„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ჯანმრთელობის დაზღვევით ევროპელ ექიმებთან კონსულტაცია ხდება ხელმისაწვდომი
- ტელემედიცინის დახმარებით 29 ქვეყნის საუკეთესო ექიმებთან კონსულტაციის შესაძლებლობა.
- პლატფორმა Diganose.me - საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზა საზღვრების გარეშე
- 80-მდე დაავადების დიაგნოზის გადამოწმების შესაძლებლობაა.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულებისთვის ევროპულ მედიცინას ხდის ხელმისაწვდომს. მომხმარებელს, რომელიც 1 ივლისის შემდეგ დაეზღვევა „ჯიპიაის“ ჯანმრთელობის დაზღვევით, საშუალება ექნება ნებისმიერი საეჭვო ან დადასტურებული დიაგნოზი ევროპელ ექიმებთან გადაამოწმოს და გაიაროს მათთან კონსულტაცია. ინოვაციური სერვისი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ხელშეწყობით დაინერგა და მოიცავს საერთაშორისო მედიცინის პლატფორმა Diagnose.me-ს ინტეგრირებას „ჯიპიაი“-ს მომსახურების სისტემებში. თანამედროვე საერთაშორისო მედიცინასთან წვდომის გაფართოება უნიკალური სიახლეა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და ის „ჯიპიაი“-ს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიის ნაწილია.
Diagnose.me არის ციფრული სამედიცინო პლატფორმა, რომელიც 29 ქვეყნის საუკეთესო ექიმებს აერთიანებს და პაციენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალებას აძლევს ონლაინ კონსულტაცია გაიარონ მსოფლიოში სხვადასხვა პროფილის წამყვან სპეციალისტთან, გაუზიარონ მათ სიმპტომები, უკვე ჩატარებული კვლევები და რამდენიმე დღეში მიიღონ ამომწურავი დასკვნა- დადასტურებული ან შეცვლილი დიაგნოზი, ან მკურნალობის გეგმა. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ისე სხვა საეჭვო ან დადასტურებული დიაგნოზების დროს. კომუნიკაცია წარმოებს პაციენტისთვის სასურველ ენაზე (ქართული ან ინგლისური) მათ შორის, უზრუნველყოფილია სამედიცინო დოკუმენტების თარგმნაც.
თინათინ კობერიძე ,”ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილე : “საზღვარგარეთ მკურნალობის მოდულის ინტეგრირება ჯანმრთელობის დაზღვევაში ჯიპიაისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვიხარია, რომ ამ პროცესში „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ გვიმაგრებს ზურგს და საშუალებას გვაძლევს ჩვენი დაზღვეულებისთის ევროპული მედიცინა გავხადოთ ხელმისაწვდომი. ამის საჭიროება კარგად დაგვანახა რამდენიმე წლის წინ ჩვენს მიერ დანერგილმა საერთაშორისო კონსილიუმის სერვისმა, რომელიც სერიოზულ ონკოლოგიურ დაავადებებზე მეორე სამედიცინო აზრის მოიძიებას მოიცავს. ამჯერად, Diagnose.me-სთან ერთად ჩვენს დაზღვეულებს 80-მდე ტიპის დაავადების დიაგნოზის ან საეჭვო სიმპტომების გადამოწმება შეუძლიათ - ანუ ნებისმიერ ჩივილზე შეუძლიათ ონლაინ მიმართონ ევროპელ ექიმებს. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ადამიანებმა მიიღონ ევროპული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება და არ დახარჯონ დრო და ფინანსები საეჭვო დიაგნოზის კვლევაში. მეორე აზრის მოძიება დამკვიდრებული პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით თუ საქმე სერიოზულ ან გაურკვეველ დიაგნოზს/ჩივილებს ეხება. დარწმუნებული ვარ, ეს ქართველ ექიმებსაც დაეხმარება, ევროპელი კოლეგების ჩართულობით უკეთ მართონ პაციენტები”
Diagnose.me „უკვე 13 წელია ამ პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ვეხმარებით პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერიტლიდან, რომ მიიღონ სწორი დიაგნოზი. ჩვენი სტატისტიკით შემთხვევათა 32%-ში ჩვენმა ექიმებმა შეცვალეს უკვე დასმული დიაგნოზი ან მოახერხეს დიაგნოზის დასმა იმ პაციენტებისთვის, ვისაც საკუთარ ქვეყანაში ვერ უსვამდნენ დიაგნოზს,35%-ში დაზუსტდა ან შესწორდა ექიმის პირველადი დასკვნა, 16%-ში კი არასაჭირო და დამაზიანებელი მკურნალობა აარიდეს ადამიანებს თავიდან. გვიხარია, რომ „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ხელშეწყობით ჯიპიაის პარტნიორები გავხდით და საშუალება მოგვეცა საქართველოს მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი სერვისი. ვფიქრობ, ევროპელ ექიმებზე და იქაურ სამედიცინო ეკოსისტემაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ბენეფიტი იქნება ქართველი პაციენტებისთვის.“
როგორც ჯიპიაიში ამბობენ მათ დაზღვეულს ამ სერვისით სარგებლობა წელიწადში 3-ჯერ შეუძ₾ია. ექიმთან დაკავშირების პროცესი მარტივია, მომხმარებელი ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ნომრით უნდა დარეგისრტრირდეს ქართულ პლატფორმაზე Diagnose.me - რომელიც სპეციალურად ჯიპიაის დაზრვეულებისთვის შექიმნა და მართოს პროცესი პირადი კაბინეტის დახმარებით :
• თავდაპირველად იგზავნება საეჭვო დიაგნოზი, კვლევების პასუხები და სიმპტომების ჩამონათვალი მომხმარებლის მიერ შერჩეულ ექიმთან ან პლატფორმა თავადაც სათავაზობს მომხმარებელს შესაბამის სპეციალისტს,სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე.
• სამედიცინო დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ 10 დღის ვადაში მომხმარებელი იღებს ექიმი სპეციალისტის მიერ მომზადებულ დასკვნას.
• დასკვნის შემდეგ, შესაძლებელია დამატებით კითხვებით მიმართვა და კონსულტაცია იმ სპეციალისტთან, რომელმაც დასკვნა მოამზადა .
• განაცხადის შევსების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, მომხმარებელს ეხმარება მხარდაჭერის სპეციალისტი ონლაინ ჩეთის ან ზარის საშუალებით (მომხმარებლის შერჩეულ ენაზე).
სამედიცინო დოკუმენტების შესაბამის ენაზე თარგმნას და შემდგომ უკვე დასკვნის ქართულად თარგმნას DIAGNOSE.ME თავად უზრუნველყოფს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კი ჯიპიაის დაზღვეულებს ქართულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტები ემსახურებიან და უმარტივებენ კონსულტაციის პროცესს. ჯიპიაიში ამბობენ, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის მიმართულება მათთვის პრიორიტეტულია და არაერთ სიახლეს შესთავაზებს დაზღვეულებს.