პოლისი კომფორტი
დააზღვიე რემონტი, ავეჯი და ტექნიკა მოსალოდნელი რისკებისგან

ხელმისაწვდომი

ლოიალური

კომფორტული
25 ₾-დან
აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი
სტანდარტი
25 ₾
თვეში
120კვ. მდე

მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა

გათბობის სისტემების დაზიანება

კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა

სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი

ხანძარი, კვამლი, აფეთქება

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება (ვანდალიზმი)
პრემიუმი
35 ₾
თვეში
ყველაზე პოპულარული პაკეტი ოპტიმალური ფასით

მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა

გათბობის სისტემების დაზიანება

კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა

სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი

ხანძარი, კვამლი, აფეთქება

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

ბინის ქირის ანაზღაურება
რა მომსახურებები მიფინანსდება?
სადაზღვევო რისკები
შენი ბინა დაზღვეული იქნება – მეზობლისგან წყლის ჩამოსვლისგან, გათბობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა თუ ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლისგან, სტიქიური მოვლენების -სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი – შედეგად მიყენებული ზარალისაგან, ხანძრისა და აფეთქებისგან, ქურდობის, ძარცვა-ყაჩაღობისგან და ვანდალიზმის შედეგად მიყენებული ზიანისგან.
ბინის ქირა
თუ შენი ბინა დაზიანების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, პრემიუმ პაკეტით უზრუნველყოფილი იქნები ბინის ქირით 3 თვის განმავლობაში.
სადაზღვევო ლიმიტები
პოლისის ღირებულება 25 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ბინის ფართობზე. სადაზღვევო ლიმიტი, იგივე, ჯამური თანხა , რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია ბინა, სადაზღვევო პაკეტზეა დამოკიდებული:
- სტანდარტი – შიდა მოპირკეთება 350 ₾-მდე 1 კვ.მ-ზე, ავეჯი და ტექნიკა 15 000 ₾-მდე;
- პრემიუმი – შიდა მოპირკეთება 600 ₾-მდე 1 კვ.მ-ზე, ავეჯი და ტექნიკა 20 000 ₾-მდე.
პასუხისმგებლობის დაზღვევა
მეზობლებთან უთანხმოების თავიდან ასარიდებლად, შერჩეულ პაკეტს შეგიძლია, დაამატო პასუხისმგებლობის დაზღვევა თვეში მხოლოდ 6 ლარად. იმ შემთხვევაში, თუ შენ გამო მეზობლის რემონტი ან საყოფაცხოვრებო ნივთები დაზიანდა, მას 10, 000 ლარამდე კომპენსაციას ჩვენ გადავუხდით.
როგორ მივიღო მომსახურება?
როგორ გავაკეთო განაცხადი ანაზღაურებისთვის?
ზარალის ასანაზღაურებლად განაცხადი უნდა დააფიქსირო ცხელ ხაზზე 032 2 605 111 , რის შემდეგაც დაგიკავშირდება მენეჯერი, მოვა მისამართზე, შეაფასებს ზარალს და ანაზღაურება გაიცემა დოკუმენტების წარდგენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
თუ სტიქიური მოვლენების შედეგად დამიზიანდა რემონტი, ამინაზღაურდება?
თუ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ბინის რემონტი ან ავეჯი, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ აუცილებელია, გარემოს დაცვის სააგენტოდან მივიღოთ მეტეოროლოგიური ცნობა კონკრეტულ პერიოდში სტიქიის მოცულობის შესახებ. თუ ამ მონაცემების მიხედვით, სტიქიური მოვლენის მასშტაბები დასაშვებზე მეტი იყო, ზარალი აგინაზღაურდება.
თუ დაზიანდა ჩემი და ჩემი მეზობლის რემონტი, ორივე ბინის სარემონტო ხარჯებს აანაზღაურებთ?
პოლისი კომფორტით ანაზღაურდება შენი ბინის სარემონტო ხარჯები, მეზობლის ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ შეძენილი გაქვს მესამე პირის პასუხისმგებლობის დამატებითი დაფარვა (თვეში 6 ₾, ლიმიტი 10 000 ₾).
თუ მე და ჩემს მეზობელს ,ორივეს, გვაქვს ბინა დაზღვეული და მისგან ჩამომივიდა
ამ შემთხვევაში მეზობლის სადაზღვევო პაკეტის ლიმიტიდან მოხდება კომპენსაციის გაცემა, რადგან მის გამო დაზარალდი და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
როგორ დავამატო ახალი ნივთები ჩემს სადაზღვევო პაკეტში?
ახალი ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამატება სადაზღვევო პაკეტში პირადი კაბინეტიდან შეგიძლია- მიუთითე ნივთების სახეობები და ღირებულება. ახალი ნივთების დამატებით პოლისის ღირებულება არ გაიზრდება.
შემიძლია თუ არა ნივთებში დავამატო ძვირადღირებული სამკაულები?
სამწუხაროდ, სამკაულებს დაზღვეულ ნივთებში ვერ დაამატებ.
თუ სახლი ამა თუ იმ მიზეზით ისე გამინადგურდა, რომ ვერ შევძლებ ცხოვრებას , რაიმე დამატებითი მომსახურებით ვისარგებლებ?
თუ სტიქიური მოვლენების, ხანძრის ან აფეთქების გამო ბინაში ცხოვრება შეუძლებელია, შენი და შენი ოჯახის ბინით უზრუნველყოფაზე ჩვენ ვიზრუნებთ და 3 თვის განმავლობაში 500$-მდე ღირებულების ბინის ქირას გადაგიხდით. ეს დრო საკმარისი იქნება, რომ შეძლო ბინის აღდგენა და მოწესირგება. გაითვალისწინე, რომ ამ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ პრემიუმ პაკეტითაა შესაძლებელი
მოქმედებს თუ არა ფრანშიზა პოლისი კომფორტზე და რა შემთხვევაში?
პოლისი კომფორტი ითვალისწინებს ფრანშიზას – შიდა მოპირკეთებაზე ზარალის 5%, მინიმუმ 250 ₾; შიგთავსზე 150 ₾ თითოეულ შემთხვევაზე.
შეგახსენებთ, რომ ფრანშიზა არის თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება და გამოაკლდება ასანაზღაურებელ ზარალს.
რატომ უნდა დააზღვიო ბინა პოლისი კომფორტით?
ხელმისაწვდომობა
თვეში მხოლოდ 25 ლარიდან შესაძლებელია 10 000 ლარის ფარგლებში დააზღვიო რემონტი, ძვირფასი ავეჯი, ტექნიკა და მშვიდად იყო.
ლოიალობა
პოლისი კომფორტის პრემიის 10% გროვდება ბრუნოს ქულების სახით, რომელსაც ამავე პოლისის განახლებისას ან ახლის შესაძენად გამოიყენებ.

