პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
Be the first to hear news
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
Get offers first
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

ჯიპიაი ჰოლდინგი პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერებს ახალ კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს

პირველები ვეძებთ საუკეთესოებს !

ჯიპიაი ჰოლდინგი პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერებს ახალ კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს

  • დისტანციური ან ნაწილობრივ დისტანციური, მოქნილი სამუშაო გარემო 

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა გაყიდვებში პროფესიონალთათვის

  • ჯიპიაი-ს გაყიდვების გუნდი ფართოვდება 

24 მარტი, საქართველო, თბილისი: „ჯიპიაი ჰოლდინგის“  საცალო გაყიდვების დეპარტამენტი ფართოვდება  და განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია  გუნდში პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერებს ელის, რომელთათვისაც დანერგილია სწავლებისა და განვითარების განახლებული პროგრამა და ბენეფიტების ახალი პაკეტი. კომპანიის კარი ღიაა გამოცდილი კანდიდატებისთვის, რომლებიც მეტ შესაძლებლობებს ეძებენ. გაყიდვების მენეჯერების შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება .  

კომპანია დასაქმების მსურველებს მოქნილ და მათზე მორგებულ, დისტანციურ და ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო  გარემოს სთავაზობს, რომელიც სრულად არის თანამშრომლის კომფორტზე ორიენტირებული. ჯიპიაიში გაყიდვების პროცესი სრულად არის გაციფრულებული და გაყიდვების მენეჯერები სმარტ ტექნოლოგიების დახმარებით ონლაინ ქმნიან გარიგებებს და აფორმებენ ხელშეკრულებებს.  - ინდივიდუალური დაზღვევის მენეჯერის სამუშაო მუდმივად მოიცავს დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს,  კონტაქტებს ახალ ადამიანებთან  და სწრაფ პროფესიულ ზრდას. 

ნინო ხაჭაპურიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ HR დირექტორი - “როგორც იცით, ჯიპიაის

საქართველოში ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების ქსელი აქვს. 16 წელია ამ მიმართულების განვითარებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე  ჯიპიაის გაყიდვების დეპარტამენტი განსაკუთრებულ  სიმაღლეზე დგას. ბოლო ორ წელში გაყიდვების პროცესი კიდევ უფრო დავხვეწეთ და მუშაობის  ე.წ. ჰიბრიდული მოდელი შევიმუშავეთ. გამართული ციფრული და მენეჯმენტ სისტემების საშუალებით ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ. ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ყველასგან განსხვავებული მიდგომებით მუშაობენ და იზრდებიან პროფესიულად. 

ამ ეტაპზე ვეძებთ ადამიანებს, ვისაც უკვე აქვს გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება როგორც სადაზღვევო, ისე სხვა სფეროებშიც და ახლა უნდათ პროფესიულად გაიზარდონ და მეტი შეძლონ. მათ ვპირდებით საუკეთესო გარემოს მეგობრულ გუნდში და ბევრ სხვა შესაძლებლობას, რომლითაც ჯიპიაის თანამშრომლები სარგებლობენ. “

ვახო კორძაია, გაყიდვების დირექტორის მოადგილე - „ბოლო ორ წელში გაყიდვების

მიმართულებით სრულიად ახალი მიდგომები დავნერგეთ. ეს ეხება როგორც უშუალოდ გაყიდვების მენეჯერების სამუშაო სპეციფიკას ოფისში, ასევე კლიენტთან ურთიერთობის

პროცესს,რომელიც სრულად გაციფრულდა და მორგებულია როგორც ჩვენი თანამშრომლების ისე მათი კლიენტების კომფორტზე და საჭიროებებზე. 

სწორედ ამ სისტემაში ჩასართავად, ვეძებთ გაყიდვებში გამოცდილ ადამიანებს, რომელთაც უნდათ N1 სადაზღვევო კომპანიაში იმუშაონ, კომპანიაში რომელსაც შეუძლია მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის აღმოჩენაში და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ჯიპიაიში არსებული კარიერული განვითარების სქემა, გაყიდვების მხარდამჭერი თუ სამოტივაციო სისტემები და სხვა პროგრამები სრულად უწყობს ხელს პროფესიონალებს, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და სტაბილური და მაღალშემოსავლიანი სამსახური ჰქონდეთ.  „

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კანდიდატების შერჩევის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება. დასაქმების მსურველთა პირველ ნაკადს ჯიპიაი აპრილის ბოლომდე მიიღებს. მეორე ეტაპი კი სექტემბერში გაგრძელდება. 

პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჯიპიაის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე - დასაქმების მსურველებმა თქვენი მონაცემები უნდა დატოვოთ ვებ გვერდზე GPIH.GE ან გაგზავნოთ CV მეილზე salejobs@gpih.ge. 

Other news

More