პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
მიიღე შეთავაზებები პირველმა
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

ინოვაცია, სტაბილურობა და ჯანმრთელი მიდგომა - ბოდისფეის ჯორჯიას გზა „ჯიპიაი ჰოლდინგთან" ერთად

ბიზნესის დაწყება ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ,
როცა ინვესტიცია მაღალტექნოლოგიურ, ძვირადღირებულ მოწყობილობებში გიდევს.
ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი შეფერხება შეიძლება სერიოზულ ფინანსურ ზარალში
გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ, ფიტნეს კლუბმა ბოდისფეის ჯორჯიამ თავიდანვე
გადაწყვიტა, რომ ბიზნესის დაცვის საკითხი პრიორიტეტი უნდა გამხდარიყო.
„ყველაზე დიდი სიმშვიდე მოაქვს ბიზნესის შეფერხების დაზღვევას,“ — გვიყვება ეკა
გაზდელიანი, ბოდისფეის ჯორჯიას წარმომადგენელი.
„ვიცით, რომ თუ რაიმე მიზეზით ჩვენი საქმიანობა დროებით შეჩერდება,
თანამშრომელთა ხელფასებს, ბიზნეს სესხებსა და კომუნალურ ხარჯებს დაზღვევა
დაფარავს. ეს გვაძლევს საშუალებას, ენერგია სრულად განვითარებაზე გადავიტანოთ.“
მომავლის ფიტნესი უკვე საქართველოშია - ამ ამბიციური განაცხადით ბოდისფეის
ჯორჯია უკვე ერთი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამიერკავკასიაში
ერთადერთი ოფიციალური დარბაზია, რომელიც სხეულის გაჯანსაღებაზე სპეციალური
აპარატურით ზრუნავს.
ის ტრადიციული ფიტნეს დარბაზებისგან გამოირჩევა სრულიად ახალი ხედვით. ბრენდი
მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ აპარატურას, რომელშიც შერწყმულია
ინფრაწითელი ნათურები და ვაკუუმ ტექნოლოგია — კომბინაცია, რომელიც კოლაგენის
გამომუშავებას უწყობს ხელს და ცხიმის წვისა და ორგანიზმის გაჯანსაღების პროცესს
ოთხჯერ აჩქარებს.
ყველა აპარატი წარმოებულია ევროკავშირში და სერტიფიცირებულია ევროკავშირის
სტანდარტების შესაბამისად. დღეს ბოდისფეის ჯორჯია ამიერკავკასიაში ბრენდის
ოფიციალური წარმომადგენელია,რაც კომპანიის სანდოობასა და ხარისხზე მეტყველებს.
რატომ არის ბიზნესის დაზღვევა გადამწყვეტი

ეკა გაზდელიანი ამბობს, რომ კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა იყო ძვირადღირებული
აპარატურის მოვლა:
„ჩვენი მოწყობილობები ძალიან მაღალი ხარისხისაა და მათზე მოქმედებს ნებისმიერი
მცირე დაზიანება - მაგალითად, ერთი ნათურის გადაწვაც კი აჩერებს მთელ პროცესს.
ამიტომ, ოპერირების დაწყებისთანავე გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში ამ ტექნიკის
დაზღვევა უნდა გაგვეკეთებინა.“
GPI ჰოლდინგთან თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ დააზღვია ქონება,
აპარატურა და ბიზნესის შეფერხება

საერთო ჯამში 550 000 ლარის რისკი თვეში მხოლოდ 200 ლარად.
როდესაც ბიზნესს სტაბილურობა აძლევს ენერგიას

„ჩვენი მიზანია, ადამიანებს დავეხმაროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესის
ჩამოყალიბებაში,“ — ამბობს ეკა. ჯანსაღი ცხოვრება იწყება საკუთარი თავის მოვლიდან
— ეს არის ყველაზე გონივრული ინვესტიცია, რომელიც მომავალში ყოველთვის
მაქსიმალურ სარგებელს გვიბრუნებს. იმის ცოდნა, რომ ჩვენი ბიზნესი დაცულია,
გვაძლევს მეტ თავისუფლებას, ვიყოთ კრეატიულები და მუდმივად განვვითარდეთ.“
დაზღვევა ჩვენთვის არ არის უბრალოდ ფინანსური უსაფრთხოება — ეს არის
შესაძლებლობა, მშვიდად გავაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს.“