როგორ ისარგებლო Diagnose.me-ს სერვისით და გაიარო კონსულტაცია ევროპელ ექიმებთან სრულიად უფასოდ

გამოქვეყნდა

მარტი 24, 2026

გქონია შემთხვევა, როცა დიაგნოზის შემდეგ კიდევ კითხვები დაგრჩა?

თუ ჯიპიაი ექსკლუზივით ან კორპოთი სარგებლობ, პასუხების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ არის საჭირო. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულებს შეუძლიათ Diagnose.me-ს პლატფორმის გამოყენებით ონლაინ გაიარონ კონსულტაცია ევროპელ ექიმებთან და მიიღონ პროფესიონალური რეკომენდაციები სწრაფად და მარტივად.

როგორ გამოიყენო Diagnose.me – ეტაპობრივად

პლატფორმის გამოყენება მარტივია და რამდენიმე ნაბიჯში შეგიძლია დაიწყო კონსულტაციის პროცესი:

  1. შედიხარ პირად კაბინეტში,  სადაც Diagnose.me უკვე ინტეგრირებულია და ერთი კლიკით გადადიხარ პლატფორმაზე. ვებგვერდი სრულად ქართულ ენაზეა, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
  2. აირჩიე სასურველი ექიმი

პლატფორმაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სპეციალობის 100-ზე მეტი  ევროპელი ექიმი. მრავალწლიანი გამოცდილებით და ექსპერტიზით საკუთარ დარგში. თუ უკვე იცი დაახლოებით რა პრობლემა გაქვს და რომელი დარგის სპეციალისტი გჭირდება  შეგიძლია გაეცნო მათ გამოცდილებას და შეარჩიო შენთი პრობლემისთვის შესაბამისი ექიმი.

თუ არ ხარ დარწმუნებული  ჩაწერე შესაბამის ველში შენი სიმპტომები და პლატფორმა თავად შემოგთავაზებს შენთვის საჭირო სპეციალისტს.

3. ექიმის არჩევის შედეგ ავსებ განაცხადის ფორმას. უთითებ პოლისის ნომერს და  პირად ელექტრონულ ფოსტას, სადაც გინდათ რომ მიიღოთ ექიმის დასკვნა.

4. შემდეგ გრაფაში მოკლედ უნდა აღწერო  შენი სიმპტომები, რა გაწუხებს და რა კითხვებს გინდა უპასუხოს ექიმმა გამოგზავნილ დასკვნაში. საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის დამატება მოგვიანებითაც შეგიძლია.

5. ატვირთე სამედიცინო დოკუმენტაცია

       თუ ჯერ საქართველოში კვლევები არ ჩაგიტარებია, შეგიძლია ექიმს მხოლოდ არსებული მდგომარეობა აღუწერო და საეჭვო სიმპტომები მიწერო. ის დაგინიშნავს შესაბამის კვლევებს, რომელსაც საქართველოში ჩაიტარებ და შედეგებს მეორე კონსულტაციაზე გაუზიარებ ექიმს.  კონსულტაციისთვის საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება:

  • ანალიზების პასუხები
  • კვლევების შედეგები (MRI, CT და სხვ.)
  • არსებული დიაგნოზი ან ექიმის დასკვნა

ეს დაეხმარება ექიმს შენი მდგომარეობის სრულად შეფასებაში.

ყველა გრაფის შევსების შემდეგ დააჭირე ღილაკს „დადასტურება“, შენი შევსებული ფორმა მიუვა შენს მიერ არჩეულ ექიმს , რომელიც სამედიცინო დასკვნას 2-3 სამუშაო დღეში დაგიბრუნებს.

პლატფორმაზე შესვლისთანავე შეამჩნევ ონლაინ ჩატს, სადაც მხარდაჭერის მენეჯერი პლაფორმასთან დაკავშირებით შენს ნებისმიერ კითხვას უპასუხებს. მენეჯერთან დაკავშირება ჯიპიაის ცხელი ხაზის მეშვეობითაც შეგიძლია : 032 2 505 111

რატომ არის ეს სერვისი მნიშვნელოვანი?

Diagnose.me გაძლევს შესაძლებლობას:

✔ გაიარო კონსულტაცია ევროპელ ექიმებთან სრულიად უფასოდ

✔ მიიღო პროფესიონალური რეკომენდაციები სახლიდან გაუსვლელად

✔ დაზოგო დრო და თავიდან აიცილო ზედმეტი ვიზიტები

✔ მართო ჯანმრთელობა უფრო ინფორმირებულად

Scroll to Top

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარაკევი: 9:30 - 18:30
info@gpih.ge
ბოჭორიშვილის ქ.88/15, 0171, თბილისი

    ჩვენ დაგიკავშირდებით

    დაგვირეკე

    032 2 505 111