პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
ცხელი ხაზი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:30 - 18:30
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
Covid-19-ის მკურნალობა
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

დამიფინანსდება თუ არა არაპროვაიდერ კლინიკაში მიღებული ამბულატორიული მომსახურება?

პოლისი მედი ფარავს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში მიღებულ სამედიცინო მომსახურებას. მედი კლასიკითა და პრემიუმით არაპროვაიდერ კლინიკაში მხოლოდ ,პირად ექიმთან შეთანხმებით, მიმართვის საფუძველზე შეძლებ მომსახურების მიღებას.

დამიფინანსდება თუ არა არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში მიღებული მომსახურება ?

პოლისი მედით  სტომატოლოგიურ მომსახურებაზე დაფინანსებას მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში მიიღებ.

როგორ შევიძინო მედიკამენტები დაფინანსებით?

დაზღვევით ფინანსდება მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, რომლისთვისაც მიმართვას მოგცემთ პირადი ექიმი. მიმართვა სადაზღვევო ბარათზე ისახება. პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში უნდა წარადგინო სადაზღვევო ბარათი და თანადაფინანსებით შეძლებ მედიკამენტის შეძენას.

დამიფინანსდება თუ არა არაპროვაიდერ კლინიკაში გაკეთებული ოპერაცია?

პოლისი მედი გეგმიურ ოპერაციებს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში აფინანსებს. გადაუდებელი ოპერაცია კი არაპროვაიდერ კლინიკებშიც ფინანსდება.

პოლისი მედით სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასოა?

სასწრაფო სამედიცინო დახმარება მხოლოდ პრემიუმ პაკეტით ფინასდება 100%-ით ულიმიტოდ. საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკო ცხელ ხაზზე (03225050111).

რომელი სამედიცინო მომსახურება ფინასდება პოლისი მედით?

პოლისი მედით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია?

გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიური ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით  იღებ.

მედის რომელი პაკეტით ფინანსდება ორსულობა-მშობიარობა ?

ორსულობა-მშობიარობა პოლისი მედის პრემიუმ პაკეტით ფინანსდება დაზღვევიდან 24 თვის შემდეგ.

პოლისი მედით მშობიარობისას აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პალატის ხარჯები ფინანსდება?

აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პაკეტის ხარჯები პოლისი მედით არ ფინანსდება.

რომელი მედიკამენტი ფინანსდება პოლისი მედით?

მედიკამენტების დაფინანსების საკითხი დამოკიდებულია მედიკამენტის ჯგუფზე და იმ სამედიცინო ჩვენებაზე, რომლისთვისაცაა დანიშნული, ამიტომ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ გადაამოწმებ პირად ექიმთან.

რომელი სერვისებით შემიძლია ვისარგებლო დისტანციურად პოლისი მედით?

პოლისი მედით სადაზღვევო მომსახურებას სრულად ონლაინ, დისტანციურად იღებ- ვებგვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით. შეგიძლია, ჩაეწერო ექიმთან, მიიღო ანაზღაურება, გააგზავნო მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.

რომელი სამედიცინო მომსახურება ფინანსდება პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით?

ჯიპიაი ექსკლუზივით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია?

გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ.: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიურ ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება ჯიპიაი ექსკლუზივით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინასდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია?

თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კლინიკაში განთავსება, ეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა. გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას კი საჭირო არაა გადაუდებლად კლინიკაში მოთავსება. ორივე მომსახურება ჯიპიაი ექსკლუზივით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით  იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგია?

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს სტომატოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, კბილის დაბჟენას, წმენდას. თუ მწვავე ტკივილის შედეგად სასწრაფოდ კბილის ამოღება, ექსტრაქცია, გახდა საჭირო, ეს უკვე გადაუდებელი სტომატოლოგიუროი მომსახურებაა. ჯიპიაი ექსკლუზივით ორივე სერვისი ფინანსდება.

ჯიპიაი ექსკლუზივით ორსულობა-მშობიარობა ფინანსდება?

ორსულობა-მშობიარობა ჯიპიაი ექსკლუზივით დაზღვევიდან 24 თვის შემდეგ ფინანსდება.

ჯიპიაი ექსკლუზივით მშობიარობისას აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პალატის ხარჯები ფინანსდება?

აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პაკეტის ხარჯები პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით არ ფინანსდება.

რომელი მედიკამენტი ფინანსდება ჯიპიაი ექსკლუზივით?

მედიკამენტების დაფინანსების საკითხი დამოკიდებულია მედიკამენტის ჯგუფზე და იმ სამედიცინო ჩვენებაზე, რომლისთვისაცაა დანიშნული, ამიტომ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ გადაამოწმებ პირად ექიმთან.

რომელ კლინიკაში მემსახურება პირადი ექიმი/პედიატრი?

პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივის მომსახურე კლინიკების სია, სადაც პირადი ექიმისა და პედიატრის არჩევა შეგიძლია, იხილე ბმულზე.

რომელია პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკები?

პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკების ჩამონათვალი იხილე ბმულზე.

რომელია სტომატოლოგიური პროვაიდერი კლინიკები?

ჯიპიაი ექსკლუზივის პროვაიდერი სტომატოლოგიუირ კლინიკების სია იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს პრივილეგირებული პროვაიდერი კლინიკა და შემიძლია თუ არა პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით პპ კლინიკებში მომსახურების მიღება?

პრივილეგირებული პროვაიდერი (პპ) კლინიკა ის წამყვანი კლინიკებია, სადაც მომსახურებას პირადი ექიმის მიმართვის გარეშე მხოლოდ სადაზღვევო ბარათით, APP Card-ით იღებ და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი. პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით მომსახურებას ამ პპ კლინიკებში მიიღებ.

რა არის ონკო ქეარი?

პოლისი ონკო ქეარი ავთვისებიანი სისმივნური დაავადებების დაზღვევის პოლისია, რომელიც შვეიცარული გადამზღვევი კომპანია SWISS RE- სთან ერთად შევქმენით 2017 წელს.

.რა ღირს ონკო ქეარი?

პოლისის ღირებულება 3 ლარიდან იწყება და ფასი დაზღვეულის ასაკზეა დამოკიდებული. ტარიფი 4 წლის განმავლობაში უცვლელია და ყოველ წელს პოლისი ავტომატურად ახლდება. მე-5 წლიდან ღირებულება ხელახლა ანგარიშდება.

ვის შეუძლია ონკო ქეარის შეძენა?

ონკო ქეარის შეძენა ყველა სრულწლოვან პირს შეუძლია 65 წლამდე,  რომელთაც დაზღვევამდე არ ჰქონია დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნე.

ანაზღაურდება თუ არა დაზღვევამდე არსებული ონკოლოგიური ხარჯები?

დაზღვევამდე არსებული ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში კომპენსაცია არ გაიცემა.

აქვს თუ არა მოცდის პერიოდი ონკო ქეარს?

ონკო ქეარს 6 თვიანი მოცდის პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევიდან 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ დიაგნოზზე არ გაიცემა კომპენსაცია.

რა განსხვავებაა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისსა და ონკო ქეარს შორის?

ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პოლისისგან განსხვავებით, ონკო ქეარით ანაზღაურება - ერთჯერადი კომპენსაციაა, მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე გაიცემა და მის მისაღებად მკურნალობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა საჭირო არაა. ამასთან, დაზღვეულს არ აქვს ვალდებულება მიღებული თანხა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს, მას ანაზღაურებული თანხის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს.

გაუქმდება თუ არა სახელმწიფო დაფინასება ონკო ქეარის შეძენის შემთხვევაში?

ონკო ქეარი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო პროგრამებზე და შეძენის შემთხვევაში დაზღვეულს შეუძლია პროგრამით სარგებლობა.

შესაძლებელია თუ არა ოჯახის წევრების დაზღვევა ონკო ქეარით?

ონკო ქეარით შესაძლებელია 65 წლამდე ნებისმიერი ოჯახის  წევრის დაზღვევა. 18 წლამდე შვილ(ებ)ი კი შეგიძლია  იმავე ლიმიტის ფარგლებში  ღირებულების გაზრდის გარეშე დააზღვიო. 

როგორ ხდება ანაზღაურება?

დიაგნოზის დადასტურებისთანავე განაცხადის დაფიქსირება ცხელ ხაზზე (0322505111) ხდება, რის შემდეგაც ,საჭირო დოკუმენტაციისა და განხილვის საფუძველზე, სრულად გაიცემა პოლისის ლიმიტის შესაბამისი კომპენსაცია.

როგორ ხდება მიღებული კომპენსაციის გამოყენება?

დაზღვეულს კომპენსაციის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს-თვითონ წყვეტს მკურნალობისთვის გამოიყენებს თანხას თუ სხვა საჭიროებისთვის.

უკან დაბრუნება