პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ჯიპიაი ჰოლდინგი : ასეთი მაღალი მომართვიანობა არცერთი შტამის დროს დაფიქსირებულა, ყოველდღიურად ვამატებთ ოჯახის ექიმებს, რომ ყველა დაზღვეულის მომსახურება შევძლოთ

 

24 იანვარი . თბილისი. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზღვეულთა მომართვიანობა სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულად ზრდის ფონზე, 24 საათიანი დატვირთვით მუშაობს ქოლ-ცენტრის დეპარტამენტი, ინფიცირებულ დაზღვეულთა სწრაფად და  ხარისხიანად  მომსახურების მიზნით, კომპანია ყოველკვირეულად ზრდის პირადი ექიმების რესურსს.  ჯიპიაიში აცხადებენ, რომ მომართვიანობის ასეთი მაღალი დონე არცერთი ტალღის დროს არ დაფიქსირებულა და სიტუაციის ეფექტიანად სამართავად ცდილობენ დაზღვეულებს პირად ექიმებთან კონტაქტის საშუალება რამდენიმე პლატფორმიდან მისცენ. 

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი : პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო დაზღვეულებს, რომელთაც  ვერ მოახერხეს ჩვენთან დაკავშირდება და დისკომფორტი შეექმნათ  მომსახურების მიღების დროს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მომსახურება შევძლოთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქოლ ცენტრში თანამშრომელთა რაოდენობა გავზარდეთ, რეკორდული რაოდენობის ზარების ფონზე, ყველას მაინც ვერ ვპასუხობთ. „ომიკრონის“ ტალღის ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, თუმცა უკვე რეკოდულად გაიზარდა მომართვიანობა და სრულად გადაიტვირთა, როგორც ოჯახის ექიმების რესურსი, ისე ქოლ-ცენტრი. ყოველკვირეულად ვაკეთებთ მონიტორინგს და შემთხვევების ზრდის პარალელურად, ვზრდით ოჯახის ექიმების რესურსს. თუ დაზღვეული ცხელ ხაზზე ვერ დაგვიკავშირდება, შეუძლია მოგვწეროს Facebook  გვერდზე- მესენჯერში და ჩვენი ოპერატორები დაეხმარებიან, ასევე  გავააქტიურეთ კოვიდ პორტალი - covid.gpih.ge, სადაც შეუძლია კოვიდინფიცირებულ გაიაროს რეგისტრაცია, დატოვოს მონაცემები და ექიმი თავად დაუკავშირდება.

მომართვიანობა განსაკუთრებით დიდია ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირების თხოვნით. ჩვენს დაზღვეულებს ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ მათი მონაცემების  112-ის ერთიან ბაზაში მოხვედრას გარკეული დრო სჭირდება, ზოგჯერ - ერთი-ორი დღესც, ჩვენს ექიმებს კი მხოლოდ ამ ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ გადმოეცემათ ინფორმაცია პაციენტზე, ამის გამო შესაძლოა ექიმის რეაგირების დრო გახანგრძლივდეს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. პაციენტებს ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ ამ სიტუაციას, რომელიც დროებითია და დარწმუნეულები ვართ, პიკური პერიოდის შემდეგ გადაივლის. „

ჯიპიაიში კოვიდ პაციენტთა მართვის პროტოკოლი ასეთია:

ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დაზღვეულს შეუძლა სწრაფი ტესტი გაიკეთოს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ლაბორატორიებში, მათ შორის - კლინიკა კურაციოში. უარყოფითი სწრაფი ტესტის პასუხიდან 72 საათის შუალედში, თუკი სიმპტომები გრძელდება, პირადი ექიმის მიმართვის საფუძველზე, PCR ტესტის გაკეთება უფასოდ არის შესაძლებელი. PCR ტესტზე მიმართვის მისაღებად ჩვენთან დარეკვა არ არის საჭირო, უმეტეს შემთხვევაში, პირადი ექიმი თავად იღებს გადაწყვეტილებას PCR ტესტის საჭიროებაზე და შესაბამისად ამისამართებს პაციენტს.

როგორც კი პაციენტი მოხვდება სახელმწიფოს ერთიან კოვიდ ბაზაში (112-ის ბაზა), ეს ინფორმაცია ჩვენთან ავტომატურად აისახება და ჩვენი ექიმები თავად დაუკავშირდებიან დაზღვეულს.

დაზღვეულის ჩვენთან დაკავშირება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, თუ ლაბორატორიიდან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ 48 საათი და მეტი გავიდა, ან თუ აღენიშნება მძიმე სიმპტომატიკა.

ცხელი ხაზის გადატვირთვის გამო, უმეტეს შემთხვევებში უმჯობესია, დარეგისტრირდეთ კოვიდ პორტალზე covid.gpih.ge და დააფიქსიროთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები.

რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, შეუძლიათ ამავე პორტალზე ნახონ მათი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი და პირადად დაუკავშირდნენ.

 

იმისთვის, რომ ოჯახის ექიმების რესურსი კოვიდ პაციენტებს მოხმარდეთ და ამის პარალელურად სხვა დაზღვეულებმაც შეძლონ სამედიცინო სერვისებით სარგებლობა, ჯიპიაიში მომსახურების გამარტივებული სქემები არსებობს. დაზღვეულს 90-მდე პროვაიდერ კლინიკაში პირდაპირ შეუძლია მიმართოს სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის და ადგილზე გადაიხადოს მხოლოდ თანაგადხდის წილი. გამარტივებული სქემით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კორპორაციულ, ისე ინდივიდუალ დაზღვეულებს - ჯიპიაი ექსკლუზივის პაკეტის მფლობელებს. ამავე კლინიკებში მიღებულ მკურნალობის დანიშნულების ატვირთვაცაა შესაძლებელი, რომ გაგიაქტიურდეთ ელექტორნული რეცეპტი, რომლის განაღდება აფთიაქშია შესაძლებელი.

ამავე კლინიკებში მიმართვისას დაზღვეულს შეუძლია პორტალით mygpi.ge ან აპლიკაციით MyGPI-ის საშუალებით, მოითხოვოს წინასწარი მიმართვა.

ამ კლინიკებში მოქმედებს თანაგადახდის სისტემა, პაციენტი იხდის მხოლოდ თავის გადასახდელ წილს, დაზღვევით გათვალისწინებული თანხა კი ადგილზე ეფარება. პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალის გადამოწმება შეიძლება ბმულზე: https://www.gpih.ge/ka/privileged-provider-clinics

სიტუაცია იცვლება და თვალყური ადევნეთ საიტს და Facebook ფეიჯს, სადაც მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.  

 

უკან დაბრუნება

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე