სამედიცინო დიაგნოზი ევროპელი ექიმებისგან
საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზა
ხშირად დასმული კითხვები
რა აროს Diagnose.me?
Diagnose.me ციფრული პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან ალტერნატიული სამედიცინო დიაგნოზის მიღების შესაძლებლობას. მისი მეშვეობით შესაძლებელია დიაგნოზის გადამოწმება, მკურნალობის გეგმაზე კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მეორე სამედიცინო მოსაზრების მიღება.
ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ სერვისით?
სერვისი ხელმისაწვდომია იმ პირებისთვის, ვინც ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევით 2025 წლის 15 ივლისიდან სარგებლობს. ის გათვალისწინებულია როგორც ონკოლოგიური, ისე სხვა ტიპის საეჭვო ან დადასტურებული დიაგნოზების შემთხვევაში.
წელიწადში რამდენჯერ შემიძლია ვისარგებლო ამ მომსახურებით?
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია წელიწადში სამჯერ
როგორ მუშაობს ეს პროცესი?
მომხმარებელი აგზავნის თავის დიაგნოზს, ანალიზების პასუხებს და სიმპტომების ჩამონათვალს. მომხმარებელი თავად ირჩევს სპეციალისტს, ან პლატფორმა სთავაზობს შესაძლო ვარიანტებს, საიდანაც შეუძლია არჩევანის გაკეთება. ექიმი დოკუმენტაციის გაგზავნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გზავნის დასკვნას წერილობით. დასკვნის მიღების შემდეგ, კითხვების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სპეციალისტთან ვიდეოზარიც.
რა ენებზე არის ხელმისაწვდომი სერვისი?
Diagnose.me-ს სერვისის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, რომელსაც მომხმარებელი აირჩევს. პლატფორმა თავად უზრუნველყოფს ყველა საჭირო მასალის თარგმნას ქართულად და სხვა უცხო ენებზეც – თარგმნა უფასოა.
ექიმი უშუალოდ დანიშნულებას მომცემს?
არა. ექიმები გასცემენ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას, მაგრამ არ დანიშნავს კონკრეტულ სამკურნალო მედიკამენტებს.
Diagnose.me

