პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
მიიღე შეთავაზებები პირველმა
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

მეტი ვიდრე კლუბი - ბარსელონას პირველი ოფიციალური მაღაზია ესპანეთის ფარგლებს გარეთ – თბილისში!

 

ბარსელონა არ არის მხოლოდ კლუბი, ის არის კულტურა, სიცოცხლე და ხედვა -ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფი. 

მეტი ვიდრე კლუბი  („Més que un club“) ბარსელონა არაერთ გულშემატკივრისთვის არის  არა მხოლოდ საფეხბურთო გრანდი, არამედ  ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურაა. კლუბის ისტორია გაჟღენთილია თავისებური სტილით, ლამაზი ფეხბურთით, თავისუფლებითა და რწმენით , რომ სპორტი  გამარჯვებაზე მეტს ნიშნავს. სწორედ ამიტომაც გახდა ბარსა მილიონობით ადამიანისთვის ცხოვრების ნაწილი.

ბარსელონა ყოველთვის იყო ტალანტების აკვანი — იოჰან კრუიფი, რონალდინიო, ჩავი, ინიესტა, ლეო მესი — ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია იმ ჩამონათვალიდან, ვინც თამაშის სტილს სამუდამოდ ცვლიდა. კლუბის ფილოსოფია კი იმაში მდგომარეობს, რომ თამაში უნდა იყოს ლამაზი, შთამბეჭდავი და შინაარსიანი — ბარსელონასთვის მხოლოდ მოგება არასდროს არის საკმარისი.

2025 წლის მარტიდან ამ  დიდებული ისტორიის ნაწილი საქართველოც გახდა.  სწორედ თბილისში, კოსტავას 23 ნომერში  გაიხსნა ბარსელონას პირველი ოფიციალური მაღაზია ესპანეთის ფარგლებს გარეთ და ამით ჩვენმა დედაქალაქმა ამაყად დაიკავა ადგილი მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე.

ათასობით ქართველ გულშემატკივარს ოცნება, ასევე ამ გუნდის  დიდი ხნის ქომაგმა და ახლა უკვე თბილისში  ბარსელონას ოფიციალური მაღაზიის დამფუძნებელმა , დავით ზაქარიაძემ და მისმა გუნდმა აასრულა.  

„ბარსელონას გულშემატკივარი ვარ 1994 წლიდან. შეყვარებული ვიყავი მათ ფეხბურთელებზე, თამაშებზე. მიუხედავად იმისა, რომ  ბიზნეს საქმიანობა დიდი ხნის წინ დავიწყე და საერთოდ განსხვავებულ საკითხებზე ვიყავით ორიენტირებული, ყოველთვის მქონდა ოცნებად ამ კლუბთან ვყოფილიყავი კავშირში და როგორმე ჩემი საქმიანობაც დამეკავშირებინა ამ კლუბთან. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა შესაძლებლობა რომ გაგვეკეთებინა ბარსელონას ოფიციალური მაღაზია საქართველოში. მოლაპარაკებები 3 წლის წინ დავიწყეთ. 3 წელი ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ბარსელონას სათაო ოფისი, რომ თბილისი მათ მოლოდინებს გაამართლებდა. პროცესი საკმაოდ რთული იყო. როგორც იცით , ბარსლონა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი მსოფლიოში, მილიარდზე მეტი გამომწერი ჰყავთ.   ესპანეთის გარეთ ოფიციალური მაღაზია არცერთ სხვა ქალაქში არ  აქვთ და დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის,  დაგვერწმუნებინა ასეთი ბრენდი  რომ საქართველო იქნებოდა ძალიან კარგი ბაზარი ქვეყნის ფარგლებს გასასვლელად. გამოგვივიდა და დღეს თბილისში არის ეს ბარსელონას  პირველი ოფიციალური მაღაზია ესპანეთის გარგლებს გარეთ . ეს ყველაფერი ძალიან დიდი მონდომების და ბევრი შრომის შემდეგ გაკეთდა. „

 ქართველ და უცხოელ  გულშემატკივრებს  შეუძლიათ შეიძინონ საყვარელი ფეხბურთელების ოფიციალური მაისურები, აქსესუარები და კლუბის ექსკლუზიური ბრენდირებული პროდუქტები — ყველაფერი ხელმისაწვდომია ახალ სივრცეში, რომელიც უკვე გახდა ბარსელონას გულშემატკივრების საყვარელი ადგილი თბილისში.

დავით ზაქარიაძე : ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ქართველები , ასევე ჩვენს ქვეყანაში ტურისტული მიზნებით ჩამოსული ადამიანები. სხვადასხვა ასაკის და სქესის, როგორც სპორტის მოყვარულები, ასევე ადამიანები რომელთაც უნდათ უბრალოდ street wear ტანისამოსი , ან აქსესუარები შეიძინონ. 

თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა გუნდის ოციფიალურ მაისურებზეა. ყველაზე გაყიდვადი კი რა  თქმა უნდა ლამინ იამალის ფორმაა.

 მაღაზიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დაახლოებით 10-ჯერ აღემატება გაყიდვები დაგეგმილს. მთელი წლის გეგმა, რაც სათაო ოფისმა მოგვცა  პირველივე თვეს შევასრულეთ. ამხელა დაინტერესებას არ ელოდნენ და სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავტოვეთ. უამრავი გეგმა და სიახლე გვაქვს და ფეხბურთის გულშემატკივრებს ბევრ საინტერესო პროექტს შევტავაზებთ

 

მაღაზია გამოირჩევა როგორც ლოკაციით, ისე საინტერესო ინტერიერით. აერთიანებს კატალონიურ ესთეტიკას და ძველი თბილისის არქიტექტურულ ხიბლს. ფასადი და შიდა დიზაინი სპეციალურად დამუშავდა იმისთვის, რომ მაღაზია ორგანულად შერწყმოდა ქალაქის იდენტობას და ეს ხაზგასმულად ეტყობა თითოეულ დეტალს. ინტერიერზე , დიზაინზე, პროდუქტის  განლაგებაზე და ყველა სხვა დეტალზე ქართულმა წარმომადგენლობამ, სათაო ოფისთან ერთად იმუშავა. დღემდე ყველა მარკეტინგულ აქტივობასა და პროექტს მათთან შეთანხმებით წყვეტენ. 

„მაღაზია თბბილისის ცცენტრალურ უბანში, საკმაოდ ძველ შენობაში მდებარეობს, აქედან გამომდინარე უამრავი რისკი გვაქვს. როგორც ბიზნესს, გვინდა მშვიდად ვიყოთ, ამიტომ მაღაზიის ქონება და პასუხისმგებლობა „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დავაზღვიეთ. შენობა ძალიან ძველია ამიტომ ხანძრის და გაყვანილობების დაზიანების დიდი რისკი გვაქვს. 

ასევე ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, პირველ ხაზში ვართ, ყოველთვის არის ვანდალიზმის და ვიტრინების ჩამსხვრევის საფრთხე. ამიტომ, ჩენი სიმშვიდისთვის ობიექტი დავაზღვიეთ. „

და მაინც, რა არის თქვენთვის ბარსელონა? 

ბარსელონა ჩემთვის არის მეტი ვიდრე კლუბი ეს არის ცხოვრების აზრი ბევრი ჩვენთაგანისთვის, ეს არის ის სიყვარული რაც გვინდა რომ გადმოვცეთ. როგორც იცით,  ბარსელონასთვის მხოლოდ მოგება არ არის საკმარისი, ყოველტვის უნდა მოიგოს ლამაად კაეგი თამაშით. უნდა მოიგოს ისე, რომ იყოს კარგი საყურებელი და ალბათ ეს ჩენთვის საერთოა, ერთ ხაზზე ვდგავართ ამაში ბარსელონასთან. 


 

სივრცე არ არის მხოლოდ სავაჭრო წერტილი – ის არის ადგილი, სადაც გულშემატკივარს შეუძლია შეიგრძნოს კლუბის სული. მაღაზიაში წარმოდგენილია ბარსელონას ოფიციალური ფორმები, აქსესუარები, მერჩენდაიზი და სხვა ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხი და სტილი სრულად შეესაბამება კლუბის მაღალი სტანდარტებს. თითოეული პროდუქტი შეთანხმებულია ბარსელონას მარკეტინგულ გუნდთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მაღაზიის ავთენტურობას.

როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია — თბილისმა გახსნა კარი ახალ ეტაპზე, სადაც ბრენდული კულტურა, ფეხბურთის სიყვარული და მაღალი ხარისხის მომხმარებლის გამოცდილება ერთ სივრცეში იყრის თავს.