
გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა
ტვირთის დაკარგვით/დაზიანებით გამოწვეული ფინანსური რისკებისგან დაზღვევა გადამზიდავებისა და ექსპედიტორებისთვის

ტვირთზე პასუხისმგებლობა

გლობალური დაფარვა

საერთაშორისო პარტნიორები
ხშირად აინტერესებთ
რა რისკებს ფარავს საგზაო გადამზიდავისა და ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევა?
სადაზღვევო პოლისი ფარავს ფარავს პასუხისმგებლობას ტვირთის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე მოქმედი სატრანსპორტო/ექსპედიტორული კონტრაქტების მიხედვით.
ყველა ტიპის ტვირთის დაზღვევაა შესაძლებელი?
გამონაკლისში შედის ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, ხელოვნების ნიმუშები, ცხოველები, საკუთარი ტვირთი, გარკვეული “განსაკუთრებული” ტვირთები და სხვა ჩამოთვლილი კატეგორიები.
რატომ არის აუცილებელი გადაზიდვის დროს პასუხისმგებლობის დაზღვევა?
ზარალი მხოლოდ ტვირთის ღირებულება არაა. მას მოყვება შეფერხებული მიწოდება, კონტრაქტორების უკმაყოფილება, ჯარიმები, რეპუტაციული ზიანი. პოლისი ამ რისკებისგან დაგიცავთ, თქვენი ბიზნესიკი შეუფერხებლად და სტაბილურად შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.
ფარავს თუ არა ჯიპიაი საერთაშორისო ტვირთებს?
დიახ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო გადამზღვევებთან, რაც ნიშნავს უფრო საიმედო, გამჭვირვალე და გლობალურ სტანდარტებზე მორგებულ დაცვას. თქვენი ტვირთი დაცულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მარშრუტის განმავლობაში.
რა ხდება თუ ზარალი დადგა?
ჩვენი გუნდი სწრაფად ერთვება პროცესში. ადგილზე მოვაგვარებთ ექსპერტის დასკვნას (თუ შემთხვევა საქართველოშია), მოგთხოვთ მინიმალურ დოკუმენტაციას და ვიზრუნებთ, რომ ზარალის ანაზღაურება დროულად მოხდეს. თქვენს ერთადერთ ვალდებულებად რჩება ინფორმაციის დროული მოწოდება.

