15 ოქტომბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, შეიძინე ან განაახლე ავტომობილის დაზღვევა ჯიპიაიში, გადაიხადე Visa Signature ან Visa Infinite ბარათებით და დააგროვე კიდევ უფრო მეტი ქულა ან ისარგებლე პრივილეგირებული შეთავაზებებით.
❓ როგორ გააქტიურებ შეთავაზებას ?
- შეიძინე ან განაახლე ავტომობილის დაზღვევა 15 ოქტომბრიდან 15 იანვრამდე.
- გადაიხადე პოლისის ღირებულება VISA Signature ან VISA Infinite ბარათით.
- აირჩიე პრემიუმ შეთავაზებიდან რომელიმე – დაიბრუნე ბრუნოს კიდევ უფრო მეტი ქულა ან ისარგებლე ავტომობილის მოვლის პრემიუმ პაკეტით.
❓რა არის “პრემიუმ პაკეტი” და რამდენ ხანს შეგეძლება სარგებლობა?
პრემიუმ პაკეტი მოიცავს:
უფასო საათები ზონალურ პარკირებაზე
Voovly Premium
ფასდაკლება ავტომობილის ადგილზე რეცხვაზე
Socar Prime
❓ რა ვადით იმოქმედებს პრემიუმ პაკეტი?
არჩეული პირობებით ისარგებლებ 1 წლის განმავლობაში, სანამ პოლისი იქნება აქტიური
ყურადღება: სარგებლის შესანარჩუნებლად, პოლისის ყოველთვიური შენატანი იმავე VISA ბარათით უნდა გადაიხადო. თუ რომელიმე თვეს სხვა ბარათით დაფარავ თანხას, ისარგებლებ სტანდარტული შეთავაზებით.
❓ რა შეთავაზებების არჩევა შეგიძლია ?
არჩევანი 1:
- VISA Signature-ით გადახდის შემთხვევაში – სტანდარტული 5%-ის ნაცვლად დაგიგროვდება 6% ბრუნოს ქულა.
- VISA Infinite-ით გადახდის შემთხვევაში – სტანდარტული 5%-ის ნაცვლად დაგიგროვდება 7% ბრუნოს ქულა.
არჩევანი 2:
- VISA Infinite-ით გადახდის შემთხვევაში მიიღებ ზონალური პარკირების უფასო სერვისს (12 საათი თვეში), საწვავზე ფასდაკლებას (Socar prime), Voovly Premium პაკეტს, ავტომობილის რეცხვის სერვისს ბრუნოს სტანდარტულზე 1 საფეხურით მაღალი დონით და SOCAR PRIME-ზე სრულ წვდომას.
- VISA Signature-ით გადახდის შემთხვევაში მიიღებ ზონალური პარკირების უფასო სერვისს (6 საათი თვეში), Voovly Premium პაკეტს, ავტომობილის რეცხვის შეთავაზებას ბრუნოს სტანდარტული დონით და SOCAR PRIME-ზე სტანდარტულ ფასდაკლებას.
❓ რა არის Voovly Premium?
Voovly Premium შენი პირადი ავტოექსპერტია, რომელიც ავტომობილის ყველა ყოველდღიურ საზრუნავს თავის თავზე იღებს – სრულიად უფასოდ!
როგორ გეხმარება?
- გაძლევს ტექნიკურ რჩევას: თუ არ იცი, რა სჭირს მანქანას.
- გიპოვნის სანდო ხელოსანს: შეგირჩევს სერვისს და ფასსაც წინასწარ შეგითანხმებს.
- 🚗 გიზოგავს დროს: შენ ნაცვლად წაიყვანს მანქანას რეცხვაზე თუ ხელოსანთან და გამართულს უკან მოგიყვანს.
მნიშვნელოვანია: თითოეული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თვეში 2-ჯერ..
❓ როგორ გავააქტიურო არჩეული სარგებელი?
- ბრუნოს ქულები & ავტომობილის რეცხვა: აქტიურდება ავტომატურად.
- Voovly Premium: უბრალოდ მიწერე შენს პირად ავტოექსპერტს ჯიპიაის პირადი კაბინეტიდან.
- ზონალური პარკირება :
- გახსენი SMS-ით მიღებული უნიკალური ბმული.
- მიუთითე შენი TParking-ის საფულის ნომერი
- დაადასტურე მონაცემების გადაცემა.
- SOCAR Prime (მხოლოდ VISA Infinite-ის მფლობელებისთვის):
- ჩამოტვირთე SOCAR Geo აპლიკაცია და დარეგისტრირდი.
- SOCAR Prime-ის განყოფილებაში დაამატე შენი VISA Infinite ბარათი.
- გაააქტიურე Prime პოლისის შეძენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში
👉 არ გაუშვა შანსი ხელიდან – გააფორმე ან განაახლე ავტოდაზღვევა ჯიპიაიში, გადაიხადე Visa-ს პრემიუმ ბარათით და ისარგებლე ექსკლუზიური კომფორტით მთელი წლის განმავლობაში!

