პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

მომსახურება პირადობით

ამბულატორიული მომსახურების მისაღებად პირდაპირ შეგიძლია, მიმართო ქვეყნის წამყვან კლინიკებს - ჩვენს პრივილეგირებულ პროვაიდერებს და მიიღო დაფინანსებაზე დასტური ადგილზევე. იხდი მხოლოდ შენს წილს და აღარ გიწევს ჩვენთვის ასანაზღუარებლად დოკუმენტების და ქვითრების წარმოდგენა. ნებისმიერ ექიმთან ვიზიტისთვის: სამედიცინო დოკუმენტაცია არ დაგჭირდება, უბრალოდ, მოითხოვ შესაბამის მომსახურებას რეცეფციაში. კვლევებისა და ანალიზებისთვის: რეცეფციაში წარადგენ ნებისმიერი ექიმის დანიშნულებას და ადგილზევე გაგიაქტიურებენ შესაბამის მომსახურებას. გაითვალისწინე, რომ ქვემოთ მოცემულ კლინიკებში აღნიშნული მომსახურების სქემით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის და ჯიპიაი ექსკლუზივის პოლისის მფლობელებისთვის. პოლისი მედით დაზღვეულები აღნიშნული სქემით სარგებლობენ მხოლოდ ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში (მის. მარიჯანის ქ. 2ბ ) და ინგოროყვას კლინიკაში (მის. წინანდლის ქ. 9).

გაიგე, როგორ მიიღო სამედიცინო მომსახურება

მხოლოდ პირადობით

როგორ მივხვდე, რომ კლინიკა ჯიპიაის პრივილეგირებული პროვაიდერია?

წინასწარ მოძებნე სასურველი კლინიკა ჩვენს ვებგვერდზე კლინიკის დასახელების, თბილისში უბნების, ხოლო საქართველოში - ქალაქების მიხედვით. შეგიძლია, მიაქციო ყურადღება სტიკერს, იკითხო კლინიკის რეცეფციაში ან იხილო ჩამონათვალი აპლიკაციასა და პორტალზე. დეტალურად

რა დოკუმენტაცია დამჭირდება კლინიკის რეცეფციაში წარსადგენად პირად ექიმთან ვიზიტისთვის?

ნებისმიერ ექიმთან ვიზიტისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია არ გჭირდება, უბრალოდ, ითხოვ შესაბამის მომსახურებას რეცეფციაში.

რა დოკუმენტაცია დამჭირდება კლინიკის რეცეფციაში წარსადგენად ანალიზებისა და გამოკვლევებისთვის?

რეცეფციაში უნდა წარადგინო ნებისმიერი ექიმის დანიშნულება. ამის საფუძველზე გაგიაქტიურებენ შესაბამის მომსახურებას კვლევებზე ან ანალიზებზე - მომსახურებას იტარებ იქვე.

რა დოკუმენტაცია დამჭირდება აფთიაქში წარსადგენად მედიკამენტების შეძენისთვის?

თუკი ამავე კლინიკაში ექიმმა დაგინიშნა მედიკამენტები, აპლიკაციაში შეგიძლია, თავად გაიაქტიურო მიმართვა, ოჯახის ექიმის ჩართულობის გარეშე. ატვირთავ დანიშნულებას ან ფორმა 100-ს, მიუთითებ გამოწერილ მედიკამენტს და დასტურს დაფინანსებაზე სმს-ით მიიღებ.

როგორ გავიაქტიურო მიმართვა წინასწარ ნებისმიერ ექიმთან ვიზიტისთვის?

აპლიკაციაში ან პორტალზე მიმართვის წინასწარ გასააქტიურებლად სამედიცინო დოკუმენტაცია არ გჭირდება. ირჩევ სასურველ კლინიკას პრივიგილერებული პროვაიდერების სიიდან, უთითებ რომელ სპეციალისტთან გსურს ვიზიტი და დასტური მოგდის სმს-ით.

როგორ გავიაქტიურო მიმართვა წინასწარ ანალიზებისა და გამოკვლევებისთვის?

აპლიკაციაში ან პორტალზე ანალიზებისა და გამოკვლევებისთვის მიმართვის წინასწარ გასააქტიურებლად დაგჭირდება ნებისმიერი ექიმის მხოლოდ დანიშნულება. დასტური მოგდის სმს-ის სახით.

როგორ გავიაქტიურო მიმართვა წინასწარ მედიკამენტების შესაძენად?

თუ პრივილეგირებულ პროვაიდერში ექიმი დაგინიშნავს მედიკამენტს , აპლიკაციაში შეგიძლია თავად გაიაქტიურო მიმართვა, პირადი ექიმის ჩართულობის გარეშე. ატვირთავ დანიშნულებას ან ფორმა 100-ს, მიუთითებ გამოწერილ მედიკამენტს და დასტურს დაფინანსებაზე სმს-ით მიიღებ. მედიკამენტის შესაძენად პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში წარადგენ პირადობას და გადაიხდი მხოლოდ შენ კუთვნილ წილს.

მომსახურება პრივილეგირებულ პროვაიდერებში

ქვეყნის წამყვან კლინიკებში იხდი მხოლოდ შენს წილს და ანაზღაურების მისაღებად აღარ გიწევს დოკუმენტებისა და ქვითრების წარმოდგენა.
ნახე კლინიკების სია