ჯიპიაი-ს დაზღვევით ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვანი კლინიკები და ექიმები საზღვარგარეთ. პოლისით შესაძლებელია ორი ტიპის სერვისის მიღება - ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმება საერთაშორისო კონსილიუმის საშუალებით, რომელიც კლინიკა „კურაციოს“ დახმარებით განხორციელდება და ასევე, diagnose.me პლატფორმაზე ევროპელ ექიმებთან ონლაინ კონსულტაციის ჩანიშვნა და ალტერნატიული აზრის მოძიება სასურველ ენაზე ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემაზე.