პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ყველაზე კომფორტული სადაზღვევო მომსახურება

გადაამოწმე, რა თანხის ფარგლებში გინაზღაურდება კონკრეტული სამედიცინო სერვისები. პროცენტული დაფარვები, უკვე გახარჯული და დარჩენილი ლიმიტები შეგიძლია  პირად კაბინეტში ნახო.

სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება სრულად დისტანციურად, ონლაინ შეგიძლია აპლიკაციიდან MyPGI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge.
ანაზღაურების მისაღებად დაგჭირდება: ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი.

როგორ ავინაზღაურო?

  • ამბულატორია

    მომსახურების ანაზღაურება მაშინაა საჭირო, როდესაც სამედიცინო სერვისს არაპროვაიდერ კლინიკაში იღებ, ან პროვაიდერ კლინიკაში მიდიხარ ექიმის მიმართვის გარეშე. ანაზღაურების მიღება ონლაინ შეგიძლია აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge;  თუ უკვე გაქვს ანგარიში, გაიარე ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდი და შექმენი პირადი კაბინეტი, სადაც  ნახავ ველს „სამედიცინო ანაზღაურება“ , რომელზე გადასვლის შემდეგ შეავსებ მარტივ საინფორმაციო ველებს, იქვე ატვირთავ საჭირო დოკუმენტაციას: ფორმა 100-ს, გადახდის ქვითრებს და სალაროს ორდერს. პასუხს სულ რაღაც 20 წუთში მიიღებ სმს-ის სახით. ანაზღაურებული თანხა კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება შენთვის სასურველ  ანგარიშზე. იხილე ინსტრუქცია.
  • მედიკამენტები

    კორპორაციული პაკეტი შესაძლებლობას გაძლევს, ვიწრო პროფილის სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები პირადი ექიმის მიმართვის გარეშე შეიძინო, ამ შემთხვევაში თანხას სრულად იხდი აფთიაქში, შედმეგ კი აინაზღაურებ ონლაინ

    მედიკამენტების დაფარვები და ლიმიტები შეგიძლია შენს პირად კაბინეტში გადაამოწმო.

  • სტომატოლოგია

    კორპორაციული პაკეტით გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში. პარტნიორ კლინიკებში ადგილზევე სარგებლობ თანაგადახდით და ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო აღარაა.

    არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში მიღებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ონლაინ შეგიძლია აპლიკაციიდან MyGPi ან ვებ გვერდიდან mygpi.ge.  გაიარე რეგისტრაცია/ავტორიზაცია, პირად კაბინეტში იხილე ველი „სტომატოლოგიური ანაზღაურება“ და მიჰყევი ველებს. აქვე ატვირთე ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი. პასუხს 20 წუთში მიიღებ სმს-ის სახით. ანაზღაურებული თანხა კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება სასურველ ანგარიშზე. იხილე ინსტრუქცია.
  • ჰოსპიტალიზაცია

    თუ  სასწრაფო და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდა, კლინიკა თავად გვიკავშირდება და დაზღვეულის ან ოჯახის წევრების ჩარევის გარეშე ვაგვარებთ დაფინანსების საკითხს. გარდა ამისა, გადაუდებელი შემთხვევის დროს ჩვენი წარმომადგენელი თავად მოდის კლინიკაში და ოჯახს ეხმარება ყველა საჭირო სადაზღვევო საკითხის მოგვარებაში.

    გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა პროვაიდერ კლინიკაში იღებ მომსახურებას თუ არაპროვაიდერში, აუცილებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნა ოპერაციამდე მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე. საგარანტიო წერილი არის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოითხოვო სადაზღვევო კომპანიისგან და წარადგინო კლინიკაში იმის დასტურად, რომ ოპერაცია გიფინანსდება.
    საგარანტიო წერილის მოთხოვნისთვის საჭიროა, კლინიკიდან ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა (კალკულაცია) და  ფორმა 100 წარმოადგინო. მოთხოვნა შესაძლებელია ონლაინ, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან Mygpi.ge . დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია, "სამედიცინო ანაზღაურების" ნაწილში ნახავ საგარანტიო წერილის გაგზავნის შესაძლებლობას, მიჰყევი ველებს, ატვირთე დოკუმენტები. პასუხს კი 3 სამუშაო დღეში მიიღებ. იხილე ინსტრუქცია.

  • ორსულობა-მშობიარობა

    თუ ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღე, თანხას კლინიკაში სრულად გადაიხდი შენ, შემდეგ კი აინაზღაურებ ონლაინ  აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდით Mygpi.ge.

    გაიარე ავტორიზაცია, იპოვე სამედიცინო ანაზღაურების ველი პირად კაბინეტში, მიჰყევი ინსტრუქციას , იქვე ატვირთე საჭირო დოკუმენტაცია: ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შეემოსავლის ორდერი და გააგზავნე მოთხოვნა ანაზღაურებაზე. პასუხს 20 წუთში, თანხას კი ერთ სამუშაო დღეში მიიღებ სასურველ ანგარიშზე.

     

ხშირად აინტერესებთ

აირჩიე კატეგორია
დატოვეთ შეტყობინება
კლინიკა *
მიუთითეთ სახელი
ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ სახელი
რა პროდუქტი გაინტერესებთ
მიუთითეთ სახელი
შეტყობინება *
ჩაწერეთ ტექსტი
captcha