ორი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. პრობლემა ერთი შეხედვით მარტივი იყო, თუმცა კონსულტაციებში, გამოკვლევებსა და მედიკამენტებში მთელი ჩემი დანაზოგი დავხარჯე. მაშინ მივხვდი, რომ ამ ხარჯებს ჩემს თავზე ვეღარ ავიღებდი და ჯანმრთელობა სანდო და პასუხისმგებლიან სადაზღვევო კომპანიაში უნდა დამეზღვია. მეგობრემა ჯიპიაი მირჩიეს და აგერ უკვე ორი წელია ჩემს სამედიცინო ხარჯებს ჯიპიაი პატიოსნად ფარავს. მეც მშვიდად ვარ, აღარ მეშინია, რომ მკურნალობისთვის საკმარისი თანხა არ მექნება და სამედიცინო მომსახურების გარეშე დავრჩები.
ორი წელია პოლისი მედით ვსარგებლობ და მივხვდი რამდენად აუცილებელია გქონდეს დაზღვევა. ამ ხნის განმავლობაში რა მომსახურებითაც ვისარგებლე იმაზე მეტი დაფინანსება მივიღე ვიდრე დაზღვევაში ვიხდი. პირად ექიმთან ვიზიტი 100%-ით მეფარება. სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ვიზიტისას, გამოკვლევებზე, ანალიზებსა და მედიკამენტებში კი მხოლოდ ჩემს მცირე წილს ვიხდი, დანარჩენს კი მომენტალურად ჯიპიაი ფარავს. არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება მხოლოდ საკუთარი ფინანსების იმედად ვიყოთ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. მთვარია ჯანმრთელობა სანდო სადაზღვევო კომპანიას ვანდოთ. მიხარია, რომ ჯიპიაი ავირჩიე და უკვე ორი წელია მისი ერთგული მომხმარებელი ვარ.