Tourist Mandatory

საქართველოში შემომსვლელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევა

მაღალი ლიმიტი

მარტივი ანაზღაურება

მხარდაჭერის სერვისი

პოლისის შეძენა შეუძლია როგორც თავად საქართველოში შემომსვლელ ტურისტს, ასევე ნებისმიერ ადამიანს ან კომპაიას ვინც უგეგმავს ტურისტს / ვიზიტორების ჯგუფს საქართველოში სტუმრობას. 

 

რა მომსახურებები მიფინანსდება?

თუ საქართველოში მოგზაურობისას დაზღვეულს ჯანმრთელობის პრობლემა მოულოდნელად შეექმნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოვა,  ადგილზე გაუწევს დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში გადაიყვანს, ხარჯებს კი პოლისი აანაზღაურებს.

თუ მოგზაურობის დროს დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად გაუარესდა და კლინიკაში მკურნალობა გახდა საჭირო, ექიმის კონსულტაციებს, გამოკვლევებს და მედიკამენტების ხარჯებს დაზღვევა დაფარავს.

თუ საქართველოში ყოფნისას პოლისის აქტიურ პერიოდში დაზღვეულის ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო მისი ჰოსპიტალში სასწრაფო მოთავსება გახდა საჭირო, მკურნალობის, ოპერაციის და საჭირო მედიკამენტების ხარჯებს დაზღვევა დაფარავს ლიმიტის ფარგლებში.

საქართველოში ყოფნის დროს გადაუდებელი სტომატოლოგიური პროცედურების ხარჯებს დაზღვევა დაფარავს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის და/ან მოგზაურობის პერიოდში უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, დაზღვევა დაფარავს ცხედრის თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე რეპატრიაციის ხარჯებს პოლისით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

ხშირად აინტერესებთ

პოლისით Tourist Mandatory-ით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მოგზაურობენ ბიზნეს ან ტურისტული მიზნით.

 

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულოა.

ახალი რეგულაცია ტურიზმის შესახებ კანონით ამოქმედდა და მიზნად ისახავს როგორც ტურისტების დაცვას, ისე სამედიცინო სექტორის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას.

სასწრაფო სამედიცინო შემთხვევის დროს დაზღვეული უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას (032 2 505 111) და აცნობოს შემთხვევის დეტალები. ასეთ შემთხვევაში მომსახურების საფასურს ის არ გადაიხდის.

მას ასევე შეუძლია დაუკავშირდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან კლინიკას, გადაიხადოს მომსახურების თანხა სრულად და შემდეგ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მიმართოს სადაზღვევო კომპანიას თანხის ანაზღაურების მიზნით.

გადაუდებელი ჰოსპიტალური ან ამბულატორიული მომსახურების, უბედური შემთხვევით გამოწვეული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის, ან გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების შემთხვევის დროს დაზღვეულმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ აცნობოს სადაზღვევო კომპანიას ინფორმაცია (032 2 505 111). დაზღვეულის სახელი, პოლისის ნომერი, სამედიცინო დაწესებულების დასახელება და ვიზიტის დრო. შეტყობინების გარეშე მიღებული მომსახურების ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.შეტყობინების დაგვიანება მხოლოდ ობიექტური მიზეზებითაა შესაძლებელი, რაც შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს.   

პროვაიდერ კლინიკაში მომსახურების მიღების შემთხვევაში დაზღვეული ადგილზე იხდის მხოლოდ თავის წილს ან საერთოდ არ იხდის.

არაპროვაიდერ კლინიკაში დაზღვეული ადგილზე იხდის მომსახურების საფასურს და მისი ანაზღაურება შეუძლია შემდეგი 30 დღის განმავლობაში. ანაზღაურების მისაღებად საჭირო დოკუმენტებია:
სადაზღვევო პოლისი
პასპორტი/ირადობის დამადასტურებელი მოწმობა
ფორმა #100
დეტალური განფასება და გადახდის ქვითარი.

გადაუდებელი სტომატოლოგიური ომსახურების მიღების შემთხვევაში დაზღვეულმა დამატებით უნდა წარმოადგინოს მომსახურების მიღებამდე და მიღების შედეგ გადაღებული დენტოგრამები.

თუ დაზღვეულმა მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღო ან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ აცნობა სადაზღვევო კომპანიას, მაშინ მას მოუწევს გადაიხადოს თანხა სრულად და შემდეგ მიიღოს ანაზღაურება. ამისათვის საჭიროა სადაზღვევო კომპანიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: სადაზღვევო პოლისი პასპორტი ფორმა 100 გადახდის ქვითარი

თუ სამოგზაურო დღეები გაიხანგრძლივე, მაგრამ პოლისში ეს დღეები მითითებული არ არის, ამ პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება.

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111