პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

როგორ ავირჩიო პირადი ექიმი/პედიატრი?

პირადი ექიმის/ პედიატრის ასარჩევად საჭიროა , დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111. ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან სასურველი ექიმის შერჩევაში და დაგიგეგმავენ პირველად ვიზიტს. ამის შემდეგ უკვე შენ თვითონ შეძლებ სატელეფონო კონსულტაციის ან ვიზიტის დაჯავშნას ონლაინ აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge.

შემიძლია თუ არა პირადი ექიმის/პედიატრის შეცვლა?

პირადი ექიმის/პედიატრის შეცვლა შესაძლებელია იმავე მომსახურე კლინიკის თანამშრომლით. ამისთვის უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111 და ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან.

როგორ ჩავეწერო პირად ექიმთან/პედიატრთან?

პირად ექიმთან/პედიატრთან ჩასაწერად შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით MyGPI ან ვებ გვერდით mygpi.ge . მენიუში იხილე ველი „ექიმთან ჩაწერა“, აირჩიე სატელეფონო კოსნულტაცია გსურს,თუ კლინიკაში ვიზიტი, მიუთითე შენი ექიმი და ,თავისუფალი გრაფიკის მიხედვით,  დაჯავშნე კონსულტაცია. ჯავშნის შესახებ დასტურს მობილურის ნომერზე მიიღებ შეტყობინების სახით.

სად ვნახო ინფორმაცია უკვე დაჯავშნული ვიზიტების შესახებ?

ჯავშნის გადამოწმება პირად კაბინეტში შეგიძლია აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდზე mygpi.ge . იხილე „ექიმთან ჩაწერის“ ველი და შეამოწმე ჯავშანი.

როგორ ავინაზღაურო სამედიცინო მომსახურების ხარჯები?

სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საჭიროება მაშინ დგება, როცა მომსახურებას არაპროვაიდერ კლინიკაში იღებ. ამის შესაძლებლობა კი მხოლოდ მედი კლასიკისა და პრემიუმის მფლობელებს აქვთ პირად ექიმთან შეთანხმებით. ანაზღაურებისთვის შეგიძლია, ისარგებლო აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდით mygpi.ge: იხილე ველი „სამედიცინო ანაზღაურება“, მონიშნე პოლისი და მიჰყევი ინსტრუქციას. ანაზღაურების მისაღებად დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი; პასუხს 20 წუთში მიიღებ, თანხა კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება მითითებულ ანგარიშზე.

როგორ მოვითხოვო დაფინანსება ოპერაციისთვის ონლაინ?

გეგმიურ ოპერაციაზე დაფინასების მისაღებად საჭიროა საგარანტიო წერილის მოთხოვნა. საგარანტიო წერილს ჩვენ გავცემთ. ეს არის დასტური იმისა, რომ შენი ოპერაცია ფინანსდება და გადაეცემა კლინიკას, რომელშიც გეგმავ ოპერაციის გაკეთებას. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge, რისთვისაც დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა). მოთხოვნაზე პასუხს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიიღებ. საგარანტიო წერილს 1 თვე აქვს ვადა - ამ ხნის განმავლობაში შეგიძლია,დაგეგმო ოპერაცია. პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

რა არის ეკომონეტა და როგორ გამოვიყენო?

ჩვენთან ურთიერთობის მომენტიდან შენ ერთვები ლოიალობის პროგრამაში „ეკოისტები“ და ყოველთვიურად გადახდილი დაზღვევის ღირებულებიდან 5%-ს ეკომონეტების სახით უკან იბრუნებ. ეკომონტა ერთგვარი „ვალუტაა“ - 100 მონეტა = 1 ლარი - და მისი გახარჯვა/გადაცვლა დაზღვევის შეძენისას არის შესაძლებელი. დაგროვილი მონეტებით შეგიძლია, არსებული პოლისის განაახლო ან სხვა შეიძინო. ყიდვის დროს მიუთითე „eco-მონეტებით გადახდა“ , მონეტა ლარში ავტომატურად დაანგარიშდება და გამოაკლდება გადასახდელ თანხას. ეკომონეტების დაგროვება ჯანსაღი ცხოვრების წესითაც შეგიძლია.(ეკოისტების გვერდზე უნდა გადაილინკოს)

სად გადავამოწმო დაგროვილი ეკომონეტები?

ეკომონეტების შემოწმება და გადაცვლა შეგიძლია აპლიკაციაში MyGPI ან ვებგვერდზე mygpi.ge.

როგორ დავრეგისტრირდე პირად კაბინეტში?

პირად კაბინეტში რეგისტრაციისთვის იხილე ვიდეო ინსტრუქცია ბმულზე.

როგორ მოვიქცე თუ ვერ შევდივარ პირად კაბინეტში?

თუ პირად კაბინეტში უკვე დარეგისტრირებული ხარ და ვერ ახერხებ ავტორიზაციას, პირველ რიგში, ისარგებლე პაროლის აღდგენის ფუნქციით, მიუთითე ელ.ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდი და დაელოდე დროებით პაროლს მეილზე ან სმს-ით. მიღებული პაროლი გამოიყენე ავტორიზაციისას, შემდეგ კი პარამეტრებიდან შეცვალე. თუ დროებით პაროლს ვერ იღებ, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზე 0322505111 ან ისარგებლე ონლაინ ჩატით ვებგვრდზე და დაგეხმარებით პაროლის აღდგენაში.

რომელი სერვისებით შემიძლია ვისარგებლო დისტანციურად პოლისი მედით?

პოლისი მედით სადაზღვევო მომსახურებას სრულად ონლაინ, დისტანციურად იღებ- ვებგვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით. შეგიძლია, ჩაეწერო ექიმთან, მიიღო ანაზღაურებაგააგზავნო მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.

როგორ მივიღო დაფინასება ანალიზების ჩასატარებლად ან ექიმთან კონსულტაციისთვის?

ნებისმიერი ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, როგორიცაა ამა თუ იმ სპეციალობის ექიმთან კონსულტაცია, ანალიზები, გამოკვლევები, მედიკამენტები, საჭიროა პირადი ექიმის მიმართვა. მომსახურების მისაღებად შემდეგნაირად იქცევი:

• ეწერები ექიმთან ვიზიტზე ან დისტანციურ კონსულტაციაზე
• დანიშნულ დროს პირად ექიმთან გადიხარ კონსულტაციას და ჩივილების შესაბამისად გაძლევს მიმართვას
• მიმართვა ავტომატურად ისახება შენს სადაზღვევო ბარათზე
• ბარათს წარადგენ პროვაიდერ კლინიკაში ან აფთიაქში და დანიშნულ მომსახურებას მიიღებ დაფინანსებით.

დამიფინანსდება თუ არა არაპროვაიდერ კლინიკაში მიღებული ამბულატორიული მომსახურება?

პოლისი მედი ფარავს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში მიღებულ სამედიცინო მომსახურებას. მედი კლასიკითა და პრემიუმით არაპროვაიდერ კლინიკაში მხოლოდ ,პირად ექიმთან შეთანხმებით, მიმართვის საფუძველზე შეძლებ მომსახურების მიღებას.

დამიფინანსდება თუ არა არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში მიღებული მომსახურება ?

პოლისი მედით  სტომატოლოგიურ მომსახურებაზე დაფინანსებას მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში მიიღებ.

როგორ შევიძინო მედიკამენტები დაფინანსებით?

დაზღვევით ფინანსდება მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, რომლისთვისაც მიმართვას მოგცემთ პირადი ექიმი. მიმართვა სადაზღვევო ბარათზე ისახება. პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში უნდა წარადგინო სადაზღვევო ბარათი და თანადაფინანსებით შეძლებ მედიკამენტის შეძენას.

დამიფინანსდება თუ არა არაპროვაიდერ კლინიკაში გაკეთებული ოპერაცია?

პოლისი მედი გეგმიურ ოპერაციებს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში აფინანსებს. გადაუდებელი ოპერაცია კი არაპროვაიდერ კლინიკებშიც ფინანსდება.

პოლისი მედით სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასოა?

სასწრაფო სამედიცინო დახმარება მხოლოდ პრემიუმ პაკეტით ფინასდება 100%-ით ულიმიტოდ. საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკო ცხელ ხაზზე (03225050111).

რომელ კლინიკაში მემსახურება პირადი ექიმი/პედიატრი?

პოლისი მედის მომსახურე კლინიკების სია, სადაც პირადი ექიმისა და პედიატრის არჩევა შეგიძლია, იხილე ბმულზე.

რომელია პოლისი მედის პროვაიდერი კლინიკები?

პოლისი მედის  პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკების სია იხილე ბმულზე.

რომელია პოლისი მედის ჰოსპიტალური პროვაიდერი კლინიკები?

პოლისი მედის პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების სია იხილე ბმულზე.

რომელია სტომატოლოგიური პროვაიდერი კლინიკები?

პოლისი მედის პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების სია იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს პრივილეგირებული პროვაიდერი კლინიკა და შემიძლია თუ არა პოლისი მედით პპ კლინიკებში მომსახურების მიღება?

პრივილეგირებული პროვაიდერი (პპ) კლინიკა ის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც მომსახურებას პირადი ექიმის მიმართვის გარეშე სადაზღვევო ბარათით ,APP Card-ით, იღებ და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი. პოლისი მედის კლასიკი და პრემიუმ პაკეტებით მომსახურების მიღება ამ პპ კლინიკებშია შესაძლებელი.

რომელ აფთიაქში შემიძლია მედიკამენტების დაფინანსებით შეძენა?

მედიკამენტებს დაფინანსებით ჩვენს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელებში შეიძენ, მათ შორისაა: პსპ, ავერსი, ფარმადეპო, ჯიპისი, სახალხო აფთიაქი.

რომელი სამედიცინო მომსახურება ფინასდება პოლისი მედით?

პოლისი მედით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია?

გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიური ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით  იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია?

თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კლინიკაში განთავსება, ეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა; გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას კი საჭირო არაა გადაუდებლად კლინიკაში მოთავსება. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით (სქემა ილინკება მომსახურების მიღების სქემის ლინკზე) იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგია?

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს სტომატოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, კბილის დაბჟენას, წმენდას. თუ მწვავე ტკივილის შედეგად სასწრაფოდ კბილის ამოღება, ექსტრაქცია, გახდა საჭირო, ეს უკვე გადაუდებელი სტომატოლოგიუროი მომსახურებაა. ორივე სერვისი პოლისი „მედის“ „სტანდარტი“, „კლასიკი“ და „პრემიუმ“ პაკეტებით ფინასდება;

მედის რომელი პაკეტით ფინანსდება ორსულობა-მშობიარობა ?

ორსულობა-მშობიარობა პოლისი მედის პრემიუმ პაკეტით ფინანსდება დაზღვევიდან 24 თვის შემდეგ.

პოლისი მედით მშობიარობისას აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პალატის ხარჯები ფინანსდება?

აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პაკეტის ხარჯები პოლისი მედით არ ფინანსდება.

რომელი მედიკამენტი ფინანსდება პოლისი მედით?

მედიკამენტების დაფინანსების საკითხი დამოკიდებულია მედიკამენტის ჯგუფზე და იმ სამედიცინო ჩვენებაზე, რომლისთვისაცაა დანიშნული, ამიტომ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ გადაამოწმებ პირად ექიმთან.

სად ვნახო პოლისის ნომერი და მოქმედების ვადა?

შენი ან შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისის ნომრებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ ვებგვერდზე mygpi.ge ან აპლიკაციაში MyGPI. მენიუში აირჩიე „პოლისები“, იხილე მათი ნომრები და მოქმედების ვადები; აპლიკაციაში პოლისის ნომერს APP Card-ზეც,  დაზღვევის ელექტრონულ ბარათზეც,  იხილავ.

სად ვნახო სადაზღვევო ბარათი , APP Card?

დაზღვევის ელექტრონული ბარათის , APP Card-ის, ნახვა აპლიკაციაში შეგიძლია. აპლიკაციის მთავარ გვერდზე იხილე ველი „ჯანმრთელობა“ , მონიშნე „ბარათის ნახვა“ და იხილე შენი და შენ მიერ დაზღვეული პირების სადაზღვევო ბარათის ციფრული ვერსიები, რომელსაც გამოიყენებ ყველგან, სადაც დაზღვევა დაგჭირდება.

სად ვნახო ჩემი და ჩემ მიერ დაზღვეული პირების პოლისების დეტალები, დაფარვები და ლიმიტები?

შენი და შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისების დაფარვებსა და ლიმიტებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ აპლიკაციაში MyGPI ან ვებ გვერდზე mygpi.ge. მენიუში იპოვე ველი „პოლისების ნახვა“, მონიშნე სასურველი პოლისი და იხილე სადაზღვევო დეტალები, მომსახურების სქემა, დაფარვები, გახარჯული და დარჩენილი ლიმიტები სერვისების მიხედვით, გადახდის ისტორია და გრაფიკი.

როგორ გადავიხადო დაზღვევის ღირებულება ?

დაზღვევის ღირებულების, პრემიის, გადახდა ონლაინ შეგიძლია პირადი კაბიენტიდან აპლიკაციით MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge . მენიუში იხილე ველი „გადახდები“, აირჩიე პოლისი, მონიშნე „პრემიის გადახდა“ , მიუთითე ანგარიშის ნომერი და  გადაიხადე მიმდინარე დავალიანება. იქვე შეგიძლია, გაააქტიურო ავტომატური გადახდა ან შეცვალო საბანკო ბარათი.

როგორ გავიუმჯობესო პაკეტი?

პაკეტის გაუმჯობესება მისი განახლებისას შეგიძლია. ამ შემთხვევაში მოცდის პერიოდი გეგმიურ ოპერაციაზე აღარ იმოქედებს ანუ თუ განახლებული პაკეტით გეგმიური ოპერაცია განახლების დღიდან გიფინანსდება.

პოლისი „მედის“ შეძენის შემთხვევაში შემიძლია, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ვისარგებლო?

 ჯანმრთელობის კერძო დაზღვევასთან ერთად სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ: სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს; 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უნარჩუნდებათ სახელმწიფო პროგრამის საბაზისო პაკეტები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ  სამინსიტროს ვებგვერდზე.

როგორ გავაუქმო პოლისი?

პოლისის გასაუქმებლად დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე 0322505111

როდის შემიძლია გავიკეთო ოპერაცია?

პოლისი მედით გადაუდებელი ოპერაცია პოლისის ძალაში შესვლისთანავე ფინასდება, გეგმიურ ოპერაციაზე კი 12 თვიანი მოცდის პერიოდი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმიური ოპერაცია დაზღვევის მეორე წლიდან დაფინასდება;

როგორ მივიღო დაფინასება გეგმიურ ოპერაციაზე?

გეგმიურ ოპერაციაზე დაფინასების მისაღებად საჭიროა „ საგარანტიო წერილი“ . მოთხოვნას საგარანტიო წერილის შესახებ დისტანციურად („დისტანციურად“ უნდა გაილინკოს დისტანციური სერვისების გვერდზე)შეძელებ, მიღებულ წერილს კი კლინიკაში წარადგენ, რომელიც იქნება დასტური იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია თანახმაა დააფინასოს ოპერაცია;

როგორ მივიღო დაფინასება გადაუდებელ ოპერაციაზე?

თუ გადაუდებელი შემთხვევაა და დაუყოვნებლივ ოპერაციაა საჭირო, ამ შემთხვევაში, პროვაიდერი კლინიკა გვიკავშირდება ჩვენ და შენგან დამოუკიდებლად ვაგვარებთ სადაზღვევო პროცედურებს;

რა საბუთები დამჭირდება „საგარანტიო წერილის“ მისაღებად?

„საგარანტიო წერილის“ მისაღებად კლინიკიდან დაგჭირდება კალკულაცია (ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა) და ფორმა 100; საბუთებს პირადი კაბინეტიდან გამოგზავნი და 3 სამუშაო დღეში მიიღებ პასუხს.

როგორ გავაკეთო მოთხოვნა დისტანციურად ოპერაციის დასაფინასებლად?

ოპერაციის დაფინასებისთვის „საგარანტიო წერილს“ დისტანციურად მიიღებ პირადი კაბინეტიდან ან აპლიკაციით MyGPI ; დეტალური ინფორმაციისთვის იხ.ინსტრუქცია;

როგორ მივიღო დაფინასება მშობიარობაზე?

მშობიარობის დასაფინანსებლად წინასწარ შეთანხმება და საგარანტიო წერილების მოთხოვნა საჭირო არაა. სამშობიარო კლინიკა გამოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და კლინიკიდან გაწერამდე დასრულდება დაფინანსებისთვის საჭირო პორცედურები;

როგორ მივიღო დაფინანსება საკეისრო მშობიარობაზე?

საკეისრო მშობიარობის შემთხვევაში შეგიძლია, წინასწარ მოითხოვო საგარანტიო წერილი და წარადგინო კლინიკაში დასტური დაფინასების შესახებ, ან სამშობიარომ თავად მოითხოვოს საგარანტიო ჩვენგან კლინიკაში ყოფნის პერიოდში;

უკან დაბრუნება