პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

2021 წლის 19 ივლისიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი მედის პირობები გაუმჯობესდა. დაემატა ისეთი სერვისები, რომლებიც ადრე არ ფინანსდებოდა.

პოლისი მედით ახლა უკვე შეგიძლია, ისარგებლო ისეთი სერვისებით, რომლებიც აქამდე არ ფინანსდებოდა. ესენია: პროფილაქტიკური სტომატოლოგიური კვლევები, დიაგნოზის გადამოწმება, ჰოსპიტალიზაცია გამონაკლისის გარეშე. ფასდაკლებები ვრცელდება ისეთ დაავადებებთან დაკავშირებულ კვლევებსა და მედიკამენტებზე , რომლებიც ,პაკეტის მიხედვით, გამონაკლისშია. ასევე, პროვაიდერ სააფთიაქო ქსელებში ვიტამინებსა და ჰომეოპათიურ მედიკამენტებზე 30%-მდე ფასდაკლებით შეგიძლია, ისარგებლო პოლისი მედის ყველა პაკეტის მეშვეობით. სრული დაფარვებისა და ლიმიტების სანახავად გაეცანი დაზღვევის პირობებს.

როგორ გაუმჯობესდა პოლისი მედის პირობები?

პროფილაქტიკური სტომატოლოგიური კვლევები
განახლებული მედით კლინიკა უნივერსში წელიწადში ერთხელ 100%-ით დაგიფინანსდება ისეთი პროფილაქტიკური სტომატოლოგიური მომსახურებები, როგორიცაა: ორთოპედის, ორთოდონტის, თერაპევტის მომსახურება, პირის ღრუს კამერით დათვალიერება, ბავშვებში ფტო-ლაკის აპლიკაცია. (კარიესის პროფილაქტიკური საშუალება).
50%-მდე ფასდაკლება კლინიკა კურაციოში
ახლა უკვე შეგიძლია ისარგებლო 50%-მდე ფასდაკლებით კლინიკა კურაციოში ისეთ მომსახურებებზე, რომლებიც ,პაკეტის მიხედვით, მანამდე გამონაკლისში შედიოდა და არ ფინანსდებოდა.ესენია, თანდაყოლილი ან/და გენეტიკური დაავადებები, სექსუალური დარღვევები, დაზღვევამდე არსებული სიმსივნური (მათ შორის, კეთილთვისებიანი ) დაავადებები, ნებისმიერი ფორმისა და სტადიის აივ-ინფექცია, შიდსი, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, ვენერიული და ფსიქიური დაავადებები, ეპილეფსია, რეპროდუქციული ფუქნციის დარღვევები, ორსულობის შეწყვეტა.
ორსულობა
პოლისი მედი პრემიუმით ორსულობასთან დაკავშირებული მომსახურებები კლინიკა კურაციოში 90%-მდე გიფინანსდება.
ჰოსპიტალიცაზია გამონაკლისების გარეშე
პოლისი მედით შეგიძლია, ისარგებლო 40%-მდე ფასდაკლებით ისეთ სამედიცინო სერვისებზე, რომლებიც ,პაკეტის მიხედვით, გამონაკლისშია. ამ მომსახურებაზე არ ვრცელდება მოცდის პერიოდი.
დიაგნოზის გადამოწმება საზღვარგარეთ
განახლებული პოლისი მედით დიაგნოზის საზღვარგარეთ გადამოწმების სერვისი 100%-ით ფინანსდება, რაც საშუალებას გაძლევს ონკოლოგიური დიაგნოზი ან მკურანლობის გეგმა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში წამყვან სპეციალისტებთან გადაამოწმო. სერვისს უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაცია Mediguide International, რომლის წარმომადგენელი საქართველოში არის კლინიკა კურაციო.
30%-მდე ფასდაკლება მედიკამენტებზე
პოლისი მედის კლასიკი და პრემიუმ პაკეტებით შეგიძლია, ისარგებლო 30%-მდე ფასდაკლებით იმ სამედიცინო ჩვენებებისთვის დანიშნულ მედიკამენტებზე, რომლებიც ,პაკეტის მიხედვით, გამონაკლისშია და არ საჭიროებს პირადი ექიმის მიმართვას პსპ-სა და ავერსის სააფთიაქო ქსელებში. პოლისი მედის ყველა პაკეტით ახლა უკვე შეგიძლია, 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლო ვიტამინებსა და ჰომეოპათიურ საშუალებებზე ჩვენს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელებში.

მომსახურების სქემა

როგორ შეიცვალა მომსახურების სქემა?

პოლისი მედის კლასიკი და პრემიუმ პაკეტების მფლობელთათვის მომსახურების სქემა გამარტივდა

პოლისი მედის კლასიკი და პრემიუმ პაკეტების მეშვეობით, არჩეული კლინიკის მიუხედავად, ოჯახის ექიმის მიმართვა სპეციალისტის მიერ დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების ასანაზღაურებლად აღარ გჭირდება. თუ ოჯახის ექიმის მიმართვით ჩაეწერე სპეციალისტთან კონსულტაციაზე, და ამ სპეციალისტმა დაგინიშნა კვლევები იმავე კლინიკაში (სადაც თავად მუშაობს) დამატებით აღარ გიწევს ოჯახის ექიმის მიმართვის მოთხოვნა. ამ მომსახურებას ,დაზღვევის პირობების მიხედვით, ჩვენ აგინაზღაურებთ.

სიახლე: საერთაშორისო კონსიულიუმი

პოლისი ითვალისწინებს დიაგნოზის გადამოწმებას საზღვარგარეთ ტოპ სამედიცინო კლინიკებში.
გაიგე მეტი

შეიძინე პოლისი მედი 10% ფასდაკლებით

გაეცანი ინფორმაციას პოლისი მედის პაკეტების შესახებ და შეიძინე შენთვის მისაღები ჯანმრთელობის დაზღვევა.
შეძენა