პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
Be the first to hear news
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
Get offers first
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

წელს ,პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აიცრას ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც არ მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფებს და არიან სრულიად ჯანმრთელები. კორონავირუსის და გრიპის ერთად ცირკულირება ძალიან დიდი წნეხი იქნება ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის და კიდევ უფრო მეტად გადაიტვირთება, რაც ჩვენს სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს.

 

ამიტომ, აიცერით, დაიცავით საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე.



ხშირად დასმული კითხვები

...

რატომ უნდა ავიცრა?

გრიპი (influenza) პოტენციურად საკმაოდ სახიფათო დაავადებაა. ყოველწლიურად გრიპით მილიონობით ადამიანი ავადდება. ასეულ ათასობით საავადმყოფოში ხვდება, ათასობით კი იღუპება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპით დაავადების რისკს, გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრის და გრიპით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს. წელს გრიპის ვაქცინით აცრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ე.წ. ტვინდემია - გრიპითა და კორონა ვირუსით ერთდროულად დაინფიცირება. რაც მკვეთრად გაზრდით ჰოსპიტალიზაციის და მძიმედ დაავადების რისკს.

როდის შემოდის ვაქცინა ?

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა გრიპისაგან თავის დასაცავად. ჯიპიაის დაზღვეულებისთვის, ვაქცინები კლინიკა კურაციოში ხელმისაწვდომი იქნება ნოემბრის ბოლოს.

ვინ უნდა აიცრას?

გრიპით ვაქინაცია ყველასთვისაა რეკომენდებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად უნდა აიცრან მაღალი რისკის ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა. ასეთი ჯგუფებია: ბავშვები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 3 წელ ი; • ასაკოვანი ადამიანები 65 წლიდან; ორსულები, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი; სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები: ( დიაბეტით, ასთმით დაავადებულები, გულის, ფილტვების, ნერვული სისტემის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა ორგანოების ქრონიკული დაავადებების მქონენი); ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ან აქვთ კონტაქტი ზემოთჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებთან (მაგალითად, ჩვილის მშობლები ან ასთმით დაავადებული ადამიანის ოჯახის წევრები).

რა ღირს ვაქცინა?

ვაქცინის სავარაუდო ღირებულება იქნება 100 ლარი.

კოვიდის გადატანიდან რამდენ ხანში შეიძლება გაკეთდეს გრიპის ვაქცინა?

კოვიდის გადატანიდან 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ თავისუფლად აიცრათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

კოვიდის ვაქცინის გაკეთებიდან რა ვადაში შეიძლება გაკეთდეს სეზონური გრიპის ვაქცინა?

კოვიდის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ერთსა და იმავე პერიოდში შეგიძლიათ ორივე ვაქცინით აცრა. გრიპის აცრა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ქვეყანაში სეზონური გრიპის ტვირთს შეამცირებს და გართულებული პაციენტების და კორონავირუსის ინფიცირების ერთმანეთზე ზედდება არ მოხდება.

რომელი წლიდან შეიძლება აცრა?

სეზონური გრიპის ვაქცინა საქართველოში კეთდება 3 წლიდან.

რამდენი აცრის გაკეთებაა საჭირო სრული ვაქცინირებისთვის?

სეზონური გრიპის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთი აცრის გაკეთებაა საჭირო. გამონაკლისია პატარა ბავშვები . 9 წლამდე ბავშვი, თუ გრიპზე იცრება პირველად, აცრიდან 1 თვის თავზე სჭირდება რევაქცინაცია.

როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება ?

ვაქცინაცია არ არის მიზანშეწონილი მწვავე ვირუსული დაავადების მიმდინარეობის ან რესპირატორული ნიშნების არსებობის დროს. თუ გაწუხებთ ცხელება, სურდო, ყელის ტკივილი ან რაიმე სხვა რესპირატორული ნიშანი, ასეთ პერიოდში ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება.

როგორ დავრეგისტრირდე ვაქცინაზე?

გრიპის ვაქცინა კლინიკა კურაციოში ხელმისაწვდომი იქნება ნოემბრის ბოლოს. ინფორმაცია ვაქცინაზე დარეგისტრირების შესახებ გავცრელდება ნოემბრის ბოლოს.

რამდენ კომპონენტიანია არსებული ვაქცინა?

ლინიკა „კურაციოში“ ხელმისაწვდომი იქნება ვაქსიგრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც დამზადებულია საფრანგეთში. ვაქცინა მოიცავს მოიცავს A გრიპის ორ ტიპს – H1N1 და H3N2 და ასევე B გრიპის ერთ ტიპს – B/Colorado/06/2017); და B გრიპის კიდევ ერთი ტიპი B/Phuket/3073/2013.
დატოვეთ შეტყობინება
Clinic *
მიუთითეთ სახელი
ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ სახელი
რა პროდუქტი გაინტერესებთ
მიუთითეთ სახელი
შეტყობინება *
ჩაწერეთ ტექსტი
captcha