პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

როგორ მოვიქცე ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში?

თუ აეროპორტში დარეგისტრირებული ბარგი დაზიანდა ან დაიკარგა, 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართო ავიაკომპანიას, მოითხოვო შესაბამისი დოკუმენტი და ჩვენთან წარმოადგინო ასანაზღაურებლად.

როგორ მოვიქცე მოგზაურობის დროს სამედიცინო დახმარების მისაღებად?

თუ მოგზაურობის დროს სამედიცინო მომსახურება დაგჭირდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდი Euro-Center Prague-ის ცხელ ხაზს (+420) 221 860 615; ოპერატორებთან გასაუბრებას რუსულ ან ინგლისურ ენაზე შეძლებ, ან დაგვიკავშრიდი ჯიპიაის ცხელ ხაზზე +995322505111 და ჩვენი ოპერატორი თავად მოაგვარებს სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რომელ კლინიკებში შემიძლია მომსახურების მიღება საზღვარგარეთ?

მომსახურების მიღება შეგიძლია, როგორც პროვაიდერ , ისე არაპროვაიდერ კლინიკებში. მას შემდეგ, რაც დაუკავშირდები ცხელ ხაზზს, ოპერატორი შენი ადგილმდებარეობის შესაბამისად მოგაწვდის ინფორმაციას პროვაიდერი კლინიკების შესახებ, სადაც მომსახურებას თანადაფინანსებით მიიღებ. არაპროვაიდერ კლინიკებში მომსახურებას სრულად იხდი და ინაზღაურებ საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

როგორ მივიღო ანაზღაურება?

თუ საზღვრებს გარეთ სამედიცინო მომსახურებისთვის თანხა სრულად გადაიხადე, დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, თანხას ჩვენ აგინაზღაურებთ. ამისთვის საჭიროა საქართველოში დაბრუნებიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში წარმოადგინო საჭირო დოკუმენტები.

რა დოკუმენტები მჭირდება ანაზღაურებისთვის?

ანაზღაურებისთვის დაგჭირდება შემდეგი დოკუმენტები: 1. სადაზღვევო პოლისის ორიგინალი 2. სამედიცინო სერთიფიკატის ორიგინალი, სადაც მითითებული იქნება შენი სახელი, გვარი, დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურება და ღირებულება, დიაგნოზი, მკურნალობა 3. უბედური შემთხვევისას ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა შემთხვევის შესახებ 4. ექიმებისა და კლინიკების ანგარიშების ორიგინალები ან დამოწმებული ასლები, მედიკამენტების შეძენის ქვითრები და რეცეპტები 5. პასპორტი.

რომელ ვალუტაში მივიღებ ანაზღაურებას?

სამოგზაურო დაზღვევით ანაზღაურება ხდება იმ ვალუტის ექვივალენტით ლარში, რომელიც მიუთითე პოლისის შეძენის დროს - დოლარი ან ევრო.

ვრცელდება თუ არა ფრანშიზა ბარგის დაზღვევაზე?

დიახ, ვრცელდება - ბარგის დაზიანების შემთხვევაში ზარალს გამოაკლდება 25$/EU ფრანშიზა , დაკარგვის შემთხვევაში კი - ყოველ კილოგრამზე 25$/EU.

მოიცავს სამოგზაურო პოლისი ფრანშიზას?

სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს ფრანშიზას 80 ან 150 USD/EU, რომელსაც აირჩევ პოლისის შეძენის დროს. ანაზღაურების დროს ფრანშიზა გამოაკლდება ასანაზღაურებელ თანხას.

შემიძლია თუ არა უფრანშიზო პოლისის შეძენა?

მხოლოდ ფრანშიზიანი სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შეძენაა შესაძლებელი.

როდის შედის ძალაში პოლისი?

ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა ძალაში შედის მითითებული დღის 00:00 საათიდან საზღვრის გადაკვეთისთანავე. მაგ. თუ მოგზაურობის პერიოდის დასაწყისად პოლისში 1-ლი იანვარია მითითებული, პოლისი ძალაში 1-ლი იანვრის ღამის 12 საათიდან შედის და საზღვრის გადაკვეთისთანავე აქტიურდება. დაზღვევა მოქმედებს პოლისში მითითებული მოგზაურობის დასრულების დღის ბოლომდე. მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის შემთხვევაში, პოლისი ძალაში მითითებული დღის 00:00-საათიდან შედის და მოქმედია 1 წლის განმავლობაში.

ამინაზღაურდება თუ არა მოგზაურობის დროს დამატებული დღეების განმავლობაში მიღებული მომსახურების ხარჯები?

თუ სამედიცინო მომსახურების მიღების დროს დაამატე სამოგზაურო დღეები, ამ პერიოდში გაწეული ხარჯები არ დაფინანსდება.

უკან დაბრუნება