პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ Xprimm-ის საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერია

 

 

  • ღონისძიების მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

28 აპრილი. თბილისი. საქართველო . თბილისი 4-5 მაისს დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და მისი გენერალური სპონსორი "ჯიპიაი ჰოლდინგია“.  კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით კომპანიის არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორი, ირაკლი დვალი მიმართავს. გამოსვლის თემა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების პერსპექტივები იქნება: რა გავლენას მოახდენს სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღებაზე.

Xpimm-ის საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს დელეგატები საქართველოს სადაზღვევო ბაზარს მიმოიხილავენ, იმსჯელებენ მიღწევებსა და პოტენციალზე. ღონისძიების უცხოელი სპიკერები ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარებენ მონაწილეებს ტექნოლოგიურ და სხვა სიახლეებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 2022 წლის ბაზრის მონაცემები. საუბარი შეეხება ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას - მათ შორის ავტომობილების დაზღვევის კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს.  კონფერენციის მეორე ნაწილი კი ქონების დაზღვევევის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, მომატებულ საფრთხეებზე, სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე და ამ მიმართლებთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე.

კონფერენციის მეორე დღეს - 5 მაისს, მთავარი თემა Solvency II-ზე გადასვლა იქნება. მონაწილეები განიხილავენ სიახლის პრაქტიკულ ასპექტებს. ცვლილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დაინერგა.  

Xprimm-ის საერთაშორისო კონფერნეციის მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიებას 150 -მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის ადგილობრივი და უცხური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, ITპროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

უკან დაბრუნება

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე