ქმედება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს
ნებისმიეირ სადაზღვევო შემთხვევისას (ავარია ბრალეულობის მიუხედავად, ავტომობილის დაზიანება, სტიქური მოვლენების შედეგად დაზიანება და სხვა) პირველ რიგში, არ გადააადგილო ავტომობილი და დაუყოვნებლივ დააფიქსირე შემთხვევა აპლიკაციით MyGPI ან ცხელ ხაზზე 03225050111 ან აპლიკაციით MyGPI. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ დაგიკავშირდება მენეჯერი და დისტანციურად ან შემთხვევის ადგილზე ჩაერთვება ზარალის დარეგულირების პროცესში;
პატრულის გამოძახება
თუ საგზაო შემთხვევაში ჩართული არაა მესამე მხარე, გვაქვს ისეთ მსუბუქ შემთხვევასთან საქმე, როგორიცაა ავტომობილის ბორდიულზე ან ხესთან შეჯახება, მსუბუქი დაზიანება და ა.შ. პატრილის გამოძახება საჭირო არაა და ზარალის შეფასებასა და 3000 ლარამდე თანხის ანაზღაურებას დისტანციურად შევძლებთ აპლიკაციით MyGPI; სხვა შემთხვევაში პატრულის გამოძახება აუცილებლელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ზარალის შეფასება და ანაზღაურება;
ზარალის ანაზღაურების ვადები
თუ საქმე ავტოავარიასთან არ გვაქვს და პატრულის გარეშე, დისტანციურად დააფიქსირე შემთხვევა, 1000 ლარამდე თანხას დისტანცირად, 1 დღეში ავანაზღაურებთ; 3000 ლარამდე თანხას 5 სამუშაო დღეში, სხვა შემთხვევებში 10 სამუშაო დღეში(მსხვილი შემთხვევების ზარალის ანაზღაურების დრო დამოკიდებულია პატრულსა და , რიგ შემთხვევებში, ექსპერტიზის დასკვნაზე;