“ჯიპიაი ჰოლდინგი” საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდამჭერია!

Published on

September 23, 2021

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სოფ. ოროზმანში ჰომინიდების (Homo Erectus) გავრცელების ახალი კერის კვლევის პროცესში ეროვნული მუზეუმის მხარდამჭერია.

ჩვენი  ფინანსური მხარდაჭერით ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა მკვლევარების ჯგუფი გააგრძელებს ადამიანის ევოლუციის ისტორიის შესწავლას საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელვანეს არქეოლოგიურ ლოკაციაზე.

“მოქმედების დღის” ფარგლებში ჩვენმა თანამშრომლებმა ერთი დღე ოროზმანში, ეროვნული მუზეუმის მკვლევარებთან ერთად გაატარეს. მოისმინეს ოროზმანის და დმანისის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების ისტორია.  თავადაც, მოხალისეებად ჩაერთვნენ და არქეოლოგებს გათხრებში დაეხმარნენ. 

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან.

ქვემო ოროზმანთან გათხრები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. იპოვეს ადამიანის, ამ შემთხვევაში ჰომო ერექტუსის, მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რაც ექსპედიციის წევრების თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ტერიტორია ჰომინიდებით იყო დასახლებული.

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    WE WILL CONTACT YOU

    CALL US

    032 2 505 111