პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

როგორ დავაფიქსირო ავტოსაგზაო შემთხვევა?

ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევისას (ავარია ბრალეულობის მიუხედავად, ავტომობილის დაზიანება, სტიქური მოვლენების შედეგად დაზიანება და სხვა) პირველ რიგში, არ გადაადგილო ავტომობილი და დაუყოვნებლივ დააფიქსირე შემთხვევა აპლიკაციით MyGPI ან ცხელ ხაზზე 03225050111. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ დაგიკავშირდება მენეჯერი და დისტანციურად ან შემთხვევის ადგილზევე ჩაერთვება ზარალის დარეგულირების პროცესში.

აუცილებელია პატრულის გამოძახება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს?

რადგან  მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი ავარიის დაზღვევის დროს შენს პასუხისმგებლობას აზღვევს, პატრულის გამოძახება აუცილებელია.

თუ ავტოავარია ჩემი ბრალია, ზარალს ამინაზღაურებთ?

პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი სწორედ ისეთ შემთხვევას ანაზღაურებს, როდესაც ავარია შენი ბრალეულობით მოხდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უფლებამოსილი მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო ან მოძრაობის დროს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

როგორ მივიღებ ანაზღაურებას?

პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით დაზარალებულ მხარეს შენი ჩარევის გარეშე ვუნაზღაურებთ ზარალს იმ ლიმიტის ფარგლებში, რომლითაც შეძენილი გაქვს პოლისი.

რას მოიცავს დამატებითი მომსახურება?

ავტოდაზღვევის პოლისის ფარგლებში შენ, დამატებით, გემსახურება ავტომომსახურების ჯგუფი და ავტოასისტანსი,რომელებიც ნებისმიერ დროს მზად არიან შენს დასახმარებლად.

რა მომსახურებას გამიწევს ავტომომსახურების ჯგუფი?

ავტოავარიის დროს  ,შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, მომსახურე ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება და დაგეხმარება პატრულთან და მესამე მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში, გაგარკვევს ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პროცესებში და მოგცემს საჭირო რჩევებს.

რა მომსახურებას გამიწევს ავტოასისტანსი?

ავტოასისტანსი შენი მაშველია გზაზე - თუ მოულოდნელად საწვავი გაგითავდა, საბურავი დაეშვა, ავტომობილი ჩაქრა ან სულაც გაფუჭდა- ავტოასისტანსი დაგეხმარება და ადგილზე მოგიტანს საწვავს, დაგიქოქავს მანქანას ან დაბერავს საბურავებს, საჭიროების შემთხვევაში კი ევაკუატორსაც გამოგიგზავნის.

როგორ და რა შემთხვევაში ვისარგებლო ონლაინ სერვისებით?

აპლიკაცია MyGPI-ით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს ავტოდაზღვევთ სარგებლობას. ნებისმიერი ავტოშემთხვევის დროს განაცხადის დაფიქსირება აპლიკაციით შეგიძლია ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე- იქვე უთითებ რა ტიპის დაზიანება აქვს ავტომობილს, გამოაგზავნე ზიანის ამსახველი ფოტოები აპლიკაციითვე  და დაელოდე ჩვენს მენეჯერს. გარდა ამისა, პირადი კაბინეტიდან ამოწმებ შენს გადახდებს, შეგიძლია ავტომატური გადახდებიც გაააქტიურო, პრემიის (ყოველთვიურად გადასახდელი ღირებულების) გადახდა რომ არ გამოგრჩეს. ეკომონეტებიც აპლიკაციაში გიგროვდება და გადაცვლაც აქვე შეგიძლია.

რა არის ეკოისტები ?

„ეკოისტები“ მოძრაობაა, რომელშიც ჩვენთან ურთიერთობისთანავე ერთვები და აგროვებ ქულებს. ეკომონეტებს ავტოდაზღვევის ყოველთვიური ღირებულების 5% ეკომონეტების სახით აპლიკაციაში გიგროვდება და მათი გადაცვლა პოლისის განახლებისას ან ახლის შეძენისას შეგიძლია. ეკომონეტებს ჯანსაღი ქცევითაც აგროვებ. 1 ეკომონტა =1₾

როგორ დავაგროვო ეკომონეტები ჯასაღი ქცევით?

გადმოწერე აპლიკაცია MyGPI, იხილე ეკოსტების გვერდი და აღმოაჩენ, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 2 ლიტრი წყლის სმით, ფეხით სიარულით, ველოსიპედის შეძენითა და გამართული ავტომობილის ყოლით, შენ შეგიძლია გახდე ეკოისტი და თითოეული ქცევის აპლიკაციაში დაფიქსირებით დასაჩუქრდე ეკომონეტებით;

უკან დაბრუნება