამისთევა გიწევს.

    გაითვალისწინე, შენი პაკეტი შეიძლება გულისხმობდეს მოცდის პერიოდს გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების მისაღებად.

     

    როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკაში გეგმიურ ჰოსტპიტალიზაციაზე დაფინანსების მისაღებად საჭიროა საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ეს არის დასტური იმისა, რომ შენი ოპერაცია ფინანსდება და გადაეცემა პროვაიდერ კლინიკას, რომელშიც გეგმავ ოპერაციის გაკეთებას. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია. დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა).

     

    თუ ოპერაციას პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში ჩაიტარებ, საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით კლინიკაში და შენ ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

    არაპროვაიდერ კლინიკაში კი თანხას სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.

     

    გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია კლინიკებში დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება. საგარანტიო წერილის მოთხოვნა შენი მხრიდან საჭირო აღარ არის, გადაუდებელი შემთხვევების დროს ფორმალურ პროცედურებს კლინიკა უზრუნველყოფს.

    გადაუდედებლი ჰოსპიტალიზაცია არაპროვაიდერ კლინიკებშიც ფინანსდება. გაითვალისწინე, რომ შესაძლოა, დაგჭირდეს თანხის ადგილზე სრულად გადახდა და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.

     


    ორსულობა-მშობიარობა

     

    ჯიპიაი ექსკლუზივით ორსულობის გამოკვლევების ჩატარება მხოლოდ მომსახურე კლინიკაში, ხოლო მშობიარობასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობა ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი.

    გაითვალისწინე, რომ მომსახურებაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი და აღნიშნული სერვისი დაზღვევის შეძენის შემდეგ უწყვეტი 25-ე თვიდან გიფინანსდება.

    მშობიარობის დაფინანსებისთვის წინასწარი დოკუმენტების წარმოდგენა და საგარანტიო წერილის მოთხოვნა საჭირო არაა, სამშობიარო კლინიკა, მათ შორის არაპროვაიდერიც, თავად უკეთებს ორგანიზებას დაფინანსებასთან დაკავშირებულ ფორმალურ პროცედურებს.

    კლინიკაში მიღებული მომსახურების შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების საფუძველზე თანხას თანადაფინანსებით იხდი, არაპროვაიდერში კი სრულად იხდი ღირებულებას და შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ.

ხშირად აინტერესებთ

აირჩიე კატეგორია
დატოვეთ შეტყობინება
კლინიკა *
მიუთითეთ სახელი
ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ სახელი
რა პროდუქტი გაინტერესებთ
მიუთითეთ სახელი
შეტყობინება *
ჩაწერეთ ტექსტი
captcha