
ქონებრივი რისკები
ქონებრივი რისკების დაზღვევა საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის.

კომპლექსური დაფარვა

რეალური სადაზღვევო მხარდაჭერა

მოქნილი პაკეტები
ხშირად ინტერესდებიან
რა არის ქონებრივი რისკების დაზღვევის პოლისი?
ბიზნესს განვითარების ყოველ ეტაპზე სჭირდება სტაბილურობა და დაცვა. ქონებრივი რისკების დაზღვევის პოლისი იცავს შენს ბიზნესს შენობა ნაგებობების, რემონტის, ინვენტარისა და სასაქონლო მარაგების დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან.
ქონებრივი რისკების სადაზღვევო პაკეტი კომპლექსური პროდუქტია და მოიცავს:
- ქონების დაზღვევის პოლისი
- მანქანა-დანადგარების დაზღვევის პოლისი
- ბიზნესის შეფერხების დაზღვევის პოლისი
რა ტიპის კომპანიებისთვის არის განკუთვნილი ქონებრივი რისკებისგან დაზღვევის პოლისი?
პოლისი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და მის ფარგლებში შეგიძლიათ დააზღვიოთ:
- მაღაზიები
- სასტუმროები
- რესტორნები
- საწარმოები და ქარხნები
- სპორტული დარბაზები და სალონები
- კლინიკები და სამედიცინო დაწესებულებები
- ავტოსერვისის კომპანიები
- საწარმოო დანადგარები
- ჩარხები და აპარატები
- მაღალი ძაბვის მანქანები
- ავეჯი და ინვენტარი
- შუშის ვიტრინები
- კომპიუტერები და ელექტროტექნიკა
- საწყობები და საცავები
- პროდუქცია და მარაგები
რა რისკებს ფარავს ქონების დაზღვევის პოლისი?
ქონების დაზღვევის პოლისით აგინაზღაურდებათ ქონების დაზიანების ან განადგურების შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალი შემდეგი შემთხვევების დადგომისას:
- ხანძრი, აფეთქება, მეხის დაცემა
- სეტყვა, მიწისძვრა წყალდიდობა,მეწყერი, თოვლის სიმძიმით გამოწვეული დაზიანება, გრუნტის აწევა/დაწევა
- ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
- დატბორვა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება
ქონების დაზღვევის პოლისით ასევე ანაზღაურდება:
- დაზიანებული ქონების დასუფთავებისა და მასთან დაკავშირებული ნარჩენების გატანის ხარჯები სადაზღვევო თანხის 10%-ის ოდენობით
- სახანძრო და სამაშველო სამსახურების მიერ აუცილებელი შეღწევის შედეგად დაზღვეული ქონებისთვის მიყენებულ ზიანს 1000 ლარის ოდენობით
რა რისკებს ფარავს მანქანა - დანადგარების დაზღვევის პოლისი?
მანქანა-დანადგარების დაზღვევის პოლისი იცავს ბიზნესის ტექნიკასა და მოწყობილობებს იმ შემთხვევებში, როცა დაზიანება გამოწვეულია მოულოდნელი, ტექნიკური ან ოპერაციული ხასიათის პრობლემებით. მათ შორის:
- ექსპლუატაციის დროს დაშვებული შეცდომა ან დაუდევრობა
- დანადგარის წარმოების ან აწყობისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზი
- დენის მკვეთრი ცვლილება, ძაბვის მატება ან მოკლე ჩართვა
- წარმოების დეფექტით გამოწვეული დაზიანება
- დანადგარის მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლა, რომელიც პირდაპირ მუშაობის პროცესში ხდება
რა რისკებს ფარავს ბიზნესის საქმიანობის შეფერხების დაზღვევის პოლისი?
ბიზნესის საქმიანობის შეფერხების დაზღვევის პოლისი იცავს თქვენს ბიზნესს ფინანსური ზარალისგან, რომელიც შესაძლოა მიადგეს ქონების დაზიანების ან მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის გამო, რის შედეგადაც ბიზნესის წარმოება შეფერხდება.
დაცული რისკები / ანაზღაურებადი ხარჯები:
საქმიანობის იძულებითი შეწყვეტის შედეგად შემცირებული ბრუნვა
საბანკო პროცენტები
თანამშრომლების ფიქსირებული ხელფასები
ოფისის ან საწარმოს იჯარისა და დაცვის ხარჯები
სხვა ოპერაციული ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქმიანობის შეფერხებასთან
არის თუ არა შესაძლებელი 1 პოლისის არჩევა თუ სამივე უნდა შევიძინო?
შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სრული კომბინაცია, ისე მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლისი თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე.

