ავტო აქტივი
მოირგე სწორი დაზღვევა უკონკურენტო პირობებით

სწრაფი და მარტივი ანაზღაურება

ავტომობილის მოვლის ეკოსისტემა

ლოიალობის პროგრამა
2% -დან
Black Friday - 30%
მეტი, ვიდრე დაზღვევა
პოლისი ავტოაქტივი შეგიძლია მოირგო შენი ბიუჯეტისა და საჭიროებების შესაბამისად
ავტო აქტივი
1,8 %- დან
თვეში
მოირგე სწორი ავტო დაზღვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა

ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

მინების, სარკეების ცალკეული დაზიანება

საგნების ვარდნა

ვანდალიზმი

სტიქიური მოვლენები
რა მომსახურებები მიფინანსდება?
სადაზღვევო რისკები
პოლისი ავტო აქტივის L და XL პაკეტებით შენი ავტომობილი დაზღვეულია ყველა რისკისგან: ავტოავარია (ბრალეულობის მიუხედავად), ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, საგნების ვარდნა, სტიქიური მოვლენები და სხვა. M პაკეტი კი უფრო ბიუჯეტურია და ავარიის შედეგად გამოწვეულ ხარჯებს ფარავს, მიუხედავად ბრალეულობისა.
მხარდაჭერის სერვისი 24/7
მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია, შენ მიიღო სწრაფი და კომფორტული
სერვისი. მხარდაჭერის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კომპეტენციის მქონე ექსპერტებით, რომლებიც შენს მხარდამხარ მოაგვარებენ სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს. მხარდაჭერის მენეჯერი შენთან არის კონტაქტზე შემთხვევის დადგომიდან მის სრულ დარეგულირებამდე საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის მენეჯერი ადგილზე მოვა და თქვენ მხარდამხარ მოაგვარებს ავარიასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ავტოასისტანსი
მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ნებისმიერ დროს შენ გვერდით ავტოასისტენტია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარება საბურავის გამოცვლაში, მოგიტანს საწვავს ან დაგიქოქავს ჩამქრალ ავტომობილს და, თუ სხვა გზა არ იქნება, ევაკუატორსაც გამოგიგზავნის.
Voovly
„ვუვლი“ — ციფრული პლატფორმაა, რომელიც ავტომობილის მოვლისა და უსაფრთხოების ყველა სერვისს აერთიანებს.
სერვისები სრულად დისტანციურია, რაც ავტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას დაზოგონ დრო და ხარჯები, თავიდან აირიდონ დისკომფორტი და მიიღონ პროფესიონალური მომსახურება მარტივად.
ჩვენი მიზანია ახალი სტანდარტის ავტოსერვისის შექმნა — პასუხისმგებლობით, ცოდნითა და მაღალი პროფესიონალიზმით.
„ვუვლი“ თანამშრომლობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს სრულყოფილი, ოპერატიული და კომფორტული მომსახურება.
პლატფორმა შექმნილია „გლობალ ასისტენს საქართველოს“ მიერ, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ მხარდაჭერით.
ბრუნო - ლოიალობის პროგრამა
ბრუნო ჩვენი ახალი ლოიალობის პროგრამაა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება პოლისი ავტო აქტივის შეძენის შემდეგ. მისი მიზანია ავტოდაზღვევის გამოცდილება კიდევ უფრო ღირებული და მოქნილი გახადოს მომხმარებლისთვის.
ხშირად აინტერესებთ
რა ღირს ავტო აქტივი?
ავტომობილის დაზღვევის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ავტომობილის გამოშვების წელი, მძღოლის ასაკი, ავტომობილის ღირებულება.
რა რისკებს ფარავს ავტო აქტივის M პაკეტი?
M პაკეტი საშუალებას გაძლევს ავტოდაზღვევა ბიუჯეტურად მოირგო და დააზღვიო ავტომობილი ავტოავარიის რისკისგან.
რა რისკებს ფარავს ავტო აქტივის XL პაკეტი?
XL პაკეტი შენს ავტომობილს აზღვევს: ავტოავარიის, ვანდალიზმის, საგნების ვარდნის, მინების დაზიანების, ქურდობის, აფეთქება-ხანძრის და სტიქიური მოვლენების რისკებისგან.
რა განსხვავებაა L და XL პაკეტებს შორის?
L და XL პაკეტები რისკებს ერთნაირად ფარავს. L პაკეტის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია, დაზღვევის ღირებულების საშუალოდ 20%-მდე შემცირება. განსხვავება ამ ორ პაკეტს შორის ის არის, რომ L პაკეტის ფლობის შემთხვევაში მოქმედებს ფრანშიზა სადაზღვევო თანხიდან.
რა არის ფრანშიზა და მოქმედებს თუ არა დაზღვევის ფასზე?
ფრანშიზა არის თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არ აგინაზღაურებს. მაგალითად, თუ ფრანშიზა 50 დოლარია და 500 დოლარის ზიანი შეემთხვა ავტომობილს, ჩვენ აგინაზღაურებთ 450 დოლარს. ფრანშიზას გავლენა აქვს პოლისის ღირებულებაზე. იგი ამცირებს ყოველთვიურ გადასახდელ თანხას. სწორედ ამიტომ, L პაკეტის შეძენის შემთხვევაში უფრო ნაკლებს იხდი, ვიდრე XL-ის ყიდვისას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პაკეტი რისკებს სრულად ერთნაირად ფარავს.
მოქმედებს თუ არა მძღოლის ასაკი პოლისის ღირებულებაზე?
დიახ, ავტოდაზღვევის ღირებულების გამოსათვლელად მნიშვნელობა აქვს მძღოლის ასაკს და პირდაპირ აისახება ტარიფზე. დაზღვევის შეძენა 21 წლიდან მძღოლებს შეუძლიათ.
რას ნიშნავს უფლებამოსილი მძღოლი?
დაზღვევის შეძენისას შეგიძლია, პოლისში მიუთითო ერთი ან რამდენიმე მძღოლის მონაცემები, რომელთაც აქვთ უფლება მართონ შენი ავტომობილი, სადაზღვევო შემთხვევის დროს კი მათზე გავრცელდება დაზღვევა. უფლებამოსილი მძღოლის რაოდენობა აისახება პოლისის ღირებულებაზეც.
რა ფასდაკლებებით ვისარგებლებ დაზღვევის პერიოდში?
პოლისი ავტი აქტივის შეძენისას ავტომატურად ერთვები ჩვენს ლოიალობის პროგრამაში ბრუნო. რომელიც გაძლევს შესაძლებლობას დაიბრუნო დაზღვევაში გადახდილი თანხა ბრუნოს ქულების სახით ან აირჩიო ფასდაკლებებიჩვენს პარტნიორებთან მთელი წლის განმავლობაში.
რაში გამოვიყენო დაგროვებული ბრუნოს ქულები?
ბრუნოს ქულებით შეგიძლია დაფარო არსებული პოლისის თანხა ან შეიძინო ახალი პოლისი.
როგორ შევამოწმო დაგროვებული ქულები ან ბენეფიტები?
დაგროვებული ქულების ან არჩეული ბენეფიტის ნახვა შეგიძლია შენს პირად კაბინეტში Mygpi.ge-ზე.
რას არ ანაზღაურებს დაზღვევა?
პოლისით არ ანაზღაურდება ავტოსაგზაო შემთხვევები, თუ:
- ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა უფლებამოსილი მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროს, მიუხედავად მისი ბრალეულობისა
- ავტომობილი მონაწილეობდა ექსტრემალურ შეჯიბრებებში, რბოლაში
- ავტომობილი იძებნება
- ავტომობილი დაზიანდა საომარი მოქმედებების, სამოქალაქო მღელვარებისა ან ფეთქებადი ნივთიერებების ტრანსპორტირების დროს.
პარტნიორი კომპანიები
ავტოსამრეცხაო – ფორმულა 11
სატესტო მისამართი
ავტოსამრეცხაო – საშხაპე
სატესტო მისამართი
უფასო ტექდათვალიერება გრინვეიში
სატესტო მისამართი
– 0.15 ₾ ფასდაკლება ბენზინ გასამართი სადგური ვისოლში
სატესტო მისამართი
გამარჯობა! მე ბრუნო ვარ 💜
რატომ უნდა აირჩიო პოლისი ავტო აქტივი?
ყველაფერი, რაც შენს მანქანას სჭირდება
კომფორტული დაზღვევა
პოლისი ავტო აქტივი გთავაზობს შენზე მორგებულ პაკეტებს — შეგიძლია შეარჩიო სწორედ ისეთი ავტოდაზღვევა, რომელიც შეესაბამება შენს ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს.
ანაზღაურების მარტივი პროცესი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალს დააფიქსირებ მარტივად აპლიკაციით. 1000 ლარამდე ზარალი ადგილზე დარეგულირდება სერვისმენეჯერის დახმარებით, ხოლო 1000 ლარზე მეტი ზარალის შემთხვევების 90%-ის რეგულირება ხდება დადგომიდან 3 დღეში.
ავტომობილის მოვლის ეკოსისტემა
ავტო აქტივის შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემა “ვუვლი”-ის სერვისი, ციფრული პლატფორმა, რომელიც შენს ნაცვლად მოუვლის მანქანას.
ბრუნო - ლოიალობის პროგრამა
გაიცანი ბრუნო
ჩვენი ახალი ლოიალობის პროგრამა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება პოლისი ავტო აქტივის შეძენის შემდეგ. მისი მიზანია ავტოდაზღვევის გამოცდილება კიდევ უფრო ღირებული და მოქნილი გახადოს მომხმარებლისთვის.

