შუაღამისას მაგისტრალზე ავტოასისტანსმა მომაკითხა, მანქანა დამიქოქა და 5 წუთში ისევ ჩემს გზას დავადექი

Published on

August 12, 2020

ავტოდაზღვევის შეძენისას, გარდა სტანდარტული მომსახურებებისა და ფასისა ყურადღებას ვაქცევ დამატებით სერვისებს, რომელსაც სადაზღვევო მთავაზობს. სწორედ ამის გამო წლების ჯიპიაის ერთგული მომხმარებელი ვარ. ვიცი, რომ ნებისმიერი შემთხვევისას დავრეკავ და დამეხმარებიან.

გორის მაგისტრალზე ავტომობილი ჩამიქრა, მარტო ვიყავი და შუაღამესაც უკვე გადაცილებული იყო. არ ვიცოდი რა უნდა მექნა. დავურეკე ჩემს სადაზღვევო მენეჯერს და მითხრა, ასისტანსის გამოძახება შეგიძლია ადგილზეო. ცოტა ეჭვი კი შემეპარა- ამ შუაღამისას ვინ მომაკითხავს-მეთქი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, ნახევარ საათში ჩემთან უკვე ასისტენტი იყო, რომელმაც სპეციალური ხელსაწყოთი დამიქოქა მანქანა და ისე წავიდა, წესიერად მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. 5 წუთის შემდეგ ისევ გორის მაგისტრალს მივუყვებოდი.

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    WE WILL CONTACT YOU

    CALL US

    032 2 505 111