პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
ცხელი ხაზი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

დააგროვე დაზღვევით

დაზღვევით სარგებლობისას შეგიძლია, ჩაერთო ლოიალობის პროგრამაში და დააგროვო ეკომონეტები.
ყოველთვიურად დაზღვევაში გადახდილი თანხის 5% ეკომონეტების სახით უკან გიბრუნდება. დაგროვებული ეკოქულების გადამოწმება შეგიძლია პირად კაბინეტში, ვებგვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით.
100 ეკომონეტა = 1 ₾-ს . მონეტების გახარჯვა შეგიძლია სადაზღვევო პროდუქტების შესაძენად ან არსებული დაზღვევის განახლებისთვის.

#ეკოისტი

ლოაილობის პროგრამის შესახებ

რას გულისხმობს ლოიალობის პროგრამა?

ეკოისტები ჩვენი ლოიალობის პროგრამაა, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ ჩვენთან ურთიერთობა შენთვის უფრო სასარგებლო და სასიამოვნო გავხადოთ. ლოიალობის პროგრამაში დაზღვევის შეძენისთანავე ერთვები და აგროვებ ქულებს ეკომონეტების სახით, რომელსაც დაზღვევაში გამოიყენებ. ეკომონეტებს ჯანსაღი ცხოვრების წესითაც აგროვებ ჩვენი აპლიკაციის, MyGPI-ის, მეშვეობით. დეტალურად

როგორ დავაგროვო დაზღვევით?

ეკომონეტებს დაგროვებას იწყებ ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების: ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი მედის , ავტოდაზღვევის, ავტოპასუხისმგებლობის ან ბინის დაზღვევის შეძენისას. პოლისის ყოველთვიური ღირებულების გადახდისას 5%-ს უკან იბრუნებ ეკომონეტების სახით.

როგორ დავაგროვო ჯანსაღი ცხოვრებით?

ეკომონეტებს აგროვებ ჯანსაღი ცხოვრების წესითაც აპლიკაციის MyGPI-ის მეშვეობით. თუ სვამ საკმარისს წყალს, ვარჯიშობ, დადიხარ ფეხით ან ველოსიპედით და მართავ გამართულ ავტომობილს, ეკოისტი ხარ და დამსახურებულად აგროვებ ეკომონეტებს. დეტალურად

როგორ გამოვიყენო ეკომონეტები?

დაზღვევით ან ჯანსაღი ქცევით დაგროვებული ეკომონეტების გამოყენება შეგიძლია დაზღვევის განახლებისას ან ახალი პოლისის შეძენისას. გადახდის დროს მიუთითე ეკომონეტებით გადახდა და დაგროვებული ეკომონეტების ღირებულება ავტომატურად გამოაკლდება გადასახდელ თანხას. 100 ეკომონეტა = 1 ₾-ს.

რომელი პაკეტით გროვდება ეკომონეტები?

ეკომონეტებს აგროვებ დაზღვევის შემდეგი ინდივიდუალური პაკეტების შეძენისას: ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი მედი, ავტოდაზღვევის პოლისი ავტოკლასიკი, ავტოპასუხისმგებლობა და ბინის დაზღვევის პოლისი კომფორტი. თითოეული პოლისის ღირებულების გადახდისას 5% ეკომონეტების სახით უკან გიბრუნდება.

ვის შეუძლია დააგროვოს ეკომონეტები?

ეკომონეტებს აგროვებს დამზღვევი ანუ პირი, რომელიც ყიდულობს დაზღვევას. ის ქულებს იმ შემთხვევაშიც აგროვებს, თუ მხოლოდ სხვისთვის შეიძინა დაზღვევა.

როგორ ვნახო დაგროვებული ეკომონეტები?

დაგროვებული ეკომონეტების გადამოწმება შესაძლებელია პირად კაბინეტში, აპლიკაციაში MyGPI ან ვებვერდზე mygpi.ge. დეტალურად

დააგროვე ეკომონეტები და გადაცვალე დაზღვევაში

ეკოისტები ჩვენი ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც ჩვენთან ურთიერთობისთანავე ერთვები და აგროვებ ქულებს. დაზღვევის ყოველთვიური ღირებულების 5% უკან გიბრუნდება ეკომონეტების სახით. მათი გადაცვლა პოლისის განახლებისას ან ახალი პოლისის შეძენისას შეგიძლია. 1 ეკომონტა =1₾.
გაიგე მეტი

ეკოისტების ამბები

ვრცლად

მოძრაობა #ეკოისტი- ლოაილობის პლაფორმა ჯიპიაი ჰოლდინგისგან

"ეკოისტობა ჩვენთვის არ არის მხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვა, არამედ ყოველდღიურობაში ჯანსაღი და პროგრესული ქმედებებს მიუაზრებს. ეს ის უნივერსალური ღირებულებებია, რომლის გარშემოც სრულ კონსოლიდაციას ვხედავთ ამ ბოლო დღეებში და სწორედ ეს მიგვიყვანს ისეთ საზოგადოებამდე, რომელიც პასუხისმგებელია დღევანდელობაზე და მომავალი თაობების კეთილდღეობაზე. ჩვენ, როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფი, მოწოდებულები ვართ, რომ დავამკვიდროთ სწორედ ეს ღირებულებები – ვგულისხობ ცივილიზებულ ბიზნესს, რომელიც არა არის მხოლოდ მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებული , არამედ ზრუნავს ცხოვრების თანამედროვე წესის, პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში."
ვრცლად

ეკომონეტა - ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტა

„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო დღეს. ჯიპიაიმ ახალი ვალუტა შექმნა, ფულს გვიხდიან იმაში, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღად, მოვუფრთხილდეთ ეკოლოგიას და გავაჯანსაღოთ ორგანიზმი. მე ვიქნები ნაბიჯების ჯარისკაცი, რომელმაც დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯი უნდა გადადგას. შევეცდები, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემომიერთდეს და მათაც წესად გაიხადონ ყოველდღიურად ფეხით სიარული“
ვრცლად

#ეკოისტი-ჯიპიაის მოძრაობა ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად

შეიძლება ითქვას ეს არ არის ერთჯერადი კამპანია, არამედ ერთგვარი განაცხადია ჩვენგან, რომ მზად ვართ, ინვესტიცია ჩავდოთ ჯანსაღი და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში. ბევრი ჩვენი პროექტი სწორედ აქეთაა მიმართული და ეს პროექტიც ამის დასტურია. ამასთან ტექნოლოგიური განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა – ჯიპიაის დაზღვეულებს უკვე აქვთ საშუალება, დისტანციურად მიიღონ თითქმის ყველა სახის მომსახურება – დაზღვევის პორტალი MYGPI.GE და აპლიკაცია MyGPI. პორტალი და აპლიკაცია მუდმივად განახლების პროცესშია , რაც ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას და დახვეწას უწყობს ხელს. ეკოისტების გაერთიანებაც აპლიკაცია MyGPI-ს საშუალებით ხდება და აქაც უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ სამომავლოდ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჯიპიაის მასშტაბური ლოიალობის პროგრამის ნაწილია – ჩვენს დაზღვეულებს აქვთ პრივილეგია, დაზღვევაში გადახდილი თანხიდანაც დააგროვონ (პრემიის 10%-მდე უგროვდებათ), რაც საკმაოდ სოლიდური დამატებითი სარგებელია მათთვის.