პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
Be the first to hear news
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
Get offers first
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

”ჯიპიაი ჰოლდინგის” ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სასურველ პროდუქტად დასახელდა

”ჯიპიაი ჰოლდინგის” ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სასურველ პროდუქტად დასახელდა

 

  • სადაზღვევო ბაზრის კვლევა

 

 ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველია  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი. თბილისის მაცხოვრებელთა განწყობა კვლევითმა ორგანიზაცია, „ეისითიმ“ შეისწვალა. კითხვაზე , ახლა რომ იღებდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის გადაწყვეტილებას, რომელ კომპანიას მიმართავდით პირველ რიგში? - გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ასახელებს. კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევა სასურველია როგორც კერძო დაზღვევის მომხმარებლებისთვის, ისე არამომხმარებლებისთვის.

კითხვაზე  - რომელ კომპანიას აქვს საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა? - გამოკითხულთა უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც „ჯიპიაის“ ემხრობა.

 სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ბესიკ ფესტვენიძე: „კომპანიის ლიდერობას ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, მრავალფეროვანი პროდუქტები განაპირობებს. ჩვენ პირველები ვიყავით საცალო ბაზარზეც და შემოვიტანეთ ინდივიდუალური დაზღვევა. საცალო მიმართულებით ბაზრის 65% გვიჭირავს, თუმცა პირველები ვართ ასევე კორპორაციულ დაზღვევაშიც. მომხმარებელს ისეთი უნიკალურ სერვისებს  ვთავაზობთ, როგორიც მაგალითად დისტანციური დადასტურების სქემაა.  „ჯიპიაის“ დაზღვეულებს  100-ზე მეტ კლინიკაში შეუძლიათ სერვისების მიღება მარტივად - პირადობით ან სადაზღვევო ბარათით. ყველა საკითხის მოგვარება ადგილზე, რეგისტრატურაშია შესაძლებელი - მომხმარებელი იხდის მხოლოდ თავის წილს, მიმართვის გენერირება კი ონლაინ - აპლიკაციითააცაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი გამარტივებული სერვისები განაპირობებს  ბაზარზე ჩვენს ლიდერობას. თუმცა მოქნილ მომსახურებასთან ერთად ჩვენს მომხმარებელს ხარისხიან, მორგებულ პროდუქტებსაც ვთავაზობთ. შედეგი სახეზეა - ამ მიმართულებით წლებია პირველები ვართ. ეისითის“ კვლევებიც ადასტურებს, რომ „ჯიპიაის“ ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სასურველია, ჩვენი პროდუქტები კი  საუკეთესო“.

განსაკუთრებით მაღალია „ჯიპიაის“ პროდუქტის - ონკოქეარის ცნობადობა. სპონტანური ცნობადობა 42% -ს შეადგენს. ონკო ქეარი  უნიკალური პროდუქტია. ის ითვალისწინებს კომპესაციის გაცემას ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკის შემთხვევაში. დაზღვეულებს ასევე „საერთაშორისო კონსილიუმი“-ით სარგებლობის საშუალებაც აქვთ - ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც პაციენტს შეუძლია სამედიცინო ისტორია და დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადააგზავნოს და ე.წ მეორე აზრი მოისმინოს.

ორგანიზაცია „ეისითიმ“ მომხმარებლეთა განწყობა არამხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით შეისწავლა. გამოკითხულთა უმრავლესობა „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ავტოდაზღვევის მიმართულებითაც  ლიდერად მიიჩნევს. კითხვაზე, რომელ კომპანიას აქვს საუკეთესო ავტოდაზღვევა? - პასუხი ამ შემთხვევაშიც „ჯიპიაია“.

არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულების დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯგალაძე: კვლევა ადასტურებს, რომ მომხმარებელი ირჩევს სწორედ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევას. ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ბევრს ვმუშაობთ, იმისთვის რომ ყველა პროდუქტი მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს მოვარგოთ. სწორედ მოქალაქეთა დაკვეთის შესაბამისად შევქმნით მაგალითად ავტოფიქსი. ავტოდაზღვევა დაბალი ფასითა და ფიქსირებული ლიმიტებით. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ჩვენი დაზღვევის ყველა პროდუქტი მომხმარებელისთვის ხელმისწავდომი და კომფორტულია.“

კვლევა  კომპანია „ეისითიმ“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაკვეთით, 2023 წლის ივნისში  ჩაატარა. კვლევითმა ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თბილისის მასშტაბით 918 პირი გამოკითხა. რაოდენობითი კვლევა სატელეფონო ინტერვიუს გზით შედგა. ინტერვიუს ხანგრძლივობა 10-12 წუთს შეადგენდა. ცდომილების ზღვარი +-3,2%-ს შეადგენს, 95%იანი საიმედოობის პირობებში.

 

 „ჯიპიაი ჰოლდინგიქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა.  “ჯიპიაი ჰოლდინგი2006 წლიდან,  „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფიერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ისლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანია ფლობს და მართავს

Other news

More