ჯიპიაი ექსკლუზივი
ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა პრემიუმ პირობებით

მაღალი ლიმიტები

საზღვარგარეთ დიაგნოსტიკა

თავისუფალი არჩევანი
72 ₾-დან
ფასდაკლება 10%
აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი
ჯიპიაი ექსკლუზივით შეგიძლია ქვეყნის 100-მდე წამყვან კლინიკაში მიიღო მომსახურება მხოლოდ პირადობის მოწმობით- გადაიხდი მხოლოდ შენს წილს და ანაზღაურების მისაღებად აღარ დაგჭირდება ქვითრებისა და დოკუმენტების შეგროვება.
სტანდარტი
72 ₾-დან
თვეში
საბაზისო დაცვა ძირითადი სამედიცინო მომსახურებებით

ულიმიტო ამბულატორია

თავისუფალი არჩევანი პროვაიდერ და აპაპროვაიდერ კლინიკებში

ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაცია

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100%
კლასიკი
83 ₾-დან
თვეში
ყველაზე პოპულარული პაკეტი ოპტიმალური ფასით

ყველა პროვაიდერი კლინიკა

პირადი ექიმი 100%

გეგმიური ოპერაციების ანაზღაურება

ამბულატორიული ანაზღაურება

თავისუფალი არჩევანი
პრემიუმი
106 ₾-დან
თვეში
პრემიუმ მომსახურება მაქსიმალური ბენეფიტებით

ყველა პროვაიდერი კლინიკა

პირადი ექიმი 100%

მაღალი ლიმიტები

თავისუფალი არჩევანი

საზღვარგარეთ დიაგნოსტიკა

ულიმიტო სტომატოლოგია
რა მომსახურებები მიფინანსდება?
პირადი ექიმი/პედიატრი
დაზღვევისთანავე მომსახურე კლინიკაში ირჩევ პირად ექიმს/პედიატრს, რომელიც იცნობს შენს სამედიცინო ისტორიას, აკონტროლებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაძლევს რეკომენდაციებს, საჭირო მიმართვებს და გეხმარება ამბულატორიული მომსახურების მიღებაში.
პირადი ექიმი გაძლევს რეკომენდაციებს, გიმზადებს საჭირო მიმართვებს ამბულატორიული მომსახურების მისაღებად.
პირადი ექიმის ან პედიატრის არჩევა შეგიძლია ჩვენს მომსახურე კლინიკებში დაზღვევის გაფორმებისთანავე.
პირადი ექიმის ასარჩევად დაუკავშირდი მხარდაჭერის გუნდს ნომერზე 0322505111 ან დაჯავშნეს პირველი ვიზიტი ონლაინ აპლიკაციით Mygpi ან პირად კაბინეტში MYGPI.GE
ორსულობა-მშობიარობა
ჯიპიაი ექსკლუზივით ორსულობასთან დაკავშირებული ანალიზები და კვლევები ტარდება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში, ხოლო მშობიარობა შეგიძლია ნებისმიერ კლინიკაში.
გაითვალისწინე, რომ აღნიშნული მომსახურება დაფინანსდება დაზღვევის შეძენიდან მხოლოდ 25 თვის გასვლის შემდეგ.
მშობიარობის დაფინანსებისთვის არ გჭირდება წინასწარი დოკუმენტების წარდგენა ან საგარანტიო წერილი — ყველა საჭირო ფორმალობას სამშობიარო კლინიკა თავად მოაგვარებს, მათ შორის მაშინაც, თუ ის არ არის ჯიპიაის პროვაიდერი.
თუ მომსახურებას იღებთ სერვის-კლინიკაში, იხდით მხოლოდ თანადაფინანსებას. ხოლო თუ მომსახურებას მიიღებთ სხვა კლინიკაში, მომსახურების სრულ თანხას იხდით თქვენ და შემდეგ ანაზღაურებას ონლაინ იღებთ.
ჰოსპიტალიზაცია
ჯიპიაი ექსკლუზივით იფარება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი ოპერაციები. გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება, გეგმიური ოპერაციებზე კი მოქმედებს 1-წლიანი მოცდის პერიოდი. რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევის ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ გეგმიური ოპერაციებიც დაგიფინანსდება.
აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის მისაღებად კლინიკაში ღამისთევა გიწევს.
გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია – როგორც პროვაიდერ ისე არაპროვაიდერ კლინიკებში დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება. აუცილებელია, შემთხვევის შესახებ წინასწარ შეგვატყობინო მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით. ჩვენსა და კლინიკას შორის კი, შენი ჩარევის გარეშე დარეგულირდება სადაზღვევო პროცედურა და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.
გეგმიური ჰოსპიტალიზაცია – !!! გაითვალისწინე, რომ მოქმედებს 12-თვიანი მოცდის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება პოლისის შეძენიდან უწყვეტი მე-13 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მომსახურების მიღება ჩვენთან წინასწარი შეთანხმებით ხდება:
აუცილებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ეს არის დასტური იმისა, რომ შენი მომსახურება ფინანსდება და გადაეცემა კლინიკას, რომელშიც გეგმავ ოპერაციის გაკეთებას. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია ბმულზე. დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა). მოთხოვნაზე პასუხს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მიიღებ. საგარანტიო წერილს 1 თვე აქვს ვადა – ამ ხნის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო ოპერაცია.
პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. არაპროვაიდერ კლინიკაში კი დაზღვევის პირობების გათვალისწინებით და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე (საგარანტიო წერილის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია) თანხას სრულად იხდი და შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ.
ამბულატორია
ჯიპიაი ექსკლუზივი დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე 100%-მდე აფინანსებს გადაუდებელ და გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკებში.
გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ.: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიურ ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება ჯიპიაი ექსკლუზივით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინასდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით იღებ.
პროფილაქტიკური კვლევები
დაზღვევა სრულად აფინანსებს ასაკისა და სქესის შესაბამის სასკრინინგო-პროფილაქტიკურ კვლევებს და მის დაგეგმვაში შენი პირადი ექიმი გეხმარება.
სტომატოლოგია
ჯიპიაი ექსკლუზივით გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 100%-მდე ფინანსდება.
გეგმიური სტომატოლოგია მოიცავს მომსახურებებს, როგორიცაა: სტომატოლოგის კონსულტაცია, კბილების წმენდა, ანესთეზია, ბჟენის გაკეთება, კბილის ქვისა და ნადების მოცილება, გეგმიური ქირურგიული ჩარევა.
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს კბილის ამოღებას ან ტკივილის მოხსნას (ანესთეზიას) და ფინანსდება ნებისმიერ კლინიკაში.
პოლისი ასევე მოიცავს ფასდაკლებებს პარტნიორ კლინიკებში შემდეგ მომსახურებებზე: ბრეტები, იმპლანტაცია, პროთეზირება, ორთოდონტიული და ორთოპედიული მომსახურება.
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ პარტნიორ სტომატოლოგიურ კლინიკებში — წინასწარი შეთანხმება საჭირო არ არის, უბრალოდ ჩაიწერე ვიზიტზე და გადაიხდი მხოლოდ შენს ნაწილს.
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება შეგიძლია მიიღო არაპარტნიორ კლინიკაშიც — გადაიხდი სრულ თანხას და შემდეგ ანაზღაურებას ონლაინ მიიღებ.
გაითვალისწინე, რომ დაფინანსებისთვის საჭიროა მომსახურების მიღებამდე გადაღებული რენტგენოგრამას წარდგენა (დენტოგრამა).
მედიკამენტები
ჯიპიაი ექსკლუზივით სამკურნალო და პროფილაქტიკური მედიკამენტები 90%-მდე ფინანსდება. სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენა პირადი ექიმის მიმართვის გარეშე შეგიძლია პარტნიორ აფთიაქებში (PSP, ავერსი, ფარმადეპო) – ამ შემთხვევაში თანხას გადაიხდი და ონლაინ აინაზღაურებ აპლიკაციით Mygpi ან პირადი კაბინეტიდან MYGPI.GE
თუ მედიკამენტი დაგინიშნეს პრივილეგირებულ პარტნიორ კლინიკაში, შეგიძლია მიმართვა ონლაინ მოითხოვო და აფთიაქში პრეპარატს თანადაფინანსებით შეიძენ. ასევე, შეგიძლია თანხის ანაზღაურება ნებისმიერი ექიმის რეცეპტით გამოწერილ მედიკამენტზე მაშინაც კი, თუ პირადი ექიმის იმართვა არ გაქვს. ასეთ დრს აფთიაქში სრულ თანხას იხდი, ხოლო შემდეგ ანაზღაურებას ონლაინ იღებ. ანაზღაურებოსთვის დაგჭირდება ფორმა 100 და გადახდის ქვითარი.
მკურნალობა საზღვარგარეთ
Diagnose.me — ინოვაციური ტელემედიცინის სერვისი, რომელიც GPI-ის დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ევროპელი და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან დამოუკიდებელი შეფასება ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის კურსზე. სერვისით შესაძლებელია წელიწადში 3-ჯერ სარგებლობა, ხოლო პროცესი მარტივია — ონლაინ პორტალზე უნდა ატვირთოთ თქვენი ჩივილები ან/და სამედიცინო დოკუმენტაცია (ყველაფერი ქართულად) და პასუხს 10 სამუშაო დღეში მიიღებთ. დოკუმენტების, ანალიზებისა და კვლევის შედეგების თარგმნა ხდება Diagnose.me-ს მიერ და სრულად უფასოა, ხოლო პერსონალური მხარდაჭერა ხელმისაწვდომია ონლაინ ჩეთით ან ზარით ქართულად ან ნებისმიერ სასურველ ენაზე.
საერთაშორისო კონსილიუმი – ექსკლუზიურად მხოლოდ ჯიპიაიში დაზღვეულებისთვის, დამატებით შეძენისას, დიაგნოზის გადამოწმება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
ერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტებისგან მიიღოს ალტერნატიული სამედიცინო აზრი დიაგნოზის ან მკურნალობის მეთოდის გადამოწმების მიზნით. სერვისი ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაცია MediGuide International-ის მეშვეობით — გლობალური ქსელის მიერ, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაში ეხმარება ადამიანებს საერთაშორისო კონსილიუმის ორგანიზებასა და საუკეთესო სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოში MediGuide-ის წარმომადგენელია კლინიკა „კურაციო“, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს დიაგნოზის გადამოწმებას ან დაზუსტებას, ოპტიმალური მკურნალობის სქემის შერჩევას და სხვა საჭირო სამედიცინო რეკომენდაციების მომზადებას.
ხშირად აინტერესებთ
რით განსხვავდება ჯიპიაი ექსკლუზივი ინდივიდუალური დაზღვევის სხვა პაკეტებისგან?
ჯიპიაი ექსკლუზივის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სხვა პაკეტებისგან განსხვავებით,კლინიკების არჩევის თავისუფლება გაქვს-სამედიცინო მომსახურებას ნებისმიერ კლინიკაში იღებ პირად ექიმთან შეთანხმების გარეშე.
როგორ მივიღო სამედიცინო მომსახურება?
ჯიპიაი ექსკლუზივით სამედიცინო მომსახურებას ნებისმიერ კლინიკაში პირადი ექიმის მიმართვის გარეშე იღებ, მათ შორის არაპროვაიდერ კლინიკაში; ამ შემთხვევაში ღირებულებას სრულად იხდი, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ თუ თანაგადახდით გსურს მომსახურების მიღება, შეგიძლია მიმართო პროვაიდერ კლინიკებს პირადი ექიმის მიმართვით ან პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებს, სადაც ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი, დანარჩენ თანხას ავტომატურად ჩვენ დავფარავთ.
როგორ მივიღო დაფინასება გადაუდებელ ოპერაციაზე?
გადაუდებელი ოპერაცია პოლისის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება და საგარანტიო წერილი საჭირო არაა. კლინიკა თავად აორგანიზებს დაფინანსებისთვის საჭირო პროცედურებს შენი ჩარევის გარეშე.
როგორ მივიღო დაფინასება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე?
სტომატოლოგიური მომსახურება „ჯიპიაი ექსკლზუივის“ ყველა პაკეტებით ფინანსდება. მომსახურების მისაღებად პირადი ექიმის მიმართვა არ გჭირდება- უკავშირდები სასურველ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკას, ჩანიშნავ ვიზიტს, კლინიკაში წარადგენ სადაზღვევო ბარათს და ისარგებლებ დაფინანსებით.
შემიძლია თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება მივიღო არაპროვაიდერ კლინიკაში?
ჯიპიაი ექსკლუზივით არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში გეგმიური მომსახურება არ ფინასდება, გარდა გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურებისა.
ჯიპიაი ექსკლუზივით ორსულობა-მშობიარობა ფინანსდება?
ორსულობა-მშობიარობა ჯიპიაი ექსკლუზივით დაზღვევიდან 24 თვის შემდეგ ფინანსდება. გაითალისწინეთ, რომ აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პაკეტის ხარჯები პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით არ ფინანსდება.
შემიძლია ექიმი სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები პირადი ექიმის მიმართვის გარეშე შევიძინო?
დიახ, შესაძლებელია. დანიშნულ მედიკამენტს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში შეიძენ, შემდეგ კი გადახდის ქვითრებთან,შემოსავლის ორდერსა და ფორმა 100-ის საშუალებით ონლაინ აინაზღაურებ.
როგორ დავრეგისტრირდე პირად კაბინეტში?
პირად კაბინეტში რეგისტრაციისთვის იხილე ვიდეო ინსტრუქცია ბმულზე.
როგორ ავირჩიო პირადი ექიმი?
პირადი ექიმის არჩევა შეგიძლია 2 გზით:
1.ონლაინ აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge – პოლისი გაფორმების შემდეგ რეგისტრირდები, ირჩევ სასურველ კლინიკას და ექიმს.
2. შეგიძლია დაუკავშირდე ჩვენი მხარდაჭერის გუნდს 0322505111. ჩვენი მენეჯერები დაგეხმარებიან სასურველი ექიმის შერჩევაში და დაგიგეგმავენ პირველად ვიზიტს. ამის შემდეგ უკვე შენ თვითონ შეძლებ სატელეფონო კონსულტაციის ან ვიზიტის დაჯავშნას ონლაინ აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge.
შემიძლია თუ არა პირად ექიმთან დისტანციური კონსულტაცია?
პირად ექიმთან კონსულტაციის გავლა დისტანციურადაც შესაძლებელია და ამ მომსახურების დაგეგმვაც ონლაინ შეგიძლია, პირადი კაბინეტიდან ან აპლიკაციით, უბრალოდ, მონიშნე სატელეფონო კონსულტაცია. იხ. დეტალური ინსტრუქცია.
რომელ კლინიკაში მემსახურება პირადი ექიმი/პედიატრი?
პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივის მომსახურე კლინიკების სია, სადაც პირადი ექიმისა და პედიატრის არჩევა შეგიძლია, იხილე ბმულზე.
რომელა პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკები?
პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივის პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკების სია იხილე ბმულზე.
რომელა პროვაიდერი სტომატოლოგიურიკლინიკები?
პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივის პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკების სია იხილე ბმულზე.
რომელი სერვისებით შემიძლია ვისარგებლო დისტანციურად პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით?
ჯიპიაი ექსკლუზივით სრულ სადაზღვევო მომსახურებას იღებ ონლაინ, დისტანციურად, ვებ-გვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით. შეგიძლია, ჩაეწერო ექიმთან, მიიღო ანაზღაურება, გააგზავნო მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.
როგორ და რომელ კლინიკებში შემიძლია მოვითხოვო მიმართვა ონლაინ?
მიმართვის მოთხოვნა იმ შემთხვევაში შეგიძლია თუ ამბულატორიულ მომსახურებას ჩვენს პრივილეგირებულ პროვაიდერ (პპ) კლინიკებში მიიღებ , სპეციალისტთან ვიზიტისთვის, ანალიზებისა და გამოკვლევებისთვის ან მედიკამენტების შესაძენად მიმართვის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge. მენიუში იხილე ველი „მიმართვის მოთხოვნა“ და მიჰყევი ინსტრუქციას; მიმართვა 20 წუთში შენს აისახება, კლინიკაში ან აფთიაქში კი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. დეტალურ ინფორმაციას გაეცანი ამ ბმულზე.
როგორ მოვითხოვო დაფინასება ოპერაციისთვის ონლაინ?
საგარანტიო წერილის მოთხოვნისთვის საჭიროა, კლინიკიდან ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა (კალკულაცია) და ფორმა 100 წარმოადგინო; მოთხოვნას აპლიკაციიდან MyGPI ან ვებგვერდიდან Mygpi.ge შეძლებ . დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია, იხილე „ჯანმრთელობის ველი“ , სადაც ნახავ ნახავ ღილაკს „საგარანტიოს მოთხოვნა“ , გაგზავნის შესაძლებლობას, მიჰყევი ველებს, ატვირთე დოკუმენტები. პასუხს კი 3 სამუშაო დღეში მიიღებ. დეტალურ ინფორმაციას გაეცანი ამ ბმულზე .
როგორ მოვითხოვო დაფინანსება მშობიარობისთვის ონლაინ?
https://mygpi.ge/თუ მშობიარობას არაპროვაიდერ კლინიკაში აპირებ, თანხას კლინიკაში სრულად გადაიხდი შენ, შემდეგ კი აინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდით Mygpi.ge. ბმულზე
შეგიძლია გაეცნო დეტალურ ინსტრუქციას როგორ აინაზღაურო თანხა ონლაინ.
სად ვნახო პოლისის ნომერი და მოქმედების ვადა?
შენი ან შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისის ნომრების ნახვა შეგიძლია პირად კაბინეტში — ვებგვერდზე mygpi.ge ან MyGPI აპლიკაციაში. მენიუდან აირჩიე „პოლისები“ და იქ შეამოწმე მათი ნომრები და მოქმედების ვადები.
პროვაიდერ კლინიკები
რატომ უნდა შეიძინო ჯიპიაი ექსკლუზივი?
სამედიცინო მომსახურება შეუზღუდავი პირობებით მთელი ოჯახისათვის
მაღალი დაფარვები და ლიმიტები
ჯიპიაი ექსკლუზივი კორპორატიულ პაკეტებთან გათანაბრებული ინდივიდუალური პოლისია, რომელსაც სამედიცინო მომსახურებაზე ყველაზე მაღალი ლიმიტები და 100%-მდე დაფარვები აქვს.
დისტანციური სერვისები
სრულ სადაზღვევო მომსახურებას იღებ ონლაინ: ექიმთან ჩაწერა, მომსახურების ანაზღაურება, მიმართვისა და საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ამ სერვისით სარგებლობას აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდით mygpi.ge შეძლებ.
თავისუფალი არჩევანი
სამედიცინო მომსახურების მისაღებად კლინიკების არჩევის სრული თავისუფლება გაქვს – მომსახურებას არაპროვაიდერ კლინიკებშიც იღებ წინასწარი შეთანხმების გარეშე.


