პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
Be the first to hear news
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
Get offers first
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

 “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ავსტრიული ბიოტექნიკური კომპანია APEIRON Biologics AG- ის უმსხვილესი ინვესტორია

 ჯგუფი წევრი კომპანიები ევროპის მასშტაბით სხვადასხვა სახის დახმარებას ახორციელებენ პანდემიასთან ბრძოლაში

“ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრმა ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ “ჯიპიაი ჰოლდინგმა” COVID-19- ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისთვის ფონდი შექმნა, სადაც 30,000 ევრო უკვე გადარიცხა.

 

APEIRON Biologics AG კაპიტალი ინვესტიციებისა და კერძო შემოწირულობების დახმარებით 11.9 მილიონით გაიზარდა. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” - 7 მილიონი ევროთი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორია. “ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” ამ ინვესტიციით APEIRON Biologics- ში 3%-ანი წილი შეიძინა. APEIRON-ი COVID-19- ის მქონე პაციენტების სამკურნალო პრეპარატის APN01 -ის შესასწავლად ატარებს. თუ კვლევის შედეგები დადებითი იქნება, კომპანია მედიკამენტის დამზადებაზე თანხმობას დაჩქარებულ ვადებში მიიღებს და ევროპის მასშტაბით სამომხმარებლო ბაზრებსაც მიაწოდებს.

“ჩვენთვის ეს სოციალური ინვესტიციაა. ზოგადად, სადაზღვევო კომპანიები ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის, კაპიტალის და პოზიტიური სტიმულის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან. სადაზღვევო ბიზნესის მთავარი მიზანია, გაუფრთხილდეს და შემდეგ თაობებს გადასცეს ღირებულებები, რომლებიც ქმნის დაცულობის შეგრძნებას. თუმცა, მდგრად განვითარებაზე ზრუნვა და მასში ინვესტიციის ჩადება ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური დაცვის გარანტიების შექმნა. ინვესტიციის განხორციელებისას, ვითვალისწინებთ სოციალურ და გარემოსდაცვით ტენდენციებს, რათა მონაწილეობა მივიღოთ ღირებული მომავლის შექმნაში. ამ მომენტში, ეს ნიშნავს , რომ მხარი დავუჭიროთ მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომ რაც შეიძლება მალე განავითაროს ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ. - აცხადებს ელიზაბეტ შტადლერი, “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” გენერალური დირექტორი

 

“ვენის სადაზღვევო ჯგუფში” შემავალმა კომპანიებმაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს covid-19-თან ბრძოლაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის კუთხით:

 

  • VIG-ის წევრმა კომპანიამ რუმინეთში OMNIASIASIG 50,000 ევროს სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა დააფინანსა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდებოდა სახელმწიფო საავადმყოფოებს კორონავირუსის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
  • ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ "ჯიპიაი ჰოლდინგმა” შექმნა ფონდი, რომლითაც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა COVID-19-თან მებრძოლ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. 29 000 ევრო უკვე გადაირიცხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ანგარიშზე. ჯიპიაის 900-მა თანამშრომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა ფონდში თავიანთი კონტრიბუცია გაეკეთებინათ და ამ გზით მადლიერება გამოეხატათ სამედიცინო პერსონალის მიმართ.
  •  სადაზღვევო კომპანიამ ჩეხეთში The Kooperativa- მ 37 000 ევრო საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა, რომელმაც რისკ ჯგუფებისათვის დამცავი ტანისამოსი, სადეზინფექციო საშუალებები და წამლები შეიძინა. მათ ეს ნივთები მოხუცთა სახლებს, ჰოსპისებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს გადასცეს, სადაც მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების პირები და სხვა რისკ ჯგუფის მქონე პირები მკურნალობდნენ.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 30 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 25 000-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, ჯგუფი 22 მილიონ მომხმარებელს ემსახურება .

Other news

More