“ჯიპიაი ჰოლდინგი” ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტს იწყებს!

Published on

March 8, 2020

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას აგრძელებს და პლატფორმით “იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ!” – ახალი ინიციატივით გამოდის. კომპანიები, რომელთა დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი ქალია სადაზღვევო კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებას მიიღებენ და ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამაში ჩაერთვებიან.

სპეციალურ პროგრამას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა პროგრამასთან თანაშრომლობით ახორციელებს. პროექტი განსაკუთრებულ შეთავაზებას და  ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მოიაზრებს:

  • დაზღვევის პერსონალური ექსპერტი; 
  • 30% ფასდაკლება ქონების დაზღვევაზე;
  • ბიზნეს შეფერხების დაზღვევა საჩუქრად;
  • ონლაინ სემინარები ბიზნეს რისკების შემცირების შესახებ. 
Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    WE WILL CONTACT YOU

    CALL US

    032 2 505 111