მოგვწერეთ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
 

პოლისი-მედი არ არის მიზანშეწონილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებისთვის. პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ პოლისი-მედიქეარს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახელმწიფო საბაზისო პაკეტის პირობებს. პოლისი-მედიქეარის შესაძენად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიყენეთ ჩვენი ონ-ლაინ დახმარება. ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადასამოწმებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505.

აგენტის გამოძახება
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
შეუკვეთეთ ონლაინ
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
პოლისის შეკვეთა
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა!
ვიდეო
ჯანმრთელობა

სიახლეები

შეუკვეთე პოლისი

ონ-ლაინ დახმარება

 
02/27/2018

“ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი სავაჭრო ცენტრ „თერგში“ მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა

სავაჭრო ცენტრ „თერგში“ მომხდარ ხანძარს “ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი,  პაატა ლომაძე ტვ პირველის „საქამიან დილის“  ეთერში გამოემხაურა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მცირე მეწარმე დაზღვეულია  „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მათგან ზარალის შესახებ გაცხადებების მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა სადაზღვევო კომპანია ჯერ-ჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას მეწარმეების სრული ზარალის შესახებ.
„ხანძრები ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მაღალი დონის ხანძარ საწინააღმდეგო სისტემები აქვთ, ერთადერთი გამოსავალი, რომ ადამიანებმა თავის სარჩო საბადებელი არ დაკარგონ არის დაზღვევა, ეს რეალურად გააცნობიერა სახელმწიფომ და სწორედ ამიტომ შეიმუშავა კანონი, რომელიც ეხება მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევას, აღნიშნული კანონი გულისხმობს სავაჭრო ცენტების, სასტუმროების, ბენზინ და გაზგასამართ სადგურების მფლობელთათვისთვის და არა იქ მომუშავე პირებისთვის მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევას“, -აღნიშნავს პაატა ლომაძე
აღნიშნული დაზღვევა ითვალისწინებს, არა მარტო ქონებაზე მიყენებული ზარალის  ანაზღაურებას არამედ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
მთავრობის დადგენილების თანახმად  საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება.

„ჩვენი კომპანიის სტარტეგია სწორედ ის არის, რომ ორიენტირებულები ვართ მცირე და საშუალო კომპანიის სადაზღვევო  პაკეტებზე და ჩვენს მომავალს სწორედ ამაში ვხედავთ. ჩვენი კომუნიკაცია აგებულია იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით საქმიანობენ, ქმნიან პროდუქციას, ჩვენ მოვუწოდებთ მათ მოქმედებისკენ.“
„გასულ წელს მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზები ვერ დგინდება, არც ბრალეულობა იკვეთება, ადამიანები კი რჩებიან იმედის გარეშე, მეწარმეები მიდიან სახელმწიფო სექტრებთან  და ითხოვენ მილიმალურ დახმარებას. სწორედ ამიტომ მიიღო სახელმწიფომ კანონი, მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხიმსგებლობის დაზღვევის შესახებ, ამ შემთხვევაში კი დაზღვევა მათ აუნაზღაურებს ზარალს, დაზრვევის მინიმალური ლიმიტი 15 000 ლარია, მაგრამ თუ მეწარმემ განიცადა ნახევარმილიონიანი ზარალი, მას შეუძლია დაზრვევის დროს გაზარდოს ლიმიტი“- განაცხადა პაატა ლომაძემ
2017 წლის გახშირებული ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების ფონზე, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმეების ინფორმირებას,უხსნიდნენ მათ ქონების დაზღვევის მნიშვნელობას და ხელმისაწვდომობას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომართვიანობა გასამმაგდა,თუმცა ეს საკმარისი არ არის. სადაზღვევო კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას წელსაც აქტიურად განაგრძობს, ახალი კანონის ფარგლებში შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე დეტალური ინფორმაციას მიაწვდიან  იმ მცირე მეწარმეებს ვისთვისაც არ არის სავალდებულო დაზღვევის შეძენა, აუხსნიან მათ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობასა და სარგებლობას.
დაზღვევა ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, ეს არის ერთადერთი ფინანსური მექანიზმი გაუთვასლიწინებელ შემთხვევებში რისკების თავიდან ასაცილებლად. დაზღვევით მეწარმეს აქვს მეტი შესაძლებლობა და გამბედაობა, აკეთოს საქმე ,რადგან იცის, რომ რისკები დაზღვეული აქვს. ამსათან, რაც უფრო განვითარებულია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო განვითარებულია დაზღვევა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პირდაპირ კავშირშია განვითარების მხარდაჭერასთან. რადგან წარმატებისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებებით არის სავსე, დაზღვევა კი ამ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება დაზღვეულებს. ამიტომ სადაზრვევო კომპანიის ამოსავალი წერტილია, შექმნას ისეთი სისტემები და სოლიდური ფინანსური საფუძველი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს სადაზღვევო სისტემაში და შეუქმნან მათ მშვიდი მომავლის გარანტიები.

უკან დაბრუნება




გამოიძახეთ აგენტი
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
დაითვალეთ თქვენი პენსია