თბილისის ისტორიულ უბანში, ქალაქის გულში, უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ბუტიკის ტიპის სასტუმრო Heritage Hotels & Suites - ადგილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ქალაქის ისტორიულ წარსულში ამოგზაურებს და ამავდროულად თანამედროვე კომფორტით ტკბობის საშუალებას აძლევს.
„ჰერითიჯი“ მხოლოდ სასტუმრო არ არის - ეს არის მემკვიდრეობის ნაწილი. შენობა, რომელშიც სასტუმრო ფუნქციონირებს ნამდვილად შთამბეჭავია და ერთი შეხედვითაც გადმოსცემს ძველი თბილისის არქიტექტურის განსაკუთრებულ ხიბლს. სასტუმროში გხვდება 128 წლის უნიკალური ხის კიბე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსითაა დაცული. ასევე ერთ-ერთ ნომერში არის ხელით მოხატული ჭერი, რომელიც თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ შეიქმნა და შენარჩუნებული აქვს პირველსახე.
სასტუმროს ასევე აქვს ულამაზესი, მყუდრო შიდა ეზო-კაფე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძ₾ია განიტვირთო და გემრიელი კერძები დააგემოვნოს.
„აქ ტრადიციული ქართული არქიტექტურა ერწყმის თანამედროვე კომფორტს. სწორედ ეს ხიბლავს სტუმრებს ყველაზე მეტად.“ - გვიყვებიან სასტუმროს დამფუძნებლები.
Heritage Hotels & Suites მხოლოდ ლამაზი სივრცე არ არის - ეს არის კარგად დალაგებული სისტემა, სადაც უსაფრთხოება და სტაბილურობა ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც დიზაინი და მომსახურება.
„ფლობდე სასტუმროს და არ გქონდეს დაზღვევა - ეს ნიშნავს, რომ შენს ბიზნესს ყველაზე მთავარს: სიმშვიდეს და დაცულობას აკლებ.“ - თამარ მოსიძე, გაყიდვების დირექტორი
სასტუმროს ქონება, რომლის ღირებულება 4,200,000 ლარს აჭარბებს, დაზღვეულია GPI Holding-ში .
თვეში მხოლოდ 945 ლარად დაცულია ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია :
თამარ მოსიძე : რადგან ჩვენი სასტუმრო ისტორიულ შენობაშია , რისკებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. საასტუმროს შიდა ფასადში ხის მასალები ხშირად არის გამოყენებული, ეს ხანძრის რისკს გვიქმნის. ასევე რადგან შენობა თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს , წყალგაყვანილობის სისტემებიც საკმაოდ მოძველებულია, ზოგადად სასტუმროებს ეს პრობლემა ხშირად აქვთ და კარგია როცა ფინანსური რისკი ამ დროს დაზღვეულია. დაზღვეული გვაქვს ავეჯიც, რესტორანში არსებული ძვირადღირებული ტექნიკაც და სხვა დანადგარები რაც ოპერირებისას გვჭირდება.
გარდა ამისა ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება უმნიშვნელოვნესია, სასტუმრო სულ დატვირთულია, ხალხითაა სავსე და დაზღვეული გვაქვს პასუხისმგებლობაც, თუ ჩვენს ტერიტორიაზე რომელიმე სტუმარი დაზიანდა ან ნივთი დაუზიანდა დაზღვევა დაფარავს ხარჯებს.
ბიზნესისთვის ეს არის ინვესტიცია სტაბილურ განვითარებაში და არა უბრალოდ ხარჯი.
სასტუმრო ცოცხალი ორგანიზმია — აქ ყოველდღე ახალი ადამიანები შემოდიან, თავიანთი ისტორიებით, საჭიროებებითა და მოლოდინებით. შენ, როგორც მეპატრონე ან მენეჯერი, არ შეგიძლია ყველაფრის კონტროლი — მაგრამ შეგიძლია უზრუნველყო უსაფრთხო ფონი, როცა პრობლემა წარმოიქმნება.
დაზღვევა არის მშვიდად ოპერირების შესაძლებლობა — ფინანსურად, ემოციურად და სტრატეგიულად.
Heritage Hotels & Suites-მ წლების განმავლობაში დაიმსახურა თავისი სტუმრების ნდობა და სიყვარული. თუმცა იმისათვის, რომ ეს ნდობა გაგრძელდეს , შიდა დაცვის მექანიზმები — მათ შორის დაზღვევაც — გამართულად უნდა მუშაობდეს.
წინსვლას სჭირდება სიმშვიდე.
იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ!