პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found
წესები და პირობები

ზოგადი წესები და პირობები

წინამდებარე ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგადი წესები და პირობები და მოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია განთავსებულია სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674, იურიდიული მისამართი: კოსტავას ქ. №67, ქ. თბილისი 0171, საქართველო) (შემდგომში “კომპანია“/“ჯიპიაი“) მიერ კუთვნილ ვებსაიტზე  დომეინით: http://www.mygpi.ge და http://www.gpih.ge (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „ვებსაიტი“)/აპლიკაციაში და არეგულირებს ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენებისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. 

მომხმარებელს “ჯიპიაი“ სთხოვს ყურადღებით გაეცნოს ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგად წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წარმოდგენილ პირობებს, მაშინ „ჯიპიაი“ სთხოვს დატოვოს ვებსაიტი/არ გამოიყენოს აპლიკაცია.  I ტერმინები

აპლიკაცია - მობილური აპლიკაცია/პროგრამა „MyGPI”, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მცირე, უკაბელო გამოთვლით მოწყობილობებზე, როგორიცაა სმარტფონები და ტაბლეტები, და რომელსაც ფლობს კომპანია. 

ვებსაიტი       -           ვებგვერდების           ერთობლიობა,          დომეინით             http://www.mygpi.ge            და http://www.gpih.ge. 

კომპანია/“ჯიპიაი“ - აღნიშნავს სადაზღვევო მომსახურების გამწევ პირს - სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674, იურიდიული მისამართი: კოსტავას ქ. №67, ქ. თბილისი 0171, საქართველო), რომელიც ფლობს ვებსაიტს დომეინით http://www.mygpi.ge/, http://www.gpih.ge და აპლიკაციას „MyGPI”.  

მომხმარებელი – აღნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც შედის ვებსაიტზე დომეინით -  http://www.mygpi.ge/http://www.gpih.ge/აპლიკაციაში და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მიღების მიზნით ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით კონტაქტ ცენტრის გამოყენებით. 

წესები და პირობები - გულისხმობს ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთვასებულ ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგად წესებსა და პირობებს. II საქმიანობის ფორმა, შინაარსი და მიზნები

სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ (ს/კ 204426674) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს სხვადასხვა სახის სადაზღვევო მომსახურება („მომსახურება“). კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების შეძენის მსურველ პირებთან დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების,  ციფრული პლატფორმის ან/და კონტაქტ ცენტრის მეშვეობით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე. 

III ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის წინაპირობები და წესები ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელი აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:

  • მომხმარებელი უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სრულწლოვანი (18 წელი და ზევით), ქმედუნარიანი პირი. 
  • მომხმარებელი უნდა იყოს ავტომობილის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი/უფლებამოსილი წარმომადგენელი (საჭიროების შემთხვევაში).  
  • მომხმარებელმა თანხმობა      უნდა   განაცხადოს       ვებსაიტზე/აპლიკაციაში მომხმარებლის             პროფილის       შექმნისას       და/ან განაცხადის   გაკეთებისას ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგად წესებსა და პირობებზე. 

IV ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება

  • ვებსაიტზე/აპლიკაციაში შესვლით და გამოყენებით მომხმარებელი აცნობიერებს და აცხადებს თანხმობას ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებზე, ამასთანავე, თანხმობას აცხადებს ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებულ სხვადასხვა სახის პოლიტიკებზე.
  • კომპანიის შეხედულებისამებრ, მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე შესაძლებელია პერიოდულად შეიცვალოს წესები და პირობები. 
  • წესებსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ეცნობება მათი ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსების საშულებით. მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე/აპლიკაციაში შემდგომი შესვლა ან ვებსაიტის/აპლიკაციის შემდგომი გამოყენება ადასტურებს, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებებს. o ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. 
  • დაუშვებელია ვებსაიტზე/აპლიკაციაში გამოყენებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის გამოსახულების, გამოყენება, გავრცელება, ასლების დამზადება და/ან რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის.
  • მოხმარებელი           თავად            არის   პასუხისმგებელი მოიპოვოს და შეინარჩუნოს სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა სახის აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა ვებსაიტის/აპლიკაციის წვდომისა და გამოყენებისათვის. 
  • მოხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი აღჭურვილობისა ან/და მონაცემების დაცვასა და შენახვაზე, ასევე სათანადო ზომების მიღებაზე კომპიუტერული ვირუსების ან სხვა ზიანის მომტანი ფაქტორებისაგან თავდასაცავად. 
  • მომხმარებელს         მკაცრად         ეკრძალება    „ჯიპიაის“       სისტემების ან ვებსაიტის/აპლიკაციის არასანქცირებული გამოყენება, მათ შორის, სისტემებში არასანქცირებული      შესვლა,          პაროლების   ბოროტად გამოყენება    ან ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება.  ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, თუ „ჯიპიაი“ ჩათვლის, რომ მომხმარებლის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება არ შეესაბამება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კომპანია უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად, თავისი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს მომხმარებლის დაშვება ვებსაიტზე/აპლიკაციაში ან მომხმარებლის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება და გაატაროს ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. 
  • ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული წესები და პირობები არეგულირებს კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ელექტრონულ სერვისებთან, პროდუქტებთან და ინფორმაციასთან დაშვების საკითხებს.  o თუ პირი უკვე არის „ჯიპიაის“ მომხმარებელი, წესები და პირობები იმოქმედებს „ჯიპიაის“ და მოხმარებელს შორის უკვე არსებული შეთანხმების/კონტრაქტის წესებთან და პირობებთან ერთად და წინამდებარე წესები არ აუქმებს ნებისმიერ სხვა შეთანხმებას.  
  • თუ ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული რომელიმე პოლიტიკის დებულება ეწინააღმდეგება წესებსა და პირობებს, მაშინ უპირატესობა ენიჭება წესებსა და პირობებს. 

V ანგარიშით სარგებლობის წესები, პირობები და პასუხისმგებლობა o მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას და არ გადასცეს „ჯიპიაის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი ნებისმიერ მესამე პირს.

  • „ჯიპიაის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს პირადი მონაცემები (მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა, მისამართი) მისი სურვილისამებრ.
  • მომხმარებელი         ვალდებულია            იმოქმედოს    საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის/წესებისა და პირობების შესაბამისად. 
  • მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის საშუალებით განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის/წესებისა და პირობების შესაბამისად.
  • მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის პროფილის ინფორმაციაზე, ბმულებზე, სურათებზე, განცხადების შინაარსზე, ანგარიშწორებაზე და სხვა.

 

VI უსაფრთხოება  

  • ინტერნეტკომუნიკაციები არაა უსაფრთხო, თუ გაგზავნილი მონაცემები არ არის დაშიფრული.  o “ჯიპიაის“ არ შეუძლია აიღოს რამე სახის პასუხისმგებლობა კომპანიაში გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე. 

 

მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ ისეთ გარემოებებში, როდესაც წინამდებარე ვებსაიტზე/აპლიკაციაში წვდომისთვის აუცილებელია იდენტიფიკაცია, კომერციულად გონივრული უსაფრთხოების პროცედურებისა და კონტროლის გამოყენებით შეზღუდავს პაროლის ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის წვდომას ავტორიზებული პირებით.  o მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ „ჯიპიაის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ გამოიყენებს რობოტს, სხვა ავტომატურ მოწყობილობებს ან ფიზიკურ საშუალებებს, „ჯიპიაის“ ვებსაიტის/აპლიკაციის მონაცემების ან მათი შინაარსის მონიტორინგისა და კოპირებისათვის ან სხვა არასანქცირებული მიზნებისთვის. 

  • „ჯიპიაი“ არ იძლევა გარანტიას ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების სრულ უსაფრთხოებაზე, რადგან ისინი შეიძლება დაექვემდებაროს ჩარევას ან დაკარგვას, ან შეცვლას. VII საავტორო უფლება
  • ვებსაიტის/აპლიკაციის შინაარსზე სრულად დაცულია “ჯიპიაის“ საავტორო უფლება და განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი სარგებლობისათვის.  o საავტორო უფლებას ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებულ ნამუშევრებზე, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ტექსტზე, ხმოვან ჩანაწერებსა და გამოსახულებებზე (კომპანიის/ბრენდის დასახელებები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოტიპები), ფლობს სს „სადაზღვევო კომპანი ჯი პი აი ჰოლდინგი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204426674) და წარმოადგენს მის საკუთრებას.
  • ნებისმიერი პროდუქტი, პროცესი ან ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე/აპლიკაციაში, შეიძლება იყოს „ჯიპიაის“ ინტელექტუალური საკუთრების საგანი.
  • აკრძალულია ვებსაიტის/აპლიკაციის შინაარსის ნებისმიერი საშუალებით ან ფორმით წარმოდგენა, გავრცელება ან გაუვრცელებლობა, რეპროდუცირება, მთლიანად ან ნაწილობრივ, გარდა ამისა, ნებისმიერი გაყიდვა, გადაყიდვა, ხელახალი გადაცემა ან ხელმისაწვდომობა მესამე პირებისათვის.  o ვებსაიტზე/აპლიკაციაში არსებული საავტორო უფლებების ნებისმიერი ფორმით დარღვევა/ხელყოფა გამოიწვევს დამრღვევის სამოქალაქო და/ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.  o ვებსაიტის/აპლიკაციის შინაარსის გაცნობის, ასლის გადაღების და გავრცელების ნებართვა დაიშვება მხოლოდ შემდეგი პირობებით: 
    • მონაცემების გამოყენება არაკომერციული, საინფორმაციო მიზნებისთვის; 
    • მონაცემების ნებისმიერი ასლის ან ნაწილის გამოყენებისას უნდა იყოს დატანილი საავტორო უფლების დაცვის ნიშანს ©. 

VII გარანტიები

ყველა ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ვებსაიტი/აპლიკაცია (შემდგომში – „ინფორმაცია“), მოწმდება და ახლდება “ჯიპიაის“ მიერ სათანადო გულისხმიერებით, სისტემატურად.  o ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ან ვებსაიტის/აპლიკაციის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია წარმოდგენილია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, მათ შორის, კომერციული, კონკრეტული მიზნით ვარგისიანობის ან სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის გარანტიის გარეშე.

  • ნებისმიერი დათარიღებული ინფორმაცია გამოქვეყნებულად ჩაითვლება მასზე მითითებული თარიღიდან, ხოლო, თუ თარიღი არ არის მითითებული – ვებსაიტზე/აპლიკაციაში პირველად განთავსების თარიღიდან.
  • ინფორმაცია შესაძლოა გახდეს არასაიმედო მისი გამოქვეყნების შეცვლილი საკანონმდებლო ან ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით.  o „ჯიპიაი“ არ არის ვალდებული განაახლოს ვებსაიტზე/აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია ან მოსაზრებები ან განაგრძოს ინფორმაციის შეთავაზება. o „ჯიპიაი“ არ იძლევა გარანტიას, შემდეგ საკითხებზე: 
    • ინფორმაციის სიზუსტის, დროულობის, სისრულის ან თანამიმდევრულობის;
    • ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ შედეგებზე;
    • ვებსაიტის/აპლიკაციის უწყვეტად, შეცდომების გარეშე და ვირუსებისგან დაცული მუშაობის შესახებ.
  • ნებისმიერი ინფორმაციის უზუსტობაზე, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია „ჯიპიაის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში ან გამომდინარეობს ნებისმიერი ინფორმაციიდან, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია ვებსაიტზე/აპლიკაციაში, მისი მმართველები, დირექტორები, უფლებამოსილი პირები და თანამშრომლები, ან სხვა ინფორმაციის გამავრცელებელი პირები არ აგებენ პასუხს. 
  • „ჯიპაისი“ და მისი ნებისმიერი თანამშრომლის პასუხისმგებლობა გამორიცხულია სპეციალურ, შემთხვევით, პირდაპირ, არაპირდაპირ, ან შედეგობრივ ზარალზე, ასევე ნებისმიერი სახის ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ვებსაიტის/აპლიკაციის და ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის გამოყენებასთან, მიუხედავად ზარალის შესაძლებლობის შესახებ მითითებისა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენებასთან ან მიუწვდომლობასთან. 
  • „ჯიპიაი“ არ არის პასუხისმგებელი კომპიუტერული ვირუსის და/ან ვებსაიტის/აპლიკაციის გაუმართაობის შემთხვევაში გამოწვეულ შეფერხებაზე, ოპერაციის გაუქმებაზე/შეჩერებაზე/დეფექტზე და/ან ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენებისას გამოწვეულ რამე ზიანზე ან დანაკარგზე. 
  • მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, სწორი და ნამდვილი. o მომხმარებელი იღებს ვალდებულებას ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობისას, შეზღუდვის გარეშე, მომხმარებლის პროფილის შექმნისას ან/და განაცხადის გაკეთებისას ან ასეთი განაცხადის შემდგომ მიწოდებულ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში დროულად შეიტანოს ცვლილებები მომხმარებლის პროფილში რედაქტირების გზით.

IX მესამე მხარის პროდუქტები და მომსახურება

  • ვებსაიტზე/აპლიკაციაში “ჯიპიაის“ მიერ განთავსებული მესამე პირების ინტერნეტ-გვერდების ბმულები განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მესამე პირების ინტერნეტგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ან მომსახურება შეიძლება სასარგებლო იყოს მომხმარებლისათვის.
  • ბმულების განთავსება არ გულისხმობს ასეთ გვერდებზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციისა და მომსახურების მხარდაჭერას ან მათზე პასუხისმგებლობის აღებას და „ჯიპიაი“ უარს აცხადებს ამგვარ მხარდაჭერაზე ან წარმომადგენლობაზე.
  • მომხმარებელი სარგებლობს ბმულებით მხოლოდ თავისი პირადი რისკით და „ჯიპიაი“ არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას მესამე პირთა ინტერნეტგვერდების შინაარსთან, გამოყენებასთან ან ხელმისაწვდომობასთან მიმართებით. o „ჯიპიაის“ მიერ არ არის გადამოწმებული მესამე პირების ინტერნეტგვერდების შინაარსის სისწორე ან სიზუსტე და არ იძლევა გარანტიას, რომ დაცულია საავტორო, სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული ან მესამე პირების სხვა უფლებები და რომ ინტერნეტგვერდები ან მათი შინაარსი დაცულია ვირუსებისგან ან სხვა ზიანის მომტანი ფაქტორებისაგან. o „ჯიპიაი“ არ იძლევა არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას და პასუხს არ აგებს მესამე მხარის მიერ მიღებულ ელექტრონულ მონაცემებზე, მათ შორის, ელექტრონული მონაცემების სიზუსტეზე, შინაარსზე, ხარისხზე ან დროულობაზე.
  • მესამე პირების ინტერენეტ-გვერდს შესაძლოა გააჩნდეს კონფიდენციალურობის ან უსაფრთხოების ვებგვერდისაგან განსხვავებული პირობები, შესაბამისად მომხმარებელი პირადი ინფორმაციის გაზიარებამდე მნიშვნელოვანია გაეცნოს აღნიშნულ პირობებს. o მესამე პირები არ არიან უფლებამოსილნი განახორციელონ სხვა ნებისმიერი ინტერნეტ-გვერდის დაკავშირება/მიბმა ვებგვერდთან „ჯიპიაის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

X ინფორმაციის შეგროვება, კონფიდენციალობა და პერსონალური ინფორმაციის დაცვა

  • ვებსაიტის/აპლიკაციის გამოსაყენებლად და/ან „ჯიპიაის“ მომსახურების მისაღებად მოითხოვება ვებსაიტზე/აპლიკაციაში ერთჯერადი რეგისტრაცია და/ან განაცხადის გაკეთება სატელეფონო საშუალებით და/ან ხელშეკრულების გაფორმება „ჯიპიაისა“ და მომხმარებელს შორის. 
  • მომხმარებლის რეგისტრაცია „ჯიპიაის“ მომსახურების მისაღებად ვებსაიტის/აპლიკაციის/სატელეფონო კომუნიკაციის გზით არის მომხმარებლის არჩევანი. მომხმარებელი ნებაყოფლობით აწვდის „ჯიპიაის“ შემდეგი სახის ინფორმაციას (საჭიროების შემთხვევაში): 
    • სახელი, გვარი
    • პირადი ნომერი

 

    • მისამართი
    • ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი
    • ავტოსატრანსპორტო საშუალების VIN კოდი
    • ელექტრონული ფოსტა
    • ტელეფონის ნომერი o ვებსაიტზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესში ან რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერ დროს. 
  • მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს პაროლი.  o „ჯიპიაი“ უფლებას იტოვებს ჩაიწეროს და/ან მონიტორინგი გაუწიოს „ჯიპიაის“ და მომხმარებელს შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება, რომ „ჯიპიაი“ აკმაყოფილებს მომსახურების სტანდარტებს.  o „ჯიპიაიმ“ შესაძლოა გამოიყენოს მცირე ზომის ფაილები, რომელიც ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, როგორც მომსახურების შემადგენელი ნაწილი, რათა უზრუნველყოს კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიღება და კლიენტების დაცვა ონლაინრეჟიმში მათი ანგარიშების არასანქცირებული გამოყენებისაგან. 
  • „ჯიპიაი“ არ იყენებს კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილებს პირის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის. o „ჯიპიაისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა, შესაბამისად „ჯიპიაის“ მხრიდან გარანტირებულია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა. 
  • „ჯიპიაის“       მხრიდან        არ       განხორციელდება    მომხმარებლის             პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება ან მესამე პირებისთვის გადაცემა. 
  • „ჯიპიაი“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების დაცვასა და მის კონფიდენციალურობას.
  • მომხმარებელი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისიწინებული სავალდებულო შემთხვევების გარდა, არ  გაამჟღავნოს, არ გადასცეს მესამე პირს ან სხვა სახით არ დაუშვას წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მისთვის გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია. o მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში „ჯიპიაი“ უზრუნველყოფს სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
  • მომხმარებლის მიერ „ჯიპიაისთვის“ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს „ჯიპიაის“ კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით. 
  • „მომხმარებლის ინფორმაციაში“ იგულისხმება პერსონალური ინფორმაცია რომელსაც „ჯიპიაი“  (ა) იღებს მომხმარებლისგან ან (ბ) იღებს მომხმარებლის მიერ ბარათით გადახდის განხორციელებისას;
  • მომხმარებლისთვის მომსახურების გამარტივების და „ჯიპიაის“ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლის მიერ „ჯიპიაის“ სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაცია შეიძლება გადამოწმდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.  
  • მომხმარებელი წესებსა და პირობებზე თანხმობით, ეთანხმება და უფლებას აძლევს „ჯიპიაის“ რომ მომხმარებლის მიერ „ჯიპიაის“ სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაცია გადამოწმდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოში.  
  • „ჯიპიაის“ მიერ მომხმარებლის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს მომსახურების გაწევისთვის, შეფასებისა და ანალიზისთვის და „ჯიპიაის“ სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის. მაგალითად მომხმარებლის ინფორმირება მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების და მომსახურების შესახებ. 
  • „ჯიპიაის“ მიერ არ მოხდება მომხმარებლის ინფორმაციის გაცემა „ჯიპიაის“ გარეთ, გარდა შემდეგი ორგანიზაციებისა/პირებისა:
  • ნებისმიერი პირი, ვისაც შეიძლება გადაეცეს „ჯიპიაის“ უფლებები და მოვალეობები, მომხმარებელსა და „ჯიპიაის“ შორის გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე ან/და როცა ეს აუცილებელია „ჯიპიაის“ მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; 
  • ნებისმიერი პირი კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
  • მომხმარებელი „ჯიპიაის“ ანიჭებს უფლებამოსილებას სხვადასხვა პირდაპირი მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, მომხმარებლისთვის სატელეფონო ზარის, SMS შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით განახორციელოს მომსახურების ან საქონლის შეთავაზება. 
  • მომხმარებელს უფლება აქვს „ჯიპიაის“ ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
  • მომხმარებელი „ჯიპიაის“ ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ მისი პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე პირებს სხვადასხვა მომსახურების ან საქონლის პირდაპირი მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, რომელიც მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს სატელეფონო ზარის, SMS შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გზით. o მესამე პირებისთვის პირდაპირ მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი არის მესამე პირი და მის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია მესამე პირი.  
  • მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა დეტალურად განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://www.gpih.ge/files/pdf/1677757680.pdf

 

  1. მომხმარებლის დაცვა  და პრეტენზიის წარდგენის წესი o მომხმარებელს შეუძლია პრეტენზია დააფიქსიროს შემდეგი გზებით:
      • „ჯიპიაის“ სატელეფონო სერვის ცენტრში დაკავშირებით: +995 32 2 505 111;
      • „ჯიპიაის“          იურიდიულ/ფაქტობრივ     მისამართზე    წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
      • „ჯიპიაის“          ელექტრონულ          ფოსტაზე       შეტყობინების    გაგზავნის      გზით: info@gpih.ge. 
    • მომხმარებლის პრეტენზიას „ჯიპიაის“ შესაბამისი სამსახური განიხილავს მომხმარებლის მომართვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში. 
    • პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს გაეგზავნება წერილობითი/ელექტრონული ფორმით/სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით პრეტენზიის მომართვის ფორმის იდენტურად. 
    • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა „ჯიპიაის“ მომსახურებით მომხმარებელს უფლება აქვს „ჯიპიაის“ გაუგზავნოს პრეტენზია.  o მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად მიუთითოს გაწეული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (მაგალითად სამედიცინო დიაგნოზი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 
    • „ჯიპიაი“ არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც მომხმარებელს მიადგა უფლებამოსილების შეცდომით/არასწორად გადაცემის შედეგად.  o „ჯიპიაი“ არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლისთვის გაწეულ მომსახურებაზე.  

 

  1. კომუნიკაციის წესი o „ჯიპიაისთან“ კომუნიკაციისთვის გამოიყენება ვებსაიტზე/აპლიკაციაში არსებული პლატფორმა, მითითებული საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა ან/და წერილობითი შეტყობინება იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნის გზით.
    • მომხმარებლის შეტყობინების განხილვის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება განმცხადებლის მომართვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვე. 
    • ვებსაიტთან/აპლიკაციასთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი შეკითხვა ან კომენტარი გაუგზავნოს „ჯიპიაის“ წესებითა და პირობებით განსაზღვრული კომუნიკაციის გზების გამოყენებით. 

 

  1. ფორს-მაჟორი o ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას, რომელიც წარმოშობილია მხარისგან დამოუკიდებლად, არის გაუთვალისწინებელი და რომლის საფუძველზეც მხარისთვის შეუძლებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.   o წესებისა და პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც წესებისა და პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა.
    • ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი/ელექტრონული შეტყობინება ფორსმაჟორული გარემოების დადგომის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. 
    • მხარემ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ყველა მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს ფორს-მაჟორული გარემოება. მხარემს უნდა გამოიყენოს ვალდებულებების შესრულების ალტერნატიული ხერხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოების ზეგავლენისაგან.   
    • ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების 1 (ერთი) თვეზე მეტი ვადით მოქმედების შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახელშეკრულებლო ურთიერთობა მეორე მხარესთან წერილობითი/ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით. 

XIV გამოსაყენებული სამართალი და დავის გადაწყვეტის წესი

  • წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი ცხოვრობს ან საქმიან ურთიერთობა აქვთ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
  • მომხმარებელი, თანხმობას აცხადებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიური იურისდიქცია ექნებათ ნებისმიერი საქმეზე ან დავასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვებსაიტიდან/აპლიკაციიდან და „ჯიპიაის“ მიერ მომსახურების გაწევიდან.
  • მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. o ვებსაიტი/აპლიკაცია არ არის მიმართული და არც განკუთვნილი ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ იმ იურისდიქციის ფარგლებში ან ქვეყანაში გავრცელების ან გამოყენებისთვის, სადაც ვებსაიტის/აპლიკაციის განთავსება ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ამგვარი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან სხვა რეგულაციებს.
  • ვებსაიტის/აპლიკაციის გაცნობისას მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას გამოყენების შესაბამისობაზე ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კანონებთან და მსგავსი იურისდიქციის პირობებში ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენება ხდება სრულად მომხმარებლის რისკით.
  • „ჯიპიაი“ მომხმარებელს ურჩევს დაუკავშირდეს თავის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში. 
  • „ჯიპიაი“ იტოვებს უფლებას, რომ ერთპიროვნულად, შეხედულებისამებრ, შეცვალოს წესები და პირობები ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 

 

XV დასკვნითი დებულებები  

o ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის/პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და ასეთი ბათილი მუხლი/პირობა უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის კანონიერი მუხლით/პირობით. თუ ამ წესებისა და პირობების რომელიმე დებულება ძალადაკარგულია ან ბათილია, დანარჩენი დებულებები მოქმედებს სრულად. o ვებსაიტით/აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება იწყება მომხმარებლის მიერ ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენების

გადმოწერა

დატოვეთ შეტყობინება
კლინიკა *
მიუთითეთ სახელი
ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ სახელი
რა პროდუქტი გაინტერესებთ
მიუთითეთ სახელი
შეტყობინება *
ჩაწერეთ ტექსტი
captcha