დააზღვიე ქონება „კომფორტით“ ან „ჩემი სახლით“ და მიიღე სპეციალური ფასდაკლება პროექტირებასა და სარემონტო მასალებზე რუმ დიზაინში

გამოქვეყნდა

თებერვალი 19, 2026

სახლი მხოლოდ კედლები არ არის  ეს არის სივრცე, სადაც ვქმნით ისტორიებს, სიმშვიდეს და კომფორტს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენი ქონება იყოს დაცული, ხოლო მისი ინტერიერი გამორჩეული.

იმისთვის რომ შენი სახლის ინტერიერიც გამორჩეული იყოს და თავიც დაცულად იგრძნო „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და გალერეა რუმ დიზაინი დამეგობრდნენ.

თუ შენს ქონებას  დააზღვევ ჯიპიაის  პოლისით “კომფორტი” ან “ჩემი სახლი” , მიიღებ ფასდაკლებას ავეჯსა და სახლის ინტერიერის დიზაინის სერვისებზე რუმ დიზაინთან.

– სახლის პროექტირებასა და დიზაინზე  10% ფასდაკლება გექნება რუმ დიზაინ სტუდიოში.

მიიღებ პროფესიონალურ ინტერიერის დიზაინს, სივრცის დაგეგმარებას და ინდივიდუალურ კონცეფციას  შენი ცხოვრების სტილის შესაბამისად.

 –  მაღალი ხარისხის ევროპულ ავეჯზე, ინტერიერის მოსაწყობ  და მოსაპირკეთებელ   პროდუქციაზე  20% ფასდაკლება გალერეა რუმ დიზაინში.

„გალერეა რუმ დიზაინი“ არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა მაღალი კლასის მომსახურებით ისარგებლონ  გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში.

კომპანია აცნობიერებს, რომ თითოეული ადამიანი განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ თითოეულ პროექტს ინდივიდუალური მიდგომით ეკიდება ყურადღებით ისმენს სურვილებს, ითვალისწინებს მოთხოვნებს და ფანტაზიას რეალობად აქცევს.

აქ, ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველაფერი, რაც თქვენი ოცნების სახლისთვის არის საჭირო  ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია, მაღალი ხარისხის მასალები და პროფესიონალური კონსულტაცია.

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111