FLEX პოლისი
სტუდენტებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა

პირადი ექიმის მომსახურება

ამბულატორია და სტომატოლოგია

მენტალური ჯანმრთელობა
22 ₾-დან
ფასდაკლება 10%
რატომ უნდა შეიძინო Flex Policy?
პოლისის მოქმედების განმავლობაში პირადი ექიმის და ისეთ გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას როგორიცაა: გამოკვლევები, ანალიზები და დიაგნოსტიკა, კერძო კლინიკა კურაციოში 100%-იანი დაფინანსებით იღებ.
MAX
22 ₾
თვეში
საბაზისო დაცვა ძირითადი სამედიცინო მომსახურებებით

პირადი ექიმი ულიმიტოდ 100%

გეგმიური ამბულატორია კლინიკა "კურაციოში"

გადაუდებელი სტომატოლოგია
PRO
28 ₾
თვეში
ყველაზე პოპულარული პაკეტი ოპტიმალური ფასით

პირადი ექიმი ულიმიტოდ 100%

გეგმიური ამბულატორია კლინიკა "კურაციოში"

გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია
რა მომსახურებები მიფინანსდება?
პირადი ექიმი
დაზღვევისთანავე კლინიკა კურაციოში ირჩევ პირად ექიმს. პირადი ექიმი იცნობს შენს სამედიცინო ისტორიას, აკონტროლებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაძლევს რეკომენდაციებსა და საჭირო მიმართვებს, გეხმარება ამბულატორიული მომსახურების მიღებაში.
ამბულატორია
FLEX პოლისით ფინანსდება გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები. დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე შენ სარგებლობ ისეთი სამედიცინო მომსახურებებით, როგორებიცაა: ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, ანალიზები. ამ სერვისების მიღება კლინიკა კურაციოში შეგიძლია.
დიაგნოზის გადამოწმება საზღვარგარეთ
საქართველოში დასმული ონკოლოგიური დიაგნოზი გადასამოწმებლად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში იგზავნება. დაზღვეულს საშუალება აქვს თავად აირჩიოს რომელი ქვეყნის, რომელ კლინიკაში განიხილონ მისი შემთხვევა კონსილიუმზე. საქართველოში მედიგაიდის წარმომადგენელი კლინიკა – კურაციო უზრუნველყოფს დაზღვეულისთვის მეორე აზრის მოძიების პირობებით განსაზღვული მომსახურების მიწოდებას, შემთხვევის განცხადებიდან 15 დღის განმავლობაში.
ჰოსპიტალიზაცია
Flex პოლისით იფარება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი ოპერაციები. გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება, გეგმიური ოპერაციებზე კი მოქმედებს 1-წლიანი მოცდის პერიოდი. რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევის ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ გეგმიური ოპერაციებიც დაგიფინანსდება.
სტომატოლოგია
FLEX პოლისით ფინანსდება გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგიური სერვისები ჩვენს 40-მდე პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში.
როგორ მივიღო მომსახურება?
როგორ ავირჩიო პირადი ექიმი?
როგორ ჩავეწერო პირად ექიმთან?
პირად ექიმთან ჩასაწერად შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით MyGPI ან ვებ გვერდით mygpi.ge . მენიუში იხილე ველი „ექიმთან ჩაწერა“, აირჩიე სატელეფონო კოსნულტაცია გსურს, თუ კლინიკაში ვიზიტი, მიუთითე შენი ექიმი და თავისუფალი გრაფიკის მიხედვით, დაჯავშნე კონსულტაცია. ვიზიტის დეტალების ნახვას აპლიკაციაში შეძლებ, დრო და თარიღი კი ავტომატურად დაემატება შენი ტელეფონის კალენდარში.
როგორ დავრეგისტრირდე პირად კაბინეტში?
პირად კაბინეტში რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიო საიტს mygpi.ge ან ჩამოტვირთო აპლიკაცია და დარეგისტრირდე.
რომელი სერვისებით შემიძლია ვისარგებლო დისტანციურად?
ფლექს პოლისით სადაზღვევო მომსახურებას სრულად ონლაინ, დისტანციურად იღებ- ვებგვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით. შეგიძლია, ჩაეწერო რამდენიმე ექიმთან ერთდროულად, მიიღო ანაზღაურება, გააგზავნო მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.
რომელი სამედიცინო მომსახურებები ფინანსდება Flex Policy-ით?
ფლექს პოლისით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.
რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია?
გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიური ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით იღებ.
რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია?
თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კლინიკაში განთავსება, ეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა; გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას კი საჭირო არაა გადაუდებლად კლინიკაში მოთავსება. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინანსდება. დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე.
რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგია?
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს სტომატოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, კბილის დაბჟენას, წმენდას. თუ მწვავე ტკივილის შედეგად სასწრაფოდ კბილის ამოღება, ექსტრაქცია, გახდა საჭირო, ეს უკვე გადაუდებელი სტომატოლოგიუროი მომსახურებაა. ორივე სერვისი პოლისი „პრო“ და „მაქსი“ პაკეტებით ფინასდება.
პროვაიდერ კლინიკები
რატომ უნდა შეიძინო Flex Policy?
სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
პირადი ექიმი
პირადი ექიმი დაზღვევის დღიდან ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე და გეხმარება სწორად და დროულად დაგეგმო საჭირო სამედიცინო მომსახურება.
მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება
დაფინასებას იღებ როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, რაც მნიშვნელოვნად გიმცირებს ხარჯებს.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
Fex Policy-ით ისარგებლებ ფასდაკლებებით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში.
სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ
სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება შეგიძლია ონლაინ აპლიკაციით Mygpi ან ონლაინ კაბინეტში mygpi.ge


