ჩვენთან უფრო მეტს შეძლებ!
თუ გაქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და გსურს, წარმატებულ კომპანიაში კარიერის გაგრძელება, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი.
ჯიპიაი ჰოლდინგში სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.
ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ შენს პროფესიულ განვითარებაზე. აქ პირველივე თვიდან დაგხვდება სასიამოვნო სამუშაო გარემო და კონკურენტული ანაზღაურება.
შერჩევის კრიტერიუმები
რას ვითხოვთ?
-
უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ამ მიმართულებით (მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები).
-
ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა.
-
ქართულ ენაზე თავისუფლად ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
-
სამედიცინო ანდა სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
-
კომპიუტერთან მუშაობის უნარი Microsoft Office-ის ცოდნა.
სამუშაო გარემო და ანაზღაურება
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და თანამედროვე, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი.
ჯიპიაი საუკეთესო ადგილია განვითარებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების კიდევ უფრო მეტად განსავითარებლად.