პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
მიიღე შეთავაზებები პირველმა
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ : კომპენსაცია 150 000 ლარი

სამწუხაროდ, ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც მოხვედრილა ფეისბუკჯგუფში, სადაც სიმსივნით დაავადებული ადამიანისთვის მეგობრები და ახლობლები მის სამკურნალოდ ფულს აგროვებენ. სიმსივნესთან ბრძოლა იმდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ ადამიანებს არა მხოლოდ მოახლოებული სიკვდილი აშინებთ, არამედ მოახლოებული გაღარიბებაც.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს იმ ადამიანების ზუსტი სტატისტიკა, რომლებიც სიმსივნით არიან დაავადებულნი, სოციალურ ქსელებში მომრავლებული ასეთი ტიპის პოსტებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მათი რიცხვი არცთუ ისე ცოტაა.

სწორედ ამიტომ, რამდენიმე წელია, რაც „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბაზარზე ახალი პროდუქტი, „ონკო ქეარი“ შემოიტანა. როგორც თავად „ჯიპიაის“ გაყიდვების მენეჯერები ამბობენ, მათ ცოტა გაუძნელდათ კიდეც პროდუქტის მომხმარებლისთვის გაცნობა , რადგან თემა საკმაოდ სენსიტურია და ფსიქოლოგიურად ცოტა რთულია კლიენტებთან ამ თემაზე კომუნიკაცია. თანაც, ჩვენს კულტურაში სიკვდილზე ან სიკვდილის საფრთხის შემცველ დაავადებებზე საუბარს ერიდებიან. თუმცა, ამოსავალი წერტილი მაინც იყო და არის ძალიან მაღალი საჭიროება მსგავსი ფინანსური დაცვის, როდესაც ეს ადამიანს ყველაზე მეტად შეიძლება დასჭირდეს - როდესაც სერიოზული დაავადების პირისპირ დგება. სწორედ ამგვარი შემთხვევების დასაზღვევად შეიქმნა „ონკო ქეარი“ - დაზღვევა, რითაც სოლიდური კომპენსაცია გაიცემა კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე პაციენტის სასარგებლოდ.

ლელა ჩომახაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „ონკო ქეარი“ შეიძინა. როგორც ლელა  მიხსნის, პროდუქტი ახალი შემოსული იყო, როცა მისი მამა ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა. სწორედ მაშინ, მან, უბრალოდ, გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა ამ დაზღვევით შვილების დაზღვევა. ყოველთვიური გადასახადი იმდენად ცოტაა (თვეში 5 ლარიდან), რომ სულ ცოტა ხანში ყველას დაავიწყდა ამ კონკრეტული დაზღვევის არსებობის შესახებ და ყოველთვიურად ხელფასიდანაც თანხა ავტომატურად იჭრებოდა.

მთავარი უსიამოვნო ამბავი კი მოულოდნელად მოხდა: ლელას 27 წლის ქალიშვილს თავის გაუჩერებელი ტკივილები დაეწყო.

„ნინო დაზღვეული იყო სხვა კომპანიაში, ამიტომაც იმ კომპანიის ყველა პროვაიდერი კლინიკა მოვიარეთ. მთელი 2 წელი ექიმიდან ექიმთან გადავდიოდით, მაგრამ არცერთ ექიმს არ მოსვლია თავში აზრად, ჩემი გოგო MRI კვლევებზე გაეგზავნათ. დრო გადიოდა, ნინოს ტკივილი უმძაფრდებოდა, ბოლოს სასწრაფოსაც ვიძახებდით ხოლმე, დისბაქტერიოზი ეწყებოდა, როგორც კი თავი ასტკივდებოდა“, - იხსენებს ლალი.

ამ წლების განმავლობაში გოგონას მხედველობა გაუფუჭდა, სმენა დაუქვეითდა, საშინელი სისუსტე და თავბრუსხვევა დასჩემდა. მის მკურნალობას კი უკვე არსებული დაზღვევაც ვეღარ სწვდებოდა, ისეთ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

საბოლოოდ კი, როგორც იქნა, ისეთ ოჯახის ექიმთან მივიდნენ, ვინც პირდაპირ ნევროლოგთან გაუშვა, მან კი - MRI კვლევა გააკეთებინა. კვლევამ კი ნამდვილი პასუხი აჩვენა, ის, რის გამოც ექიმიდან ექიმთან გადადიოდნენ, რის გამოც ამაოდ იზრდებოდა ნინოს ისტორია კლინიკაში. ინგოროყვას კლინიკაში ნინოს ასტროციტომა, ანუ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.

„ისეთი გადაღლილები ვიყავით უკვე, რომ რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, რადგან ამდენი წვალების შემდეგ ნამდვილი მიზეზი გავიგეთ, გამიხარდა კიდეც. ჩემს თავს არ მივეცი სტრესში ჩავარდნის უფლება და ჩემი ტვინი მაშინვე იმაზე ფიქრის რეჟიმში გადავიდა, რომ მიზეზი დადგენილია, ახლა კი სიმსივნეს უნდა ვებრძოლოთ!“, - იხსენებს ლელა.

დედა-შვილი ერთმანეთს შეჰყურებდა, ბოლოს ლელამ ჩაილაპარაკა, „როგორც იქნა, თავის ტკივილის ნამდვილი მიზეზი ვიპოვეთო“ და ექიმის კაბინეტიდან გამოვიდნენ.

კლინიკიდან გამოსულები, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ იმით, რა თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული მომდევნო კვლევები და ოპერაცია და იქ გაახსენდათ „ონკო ქეარი“!

ლელა საბუთებს ჩაუჯდა, მოიკვლია და აღმოაჩინა, რომ მოთხოვნილი საბუთებიდან მხოლოდ მორფოლოგიური კვლევა, ანუ ბიოფსია აკლდათ. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ტიპის სიმსივნეზე (თავის ტვინის) ბიოფსია ვერ და არ კეთდება, რადგან ოპერაციის რისკი ისედაც საკმაოდ მაღალია. თუმცა მენეჯერს, რომელმაც ნინოს საბუთები ჩაიბარა, არ მოუთხოვია ეს კონკრეტული საბუთი. შემდეგ, მოითხოვეს დოკუმენტაცია წინა სამედიცინო კვლევებიდან და რადგან ნინოს ისტორია 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა ექიმის მიერ ხელით ივსებოდა და იწერებოდა, ჯერ ექიმების ხელნაწერი გაარჩიეს, შემდეგ კი ეს ამდენი ტექსტი გადათარგმნეს. საბოლოოდ, ნინოს მთელი ისტორია ჟენევაში გაიგზავნა გადამზღვევთან შესათანხმებლად.

ლელა ბოლომდე დარწმუნებული იყო, მოთხოვნილი თანხა აუცილებლად აუნაზღაურდებოდათ, თუმცა დროის მოგების მიზნით, ოჯახმა მაინც გადაწყვიტა დაზღვევის ამოქმედებამდე თანხის მოძიება. ნინოს მეგობრები და ახლობლები, ნათესავები, თანამშრომლები - ყველა ჩაერთო თანხის შეგროვების გრძელ პროცესში.

ამ შეგროვილი თანხით ნინო და მისი ძმა გერმანიაში გამოკვლევებზე წავიდნენ. 5 დიდ კლინიკაში იყვნენ. ზოგმა ვერ გაბედა ნინოსთვის ოპერაციის გაკეთება, ზოგთან კი - წარმოუდგენლად ძვირი ჯდებოდა. ბოლოს შეარჩიეს: ჩარიტეს კლინიკა, სადაც ოპერაციის ღირებულება 40 000 ევრო უთხრეს.

„ჩვენი ქირურგების სასიკეთოდ ის მინდა ვთქვა, რომ მე არ მეპარებოდა მათ პროფესიონალიზმში ეჭვი, თუმცა საქართველოში გერმანიასთან შედარებით გაცილებით სუსტი ტექნიკური ბაზა გაგვაჩნია, ამიტომაც თავად ქართველმა ნეიროქირურგებმა გვირჩიეს გერმანიაში ოპერაციის გაკეთება“, - იხსენებს იმ დღეებს ლელა.

ის დღეები კი ძალიან რთული იყო: 27 წლის გოგოს ოპერაციისგან გადარჩენის შემთხვევაში ყველა საშინელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა: მხედველობის დაკარგვას, სმენის დაქვეითებას, ხელ-ფეხის პარალიზებას და სხვა ათას რამეს.

მაგრამ ნინოს არაფრის გაგონება არ სურდა და ოპერაციის დღის დანიშვნას მოთმინებით ელოდა“, - ამბობს ლელა. ოპერაცია 2020 წლის 3 იანვარს დაინიშნა. „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ კი ნინოს ანგარიშზე ფული დეკემბრის ბოლოს ჩარიცხა.

„150 000 ლარი რომ დაჯდა ანგარიშზე, ვერც კი ვიჯერებდით. გარდა ამისა, „ჯიპიაის დახმარების ფონდიც“ დაგვეხმარა და ასე შეგროვილი ფულით წავედით ბერლინში ოპერაციის გასაკეთებლად“, - ამბობს ლელა.

და როცა ნინომ ნარკოზის შემდეგ გაიღვიძა, მიხვდა, რომ აღარც თავი სტკიოდა, უკეთაც ხედავდა და კარგად ესმოდა. გულშემატკივრები ფეისბუკჯგუფში ელოდნენ, რომელიც ინფორმაციის გავრცელებისთვის გააკეთეს. ნინომ კი გაღვიძების შემდეგ თავად დაპოსტა, რომ გამოჯანმრთელდა!

საბოლოოდ ოპერაცია შედეგიანი აღმოჩნდა, თანხები კი - ანაზღაურებული. ნინო ჯერ კიდევ გადის რეაბილიტაციის პროცესს, თუმცა უკვე მუშაობს კიდეც.


 

უკან დაბრუნება