პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

როგორ დავზოგოთ ფული ავტოდაზღვევაზე ანუ ამბავი იმისა, თუ როგორ ვიხდით ზედმეტს

პირველი ავტომობილი პირველი შვილივითაა. ყველაზე ლამაზია, განსაკუთრებულად გიყვარს, განსაკუთრებულად უფრთხილდები და გინდა ყველაფრისგან დაცული იყოთ- ისიც და შენც.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ავტომობილის ყოლა სიამოვნებასთან ერთად გაუთვალისწინებელ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. შესაბამისად, როგორც კი ნანატრი ავტომობილი შევიძინე, მაშინვე დაზღვევის დავიწყე ფიქრი.

ჩემი შემოსავლისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ სრული სადაზღვევო პაკეტი მინდოდა, პასუხისმგებლობის დაზღვევის ჩათვლით, თუმცა პრიორიტეტი ბიუჯეტი იყო-რაც შეიძლება, დაბალ ფასად უნდა მომერგო.

საქმე გავიმარტივე და ონლაინ დავიწყე ავტოდაზღვევის ყიდვის პროცესიც.

ჩავწერე მანქანის მონაცემები - ფასი 7000$ , ჩემი ასაკი 30 წელი და ფრანშიზას ცივად და ამაყად ავუარე გვერდი. შედეგმაც არ დააყოვნა და სადაზღვევო პრემია 400$ გამოვიდა , თვეში დაახლოებით 35$. ლარის კურსი გამახსენდა და მოვიწყინე.

არაპროგნოზირებადი კურსის გათვალისწინებით, რამდენი თანხის გადახდა მომიწევდა ყოველთვიურად, რამდენ რამეზე უნდა მეთქვა უარი, ცოტა შემეშინდა და ორი წუთის წინ ამაყად გამოტოვებული ფრანშიზის გრაფისკენ გავაპარე თვალი. უნდა მეცადა.

სანამ ფრანშიზის სიკეთეებზე მოგიყვებოდეთ, ორი სიტყვით აგიხსნით საერთოდ რა არის ეს ფრანშიზა. მარტივად, რომ ვთქვათ, ეს არის ის თანხა, რომელიც ზარალს გამოაკლდება ანაზღაურების დროს, ანუ შენი ზარალის დარეგულირებაში გარკვეულ თანამონაწილეობას აკეთებ. ახლა იტყვით, რად მინდა თანამონაწილეობა, მირჩევნია დაზღვევამ ამინაზღაუროს ყველაფერიო და მეც დაგეთანხმები, ისევე როგორც მძღოლების ალბათ სრული უმრავლესობა. არაა ურიგო თუნდაც 10 ლარიანი ზარალიც რომ აგინაზღაურდეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა არც თუ ისე ჭკვიანურია, როდესაც ფასი შენთვის მნიშვნელოვანია. ფრანშიზას თუ აირჩევ, დაზღვევის ღირებულება საშუალოდ 20%-ით შეგიმცირდება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

გავაგრძელოთ ფრანშიზაზე საუბარი.... ფრანშიზა შეიძლება იყოს ზარალიდან ან სადაზღვევო შემთხვევიდან გარკვეული პროცენტი, შენს სურვილზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტია ფრანშიზის პროცენტი, მით მეტად გიმცირდება ყოველთვიური ღირებულება, შესაბამისად, ზოგავ მეტს.

ჩემს შემთხვევაში, გადავწყვიტე ჯერ 1% მეცადა სადაზღვევო თანხიდან (ანუ ავტომობილის ღირებულების 1%). დავიწყე შესაძლო სცენარების შემუშავება და გამოთვლა, რამდენად მომგებიანი იქნებოდა ჩემთვის ფრანშიზა. სცენარი ასე განვავითარე: თუ რომელმე შემთხვევისას ჩემი ზარალი 1000 ლარი იქნებოდა, ჩემი თანამონაწილეობა გამოვიდოდა 70$ (რადგან მანქანის ღირებულება 7000 დოლარია). ლარში, დაახლოებით, 215₾ და ამ 1000-დან ამინაზღაურდებოდა 785₾.

ცუდი არ იყო...

და გადასახდზე ეს როგორ იმოქმედებდა? აი,აქ უფრო კარგ ხასიათზე დავდექი- 1%-იანმა ფრანშიზამ დაზღვევის ღირებულება 100$-ით შემიმცირა.

იმავე პრინციპით, ავირჩე 2%-იანი ფრანშიზა და ამჯერად, 150$-იანი სხვაობა მომცა ღირებულებაში. დამეთანხმებით , რომ დიდი ეკონომიაა. სხვა განსხვავება უფრანშიზო და ფრანშიზიან პაკეტებში არ არსებობს.

აქ ბევრი აღარ იყო საფიქრელი.

საბოლოოდ, 2%-იან ფრანშიზაზე გავაკეთე არჩევანი, მანქანა თვეში 20$-ად დავაზღვიე და ყოველთვიურად 15$-იანი ეკონომია გავაკეთე. რეალურად, მე მცირე ზარალები ჩემს თავზე ავიღე და პრემიის ღირებულების შემცირების ხარჯზე, მსხვილი რისკებისგან დავიზღვიე თავი.

ვფიქრობ, ჭკვიანური არჩევანი გავაკეთე.

შენც სცადე და   მოირგე შენთვის შესაფერისი სადაზღვევო პაკეტი.

უკან დაბრუნება