პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

როგორ დავგეგმოთ დაუვიწყარი მოგზაურობა ოჯახთან ერთად

თუ გრძნობ რომ გადაიღალე, შენს გარშემო მუდმივად სტრესული სიტუაციაა და დასვენება გჭირდება, დროა ჩემოდნები ჩაალაგო. მოგზაურობაზე ფიქრიც კი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, იმისთვის რომ მოგზაურობისას კარგად დაისვენო და ბევრი არ იფიქრო ყველა შენი ნაბიჯი წინასწარ კარგად უნდა დაგეგმო. თუ გინდა ოჯახთან ერთად დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყო,  სულ რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო:

  1.აირჩიე  სასურველი მიმართულება ოჯახის ყველა წევრის ჩართულობით.

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია, სანაპიროზე გსურს დასვენება, თუ ევროპაში დაათვალიერე ჟურნალები, ჰკითხე მეგობრებს ან გაეცანი სააგენტოების შემოთავაზებებს. ჰკითხე ოჯახის წევრებს რა აქტივობები სურთ. თუ უბრალოდ დასვენება და მზეზე წოლა გინდათ აზიის ქვეყნები თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ხოლო თუ არქიტექტურა, მუზეუმები და სანახაობა გსურთ, არჩევანი ევროპაზე უნდა შეაჩეროთ. გაითვალისწინე, საოჯახო მოგზაურობა საუკეთესო მაშინ გამოდის, როცა ყველას სურვილს ითვალისწინებ და მათთვის სასურველ აქტივობებს სთავაზობ. ყველამ უნდა იგრძნოს, რომ გადაწყვეტილების პროცესში მისი აზრიც გათვალისწინებულია.
 

 2. დაჯავშნე საუკეთესო სასტუმრო

დასარჩენად აირჩიე ერთი სასტუმრო, რომელიც ყველა სანახაობასთან ახლოსაა. თუ სანაპიროზე მიდიხარ დასასვენებლად All Inclusive სასტუმრო შენთვის და შენი ოჯახისთვის საუკეთესო გამოსავალია. ტერიტორიის დატოვება იშვიათად მოგიწევთ და არც იმაზე იფიქრებთ ბევრს, სად რა ჭამოთ.

მარტო მოგზაურობისას დიდი ცდუნებაა სასტუმროს ნომრებზე ფულის დაზოგვა. შეგიძლია სასტუმრო ცენტრისგან მოშორებით აიღო და ფეხით იხეტიალო. თუმცა ოჯახთან ერთად მოგზაურობისას უმჯობესია ერთი სასტუმრო აირჩიოთ, რომელიც ჩასვლის დღიდან წამოსვლამდე თქვენი „სახლი" იქნება. ბარგის და ნივთების აქეთ-იქეთ ტარება ძალიან დამღლელია. ამიტომ, უბრალოდ აირჩიეთ სასტუმრო რომელიც ყველა თქვენთვის სასურველ ადგილთან ახლოს იქნება. ნუ დატვირთავთ თითოეულ დღეს ბევრი აქტივობით, ხანდახან უბრალოდ სასტუმროს აუზზე მთელი დღის გატარებაც ძალიან სასიამოვნოა. 
 

 3. არ წაიღო მოგზაურობაში გაჯეტები.

თუ გსურს ოჯახთან ერთად დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყო, რომელშიც ყველა წევრი მთლიანად იქნება ჩართული არცერთმა თქვენგანმა არ უნდა გამოიყენოს ტექნიკური მოწყობილობები - არც ერთი წამით. მხოლოდ ფოტოაპარატი შეგიძლიათ გამოიყენოთ საუკეთესო წამების აღსაბეჭდად და ისიც მცირე ხნით. გაუთავებელი ფოტოების გადაღება დამღლელია და ბევრ დროს გართმევთ. გაერთეთ, ჩაერთეთ ყველა საბავშვო აქტივობაში. ერთად იფიქრეთ რისი გაკეთება გსურთ მეორე დღეს და ნუ დაკარგავთ ძვირფას წუთებს სოციალურ ქსელებში. მოწყდით სამსახურს და არც ერთ შემთხვევაში არ იფიქროთ სახლში დატოვებულ პრობლემებზე.
 

 4. არ დაზოგო ფული მოავლისთვის.

 

მოგზაურობაში ყოფნისას ყველა ის სიამოვნება უნდა გამოსცადო, რაც საზღვარგარეთ ყოფნას ახლავს თან. გახსოვდეს, ეს დღები არ განმეორდება და სახლში დაბრუნებისას ბევრი რამის გაკეთებას ვეღარ შეძლებ. ეცადე ყველა აქტივობა მოსინჯო, სასტუმროს ყველა მაღალი კლასის სერვისი გამოიყენო, იარო საუკეთესო რესტორნებში, იშოპინგო, იფრინოთ პარაპლანით, ჩაერთოთ საბავშვო აქტივობებში და ივახშმოთ მეუღლესთან ერთად განსაკუთრებულ ადგილას  - გააკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურს შენი ბიუჯეტის ფარგლებში. ოჯახური დასვენების დროს ფულის დაზოგვას ყოველთვის კომფორტული სერვისებით სარგებლობა სჯობს. დააგროვე რაც შეიძლება მეტი და სასიამოვნო ემოცია, ხარჯებზე ნერვიულობას სახლშიც მოასწრებთ.
 

5. ფრენისთვის საჭირო დოკუმენტები ყოველთვის ერთ ადგილას შეინახე.

 

 

სამოგზაურო დაზღვევა, პასპორტი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი - ეს სამი ნივთი მთელი მოგზაურობისას თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. შეინახე ყველაზე დაცულ ადგილას და ყოველთვის ერთ ჩანთაში, არ გადააადგილოთ ხშირად, რადგან შეიძლება დაგავიწყდეს ან დაკარგო. წასვლამდე კარგად გაიგეთ, როგორ უნდა ისარგებლო სამოგზაურო დაზღვევით - იმედია არ დაგჭირდება , მაგრამ თუ დაგჭირდა, მშვიდად მიიღებ მომსახურებას.

 

უკან დაბრუნება